only verbs… :)

მიღიმი…   მიცინი…    მჯერა!  მოგწონვარ!…

გიღიმი…   მჯერა,   მომწონხარ!     ვიცინით…

მივრბივარ..   მომდევ..   მეწევი..  მიჭერ…    მკოცნი…  ვიცინით.   გეპრანჭები..    ვჩურჩულებთ…    ვსუნთქავთ…

-მოგწონვარ?

-მომწონხარ!

-გამიღიმებ?

-გაგიცინებ!

-გეხსომები?

-მენატრები… გჯერა?

-მჯერა! მეპრანჭები?  🙂

–   . . . . .

-მოგეფერო?

-მეჩურჩულე..  🙂

-შემიყვარებ?

–   . . . . .

-გაკოცო?

-მაკო . .

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

-შეგიყვარებ?!    მიყვარხარ!!!

-მჯერა!

ვიცინით…    ვიღიმით…    ვჩურჩულებთ…