ჩემი “მადლობა” და “ბოდიში”

…ვზივარ და ვფიქრობ. იმიტომ არა რომ საფიქრალი მაქვს ბევრი ან იმიტომ რომ ფრიად მოაზროვნე ადამიანად მიმაჩნია ჩემი თავი, უბრალოდ ვზივარ იმიტომ რომ წოლისგან დავიღალე და ვფიქრობ იმიტომ რომ არ მინდა ჩამეძინოს…     😀 😀

ნუ ამ ბოლო დროს მოვუხშირე “ვაიმე დედა რა ღადო ვარ” პოსტების წერას და  როგორც ხედავთ არც ამ პოსტის დასაწყისში გადამიხვევია “ერთხელ არჩეული გზისთვის”  😉

ხოდა რა ხდება…

აი, ეხლა მომივიდა თავში და რომ არ დავწერო “არ იქნების, არ მოხერხდების”  😛

ყველა ადამიანს ვისაც ჩემ ბლოგზე ერთხელ მაინც შემოუჭყეტი, კომენტარი დაუტოვებია, ან უბრალოდ მოსწონებია ჩემი დაწერილი ბოდვა და თუნდა 1 წუთი დაფიქრებულა ამაზე… მინდა ხმამაღლა ყველას გასაგონად ვუთხრა

“მადლობა!”

არ ვიცი, შეიძლება სისულელეა ამის დაწერა, მარამ მართლა ძალინ დიდი სტიმულს მაძლევს ის ემოცია რომელსაც მე თქვენი კომენტარების კითხვისას განვიცდი…

მადლობა დედას, მამას, ჩემ დას და ძმას, კიდე ჩემი ბიძაშვილის მეზობელს იმისთვის რომ სწამდა ჩემი..

and THE OSCAR goes to… 😀 😀

ვიცი ზოგიერთი მეტყვის, და მათ შორის უპირველესი ალბათ ჩემი ფრიად პატივცემული  და იქნება, რა მადლობების გადახდა აგიტყდა აქეთ გიხადონ მადლობაო,  🙂 (ჩემი დის ლინკს შეგნებულად არ ვუთითებ 🙂 )   მაგრამ არ იქნება მართალი..

რა თქმა უნდა მე არც ისეთი თავმდაბალი ვარ რომ უცილობლად მეორე ლოყა მივუშვირო ვინმეს, 🙂  მაგრამ რაც მაქვს და ჩემ თავს ვერ დავუკარგავ, არის ჩემი უნარი რომ შემიძლია (და ვცდილობ არასდროს დამავიწყდეს 🙂 )  მადლობის გადახდა ადამიანებისთვის..

ხო კიდე რაც მომწონს და ზოგიერთისგან განხვავებით არც მიტყდება,  და შემიძლია ესეც ისეთივე წარმატებით  ხმამაღლა ვთქვა, როგორც წეღან მადლობას ვამბობდი:

“ბოდიში!…  “


არ ვიცი და ვერც ვხვდები ადამიანების უმრავლესობა რატომ ვერ/არ ახერხებს ბოდიშის მოხდას როცა იცის რომ დამნაშავეა?

არ მინდა ეხლა  “დედა რა კარგი გოგო ვარ” პოსტი გამომივიდეს და დავწერო როგორ ზრდილობიანად ვიხდი ბოდიშს მაშინაც კი როცა  მე მეტაკებიან ქუჩაში ან ტრანსპრტში ან როცა რაღაცას უნებურად ვაფუჭებ…

უბრალოდ მიმაჩნია რომ ბოდიშის მოხდა სულაც არ აკნინებს ადამიანს, პირიქით ჩემს თვალში ზრდის კიდევაც და სხვის თვალში როგორაა ეს ამბავი არ ვიცი 🙂

ასე რომ მე ამაყად და ასევე ხმამაღლა შემიძლია ვთქვა:

“მე შემიძლია მადლობა გადავიხადო და ბოდიში მოვიხადო!!!”

