ნინო

“ბავშვები საერთოდ, ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე. თანაც, დიდებისგან განსხვავებით, არამარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდეც. უფრო სწორედ, საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა კი არ სიამოვნებთ, არამედ მათი სიკვდილით შეძრწუნებული და გულმოკლული ახლობლებისა. ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ბავშვებს ენით უთქმელ უდიდეს სიამოვნებას. ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას, ყველგან და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ და იმდენად ძლიერია მათი სურვილი და მოთხვონილება, ძალაუნებურად იწყებენ სიკვდილზე ფიქრს, რადგან სიკვდილი ყველაფერზე უკეთესად გამოკვეთს და გამოაჩენს ხოლმე გრძნობებს, რომელსაც ისინი დაეძებენ და რომელიც სიკვდილის გამოჩენამდე სხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებშია გათქვეფილი.” 

ოთარ ჭილაძე.

ყველაფერი არის მარტივი.

ყველაფერი არის ჩუმი.

ხოდა, ხშირად უთხარით თქვენს შვილებს, დებს, ძმებს, დედებს, მამებს, მეგობრებს, ახლობლებს და საერთოდ ვისაც გინდათ, რომ ძალიან გიყვართ და თქვენთვის ძვირფასები არიან.

მარტო კი არ უთხრათ, აგრძნობინეთ.

თორე, ერთხელაც, მარტო წარმოდგენა აღარ დააკმაყოფილებთ.

ადგებიან, ჩაუყვებიან “თელავის ქუჩებს” და ჩუმად წავლენ “მუხათწყაროს ტყეში”…

Advertisements

როცა მზე ჩამოაღწევს ტოტებს შორის

…მოვედი დაცლილი, დალეული, გამოფიტული, ჩამოფხრეწილკედლებიანი.

და მე ვარ მთლიანად იმედგაცრუება! ერთი დიდი იმედგაცრუება!

მტკივა.

.. არც სიყვარულია მიზეზი, არც მეგობრობა, არც არჩევნები, არც აქციები, არც ცოცხი…

არც ერთი ცალკე და ყველაფერი კი ერთად!

დ ა ვ ი ღ ა ლ ე !!!

და ვგრძნობ თითქოს ისე მარტო ვარ ახლა, როგორი მარტოსულიც არასდროს ვყოფილვარ მთელი ცხოვრების მანძილზე…

ჩემს თმაში ვპოულობ 3 ცალ ღერ ჭაღარას.

თვალებში ვერ ვპოულობ ნაპერწკლებს.

ვიღიმი მხოლოდ ტუჩებით.

ვეხმიანები ყოველდღე მეგობრებს და ვნახულობ, რომ ვიგრძნო.

ვეძებ  და ვეძებ.  ვპოულობ და ვფიქრობ რომ ჯობდა არ მომეძებნა.

დ ა ვ ი ღ ა ლ ე !!!

მინდა თვალებდახუჭული ვგრძნობდე მზეს სახეზე და ბეჭებზე მიწას.

მინდა მციოდეს, მშიოდეს, წვიმდეს, ვსველდებოდე, მზე გამოდიოდეს, ვშრებოდე, მიღამდებოდეს, მტკიოდეს, სისხლი მდიოდეს, მწყუროდეს, წყალს ვპოულობდე, მტკიოდეს, მტკიოდეს, მტკიოდეს…

და მაინც ვიღიმოდე, არამხოლოდ ტუჩებით ვიღიმოდე!..

 

….და  ვიყვირებდი ხმამაღლა.

და ვიტკენდი იოგებს.

და დავიცლებოდი.

და ავივსებოდი.

გ ა ვ ი ღ ი მ ე ბ დ ი –

…როცა მზე ჩამოაღწევდა ტოტებს შორის…


მზიანი პოსტი, მერე რა რომ თოვს…

”მომენატრა ერთი შენებური, მზიანი პოსტი..”   

თითები გაყინული მაქვს.. გარეთ თოვს..  და მე არაგამართულქართულად დამთბა ❤

დაბრუნებისთვის კი  ეს ერთი წინადადება საკმარისი იყო…

დ ა ვ ბ რ უ ნ დ ი . . .

იმდენაც ჩემი ხარ და იმდენად მიყვარხარ…..

ისეთი ახლო ხარ და თან შორი…

ისე მინდა ბედნიერი იყო და ისე ვიღუშები, როცა მეუბნები რომ დაიღალე, მოგბეზრდა და უბრალოდ გინდოდა  პატარა ლამაზი სიყვარული, თუნდაც საერთოდ არ ეთქვა, რომ უყვარხარ…

აგრიე და ავირიე მეც.

და ისე მინდა, იმდენად, ისე უაზროდ რომ მზე იყოს!

გარეთ..

ჩემთან..

და შენთან…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა მინდოდა, ამით მეთქვა?..

უბრალოდ, დავბრუნდი.

და ეს    ”გეძღვენა მხოლოდ შენ!”  : )


22 წლის შემდეგ…

 ❤

    გვერდით ოთახში დედიკო მამას ტელეფონზე ელაპარაკება…….

……………………

…მეც მინდა ერთად ცხოვრების 22 წლის შემდეგაც ასე მიყვარდეს და ასე ვუყვარდე!..


