და თუნდაც გამიშვან ხელი!…
Posted: ივნისი 14, 2010 Filed under: ჩუმი მზიანი ლექსები... | Tags: ბედი, ლექსი, მზე, ცხოვრება, წლები 30 Comments როდემდე მომიწევს დათვლა
წუთების…
წამების…
წლების…
ვისი მენატრება ახლა
ტუჩები…
თვალები..
თმები…
და თუკი დავფრინავ მაღლა,
და თუკი არ მჩაგრავს ბედი…
ვიღაცა იცინის ახლა
და იქნება დამიწვას ფრთები…
ცხოვრება გრძელდება კვლავაც
დღეები
თვეები
წლები…
ვიღიმი, ვიცინი ახლაც
და თუნდაც გამიშვან ხელი!…
მე ისევ დავიწყებ დათვლას
ფერების..
მზეების…
ზღვების…
და მომენატრება ნახვა
ახლა სხვა ნაცნობი თმების…
………………………………………………….
როდემდე მომიწევს დათვლა
მზეების, სხივების ზღვების?!..
ალბათ, მანამდე, სანამ
შევძლებ დავითვალო წლები….
18/05/2009 W.w
p.s. გახსოვთ ალბათ ჩემი ბლოკნოტები რომ დავკარგე და გამწარებული ვეძებდი ყველგან. ხოდა გუშინ როგორც იქნა დაადგა საშველი და მომიტანა ჩემმა დაქალმა 🙂 თვალი გადავავლე და ეს ლექსი აღმოვაჩინე, აღარც მახსოვდა… გაეხმიანა ჩემს განწყობას, და აქ დავწერე… 😉
დღეები
თვეები
წლები…
ვიღიმი, ვიცინი ახლაც
და თუნდაც გამიშვან ხელი!…
მე ისევ დავიწყებ დათვლას
ფერების..
მზეების…
ზღვების…
და მომენატრება ნახვა
ახლა სხვა ნაცნობი თმების…
………………………………………………….
მზეების, სხივების ზღვების?!..
ალბათ, მანამდე, სანამ
შევძლებ დავითვალო წლები….
კომენტარები