და არა პირიქით  🙂

p.s.  აბიტურიენტობის მერე ვერ ვიტან გადახდილ ბოდიშებს და მოხდილ მადლობებს 😀 😀 😀

Advertisements

ისეთი ამინდია უნდა მოიწყინო.. მეც სხვა რა გზა მაქვს…

უკვე რამდენი დღეა ვფიქრობ ამაზე…

ყველა ერთიდაიმავეს მეუბნება ამდენი ხანი, მაგრამ რად გინდა…

რა მე არ ვიცი რომ ყველაფერი გაივლის, რომ უკეთესს შევხვდები, რომ გავა დრო და ყველაფერი დამავიწყდება, რომ ჩემი ღირსი არაა, უკეთესს ვიმსახურებ, რომ ბევრი არ უნდა ვიფიქრო… და ვინ იცის კიდე რამდენი ასეთი…

მაგრამ  ყველაზე ცუდი ისაა რომ სხვა არაფრის თქმა არ შეუძლია არავის!

არც მე შემიძლია რამე!…

და საერთოდაც სასწაულოები არ ხდება რა!!

– რა შუაშია  სასწაულები?..   სასწაულს ველოდები ალბათ  : ))  (?)

ვიცი არაფერი ხდება ტყუილად.

ვიცი, რომ ვერაფერს შევცვლი ჩემით!  არც მინდა შეცვლა.. ალბათ..

მაგრამ დამღალა სიზმრებმა…  ფიქრებმა… მოგონებებმა….

კარგად ვარ ! ! !

კარგად! ! !

ვარ ! ! !


მაპატიეთ.. ახლა ჩემსას ვწერ და ვალაგებ : )

იმდენი ხანია არაფერი დამიწერია რომ მგონი წერა საერთოდ დამავიწყდა…  არა ოღონდ ეს არა..   :  )

მთლად ასეც არაა….

ვწერ ლექციებზე…   ვწერ  ჩემ ბლოკნოტში…   ვწერ დერეფნებში…   ვწერ ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი…   ვწერ მგზავრობისას..

და ყველაზე ხშირად ვწერ ჩემს ფიქრებში!    და ვწერ იმდენს და ისე რომ ფურცელზე გადმოტანაც მეზარება…


მე საერთოდ ჩემს ცხოვრებასაც ვწერ!…   :  )

ხოდა მაპატიეთ რომ დიდი ხანია ბლოგზე არაფერი დამიწერია…

ახლა   ჯერ ჩემი ცხოვრების წერით და ლაგებით ვარ დაკავებული…


წლები ქცეულან ფიქრებად…

უკვე ზამთარია.. თეთრი და მყუდრო ზამთარი… გაიარეს. გაფრინდნენ წლები. ვეღარც დააბრუნებ… შემომრჩა        მხოლოდ მოგონებები, ტკბილზე ტკბილი და მწარეზე მწარე… თურმე მიცხოვრია!

თავის დროზე მოსულა ზამთარი…

არაფერზე მწყდება გული, არაფერს ვნანობ, თუმცა… არა, არაფერი! არაფერს ვნანობ! მახსოვს კი და მაგონდება, მარგამ არ ვნანობ…

გავიდნენ წლები..

გაფრინდა დრო…

წაიყოლა სიჭაბუკე…

მაგრამ… დატოვე ფიქრი.. მოგონება.. ღიმილი…

…ძალიან ლამაზი იყო! უსინდისოდ ლამაზი… იგი იყო ქალი და გრდზნობდა ამას. იყო ქალღმერთი, კაცების თვალებით გარშემორტყმული. იყო ქალი-კაცის თვალი!..

ქუჩა იზნიქებოდა, წელში ტყდებოდა და სუნთქვაშეკრული უგდებდა ყურს მის ნაბიჯებს. ის კი მოდიოდა.. ქალი ლამაზი, სათნო და კეთილი.. ქალღმერთი.. კაცის თვალი!..

მერე იყო შემოხედვა..  ღიმილი და სიყვარული დიდი, დიდი, დაუვიწყებელი..

როგორ მიუწვდომელი მეჩვენებოდა?! მიუწვდომელი არ აღმოჩნდა მაგრამ დარჩა სამუდამოდ მოსაგონებლად..

ეხლა კი ზამთარია.. უკვე ზამთარი…

თეთრი და მყუდრო..

უკვე გვიანია, ყველაფერი გვიანი!

გამასწრეს…

გამიფრინდნენ წლები.. წავიდნენ და დამიტოვეს ფიქრი… მოგონება… ღიმილი..


წლები გავიდა და იქცა ფიქრებად…

ზამთრის ბოლომდე ფიქრებად…


2007 წ