რა მესიყვარულება

შემოგაზაფხულდა…

შემომზეურდა და ამაფორიაქებს მალე ვიცი.

მემილიონჯერ მომანდომებს გავვარდე გარეთ და ვიბოდიალო მზიან ქუჩებში. მომანდობეს “არა-მარტო” ბოდიალს..

მაგრამ, როცა დავფიქრდები, ვხვდები, ასეც მშვენივრად ვარ!

მეტად თავისუფალი, უფრო მეტად დამოუკიდებელი!

ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და მომწონს.

არ ვარ 24 საათი მობილურს ჩაფრენილი იმის მოლოდინში, თუ როდის მომწერს მესიჯს!

არც ლექციებს შორის შუალედებს ვანაწილებს შეხვედრებისთვის.

არ ვფიქრობ იმაზე,  რა ვუყიდო დაბადების დღეზე. (და სხვათა შორის, არა მარტო მას…)

და არც აუცილებლობა მოითხოვს, ვიყო “მის” მეგობრებთან, რომლებთან ერთადაც ყოფნა არ მსიამოვნებს!

შემიძლია გავეპრანჭო ყველა ბიჭს და არ ვიფიქრო იმაზე რომ რაღაცას ვაშავებ!

შემიძლია უფრო ორგანიზებულად მოვეკიდო სწავალს და უფრო ხშირად ვნახო მეგობრები (თუნდაც იმ ავადსახსენებელი ლექციებს შორის შუალედების დროს.)

არ ვინახავ მობილურში “მიყვარხარ.. ❤  ჩემიიიი…  :*  ვგიჟდები.. ❤  სიცოცხლე ხარ.. ***  ერთადერთი.. :* ” და ა.შ.  მსგავსი სიტყვებით გამოტენილ მესიჯებს და ჩემი განუყრელი მობილურიც აღარ მეუბნება memory full-ო.

ხო, ამაზე გამახსენდა, ჩემი კომპიუტერიც არანაკლებ მადლობელია, სურათების წაშლასთან ერთად რამდენიმე KB-ის გამოსუფთავების გამო 🙂

სახლში მოსვლას საღამოობით ისევ ვიგვიანებ, მაგრამ ახლა ვიცი, რომ მიზეზის კითხვისას არ მოვიტყუები და თამამად ვიტყვი  “რეპეტიციაზე ვიყავი”-მეთქი და ამიტომ ძველებურად არც სინდისი მქენჯნის ჩემი ტყუილების გამო.

კიდე რამდენი მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ვიცი გამოხტებიან მავანნი და მავანნი და ერთი გემრიელად მიმლანძღავენ არარომანტიკულობისა და უგრძნობელობის ბრალდებით  ( ნეტა მიცნობდნენ.. : ) )

ხოდა, აბა ახლა თქვენ მითხარით, რა მესიყვარულება : )

და საერთოდაც,  რა საჭიროა სხვა..  როგორც ერთ ლექსში ვამბობ,

“მე მზესთან ერთად ღიმილით ვივლი!..”


“ჩემი საწყალი სიყვარული”

მარი დაფრინავს.

თვალები უციმციმებს და ხშირ-ხშირად მეუბნება:  “საალ მიყვააააარს!”

მესიჯებს მაკითხებს:    “მიყვარხარ.. ჩემი ცხოვრება ხარ.. ერთადერთი.. ჩემი..”

არაფერს ვამბობ, უაზროდ ვიღიმი და ვცდილობ ირონია არ გამეპაროს ტუჩის კუთხეებიდან..

ვფიქრობ რომ სისულელეა.. ბავშვობა.

გამაჟრჟოლა – უკვე ეჭვი შემეპერა მის არსებობაში! : |

თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო მეუბნება: “სალ მეშინია..”

ვეუბნები, რომ ნუ ფიქრობს სისულელეებს, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზად იქნება და ძალიან დიდხანს იქნებიან ერთად,  რომ ჩემი მაგალითი  არ გამოადგება…

ჩუმად მეკითხება  –  “თქვენც ხომ გიყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ..”

უბრალოდ ვუღიმი. რა უნდა ვთქვა..

………………………………………………

2 დღის შემდეგ:    “სააალ როგორ ხარ? აუ ძალიან ცუდად ვარ! მე და ბექა დავშორდით. არაფერი  მკითხო ოღონდ. ხო ვამბობდი… ცუდად ვარ..”

 

…..მაშინ იყო მეორედ რომ გამაჟრჟოლა.

 

მეშინია..


მზე მინდა!..


ვეღარ გავუძლებ ალბათ ამ ტკივილს

დაუსრულებეს, ოდნავ ნაღვლიანს.

შემოღამებას ალბათ შევხვდები

და განთიადზე ცრემლებს ავკრიფავ…

 

ვეღარ გავუძლებ ალბათ სიცივეს,

უმზეო დღეს და ყინულზმანებას…

სითბოს, სიყვარულს და მზეს მოვითხოვ

და ჩემი თხოვნით იაც ამოვა…

 

ამოვა ია და ისე თითქოს,

აღარაფერი არ იყოს ცივი…

ვივლი ქუჩებში უმისამართოდ,

მე მზესთან ერთად ღიმილით ვივლი!..

 

 

2007 w.