შესვენებაზე დაწერილი პოსტი ანუ, რით გჯობია ჩემი ბლოგი შენ!

რა უნდა აკეთო სამსახურში ერთსაათიანი შესვენების დროს, როცა არც ისე ძალიან გშია, გარეთ არც მზიანი ამინდია და თან გეძინება?

უბრალოდ, პოსტის წერა უნდა დაიწყო, მრავალაჭირვარამგადანახად ბლოგზე.

ბლოგზე, რომელიც, იმიტომ გიყვარს რომ აგერ უკვე მეოთხე წელია შენთან ერთად იზიარებს მზიან დღეებს, ისმენს და იმახსოვრებს შენს წუწუნსა და ტირალს, არ აპროტესტებს როცა თვეობით იკარგები და გამოჩენილს არ გეკითხება: “რატომ დამივიწყე? სად დაიკარგეე? ერთი არ უნდა მომწერო ხო 😦 მე თუ არ გამახსენდი ისე ხო საერთოდ არ მომიკითხავ!” და სხვ.

ეს ჩემი ბლოგის ყველაზე დიდი პლიუსია, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობას ეს დიდი პლიუსი არ აქვს!!!

საშინლად ნერვებს მიშლის ნათესავებისგან, უბრალოდ ნაცნობებისგან და არც ისე მეგობრებისგან მსგავსი ტიპის ფრაზების მოსმენა. და მერე რომ უნდა უხსნა რაღაცეები, თითქოს ვალდებული ხარ რომ ყოველდღე მოიკითხო.

ვერავინ იტყვის, რომ უგულო ადამიანი ვარ. არც უყურადღებო. უბრალოდ ლოგიკურია, რომ იმას მოვიკითხავ ხშირ-ხშირად ვინც მინდა და ვინც ჩემს გულს გაუხარდება, ფორმალობებს კი საერთოდ ვერაფერში ვერ ვიტან!

“-რას შვები როგორ ხარ?

-რავი ვარ რა, შენ როგორ ხარ?

-მეც კარგად. შენები როგორ არიან? მომიკითხეეე..

-კარგად, გადავცემ აუცილებლად. შენც მომიკითხე შენები.

-კარგიი.. “

ი ვსიო. მეტი არაფერი. ნუ რაღაცეების მოფიქრება და დიალოგის გავრცობა კიდე შეიძლება ხოლმე, მაგრამ ამ 3 წინადადების თქმის სურვილიც რომ არ გაქვს იმასთან რატომ უნდა მოიფიქრო და განავრცო?

და რა, ამ სამი წინადადების ჩემ მიერ  პერმანენტულად ხშირ-ხშირი მიწერით ნეტა ბედნიერდება ვინმე?!   რაღაც არამგონია 🙂

ვიცი, საშინელი არსება ვარ ეხლა!

მაგრამ ეგრეა და ჰა..

მე მხოლოდ საუკეთესო მეგობრებთან და ძააალიან ახლობლებთან ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, ვუსაყვედურო რომ სადღაც დაიკარგნენ და აღარ მომიკითხეს სანამ მე არ მივწერე.

სხვებთან ამის თქმის უფლება თითქოს არ მაქვს, რაღაც არ მომწონს, არ შემიძლია, რატო ვკითხო? იქნებ სულაც არ უნდა ჩემი მოკითხვა და ხო არ დავაძალებ ადამიანს? უხერხულ სიტუაციაში ვაყენებ  მერე იმასაც და მეც ჩემს თავს 😀

მოკლედ, ასე, ამოვანთხიე დაგროვილი დარდი და ვარამი 😀  და იმდენი უაზრობა დავწერე, მემგონი ჯობდა ეს დროც არ დამეკარგა და შესვენება მთლიანად ჭამაზე ფიქრისთვის დამეთმო ^_^ 😀

მზიანი ამინდი მაინც იყოს..

არადა, როგორი მზიანი და “გაზაფხულური” კაბა ჩავიცვი ❤

მაგრამ მოიღრუბლა.

