ჩემი მზე – დე …

მაღვიძარამ პატიოსნად ზუსტად დროზე დარეკა. ამ დროს ჯერ კიდევ სძინავთ ჩემებს –  მიყვარს დილის სიჩუმეში, დასვენებული გონებით მეცადინეობა. “სულ ათიოდე წუთი” – შევთხოვე სინდისს და ისევ საბნის ქვეშ შევძვერი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

…თვალებდახუჭულმა ხელის ცეცებით მოვძებნე მობილური.

11:00 !!!

ჩემი დილით მეცადინეობის გეგმები ჩაიშალა. არც მწყენია. სულ ცოტა შემრცხვა.

ადგომას აღარ ვჩქარობა.  მეცადინეობაზე მეტად დილის ძილი, სიზმრებიდან გამოყოლილი სუნი და თვალებდახუჭულს ფიქრი მიყვარს.

მახსენდება გუშინ როგორ უაზროდ, სიგიჟემდე მომინდა დედას ჩავხუტებოდი.

“დეე, დე,  აქ მოდი რა ერთი წუთით, სწრაფად რა დეეეე!” – მე პლედში გახვეული ჩემს ლოგინზე ვწევარ და წიგნებსა და ქსეროქსებში ვარ ჩაფლული.

დედა სულ რამდენიმე ნაბიჯში დგას ჩემგან და გაკვირვებული სახით მიყურებს. “დეეე..”

და ისე უზომოდ ძალიან მომინდა რომ  სულ 1 წამში გადავიძრე პლედი და წამოვფრინდი. რა თბილი იყო დე..  ყელში შევუძვერი..   ჩამიგულმკერდა..

გაუხარდა.  ხშირად არ ვარ ასეთი თბილი 😐 შემრცხვა…

ისევ უცბად მოვწყდი და საწყის პოზიციას დავუბრუნდი, ჩემს ქსეროქსებთან…

მიყვარს ჩემი მზე!…

 

p.s. ბოლოს როდის ჩაეხუტეთ დედას?…