მე დავწერდი, რომ…
Posted: მაისი 27, 2011 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), ჩე_მზე, KBH | Tags: ანი, დოქი, ზაფხული, მზე, რძე, ღამე, ხელისგულები, Facebook, KBH 13 Commentsრომ არ კითხლობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი მეგობრები..
ნათესავები..
ჯგუფელები..
კურსელები..
KBH-ელები….
ჩემი მეგობრის დედა…
Facebook-იდან შემოხეტებულები…
მე დავწერდი რომ…..
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ მთელ დღეს ვფიქრობდი. დასაძინებლად რომ დავწექი, მაშინაც. ღამით რომ გამეღვიძა და წყლის დასალევად ავდექი, ისევ ჩემთან იყო. მერე ფანჯარა რომ გამოვაღე და ნიავს შევუშვირე სახე, მაშინაც..
დილით, სიზმრისსურნელს გამოჰყვა.
მერე წირვაზე წასვლისასაც არ მომეშვა.
იქაც, ტაძარში…
მოკლედ, ავირიე!
უბრალოდ, მივხვდი რომ ჩემია…
ჩემში.
სულ მინდა რომ იყოს.
და თუნდაც, საღამოობით, დაღლილი რომ მოვიდოდა გორაკის პირას მდგარ პატარა სახლში, მე ოხშივარადენილ რძიან ჭურჭელს შემოვდგამდი ასადუღებლად ცეცხლზე და მერე დიდი დოქიდან წყალს დავუსხავდი დიდ, ფართო და დაძარღვულ ხელისგულებზე.
შეღამდებოდა.
აივანზე გავდგამდი სამფეხა ტაბლას და ორ პატარა სკამს.
მერე მთვარე ამოცურდებოდა. დიდი და სავსე.
იქნებოდა ზაფხული და ღამე.
ზაფხულის გრძელი ღამე.
დილით მამლები.
და მზე…
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხო, აი ამას დავწერდი… : )
და ანი გადამერეოდა : )
კომენტარები