დაე იწვიმოს, მზიან და “გაზაფხულურ” კაბასთან ერთად ჩემი ლამაზი ბოტებიც ჩავიცვი და შემიძლია დაუღალავად ვიჭყაპუნო გუბეებში ❤

ვიჭყაპუნებ და სახლში მისული, ყველას სათითაოდ მოგწერთ: “რას შვები როგორ ხაარ? სად დამეკარგე?!” 🙂


News-ები გაუცხოებული ბლოგიდან

 

დიდი ხანია არაფერი დამიწერია ჩემ შესახებ.

ჩემზე კი არა საერთოდ დიდი ხანია არაფერი დამიწერია 🙂

უკანასკნელი პოსტი, “ორი ბილეთი მომავლამდეა”, რომელსაც პოსტსაც კი ვერ დაარქმევ 🙂    ეს ის მოთხრობაა, რომელიც თსუ-ს კონკურს “შემოდგომის ლეგენდაზე” მქონდა გაგზავნილი და, სამწუხაროდ, საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა 🙂

ხოდა, იმას ვამბობდი, დიდი ხანია ჩემზე არაფერი დამიწერია-მეთქი. არადა, რამდენი სიახლეა!!!

შუალედური გამოცდები მშვენიერი ქულებით დავამთავრე, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ამ სემესტრში სწავლით თავს ვიკლავდი 🙂
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი რომ ვარ, ესეც მგონი უნდა გახსოვდეთ. 5 ნომბერს კონცერტი გვქონდა და ძალიან ძალიან კარგი იყო!!!
ახლა კვლავ ვაგრძელებთ რეპეტიციებს და დეკემბრის შუა რიცხვებისთვის კიდევ ერთი კონცერტით გამოვაცოცხლებთ თსუ-ს მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზს (სავარაუდოდ 😀 ) !

ნაწილობრივ ამის ბრალიცაა ჩემი და ჩემი მზიანი ალუბლებიანი ბლოგის ასეთი “გაუცხოება” 😐

არის ძალიან სასიამოვნო სიახლე, თუმცა ჯერ-ჯერობით ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მინდა!!! ❤  (sun)

ხო, კიდევ ერთი, ამ მცირეხნიანი “გაუცხოების” მანძილზე, მე უკვე სამსახურის დაწყება და თავის დანებებაც მოვასწარი 😀 სწრაფი ვარ რა 😀

და ჩემი ქორწილიიიიი?!!!  ნუ მთლად ჩემი არა მაგრამ სანახევროდ 😀 არა, არა, არც ვთხოვდები და არც ცოლი მომყავს 😀 ჩემი საუკეთესო დაქალის მეჯვარე ვარ!!! ჩემი თამუნა თხოვდებაააა…..

კაბა უკვე შერჩეული მაქვს, ამ შაბათ-კვირას ფეხსაცმელსაც ვიყიდი. მგონი თამუნაზე მეტად მე ვნერვიულობ ასეთ დეტალებზე 😀

დარწმუნებული ვარ 27 ნოემბერი იქნება ძალიან ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი დღეეე!!!

არ მჯერა, 10 დღეში უკვე ჩემი საუკეთესო დაქალი “ვიღაცის” ცოლი იქნება 😀  მე კი არა დედამისიც ვერ შეეჩვია ამ აზრს და ყველა გახსენებაზე თვალები უცრემლიანდება 🙂 მაია დეიდა, რა საყვარელი ხართ :*

ხო კიდევ რა?  მგონი საკმარისი პოზიტიური news-ები იყო ხო? : )))

ვიცი, რომ ეს ყველაზე უაზრო და “უპერსპექტივო” პოსტი გამომივიდა და ამ შემთხვევაში, ვხვდები, არ გაამართლებს  ცუდად წოლის მაგივრად ცუდად ჯდომის იდეა 😀

მაგრამ მაინც, ინფორმაციული, პირადი და ბლოგ-კალენდარზე კიდევ ერთი დღის მომნიშვნელი პოსტი დაიდო მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში ❤

Good  Lucks!!!