გამოფეისბუქებულნი
Posted: აპრილი 19, 2011 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე | Tags: მიწისთხილი, სალომე, ფილმი, Facebook 7 Comments
თუ გინდათ ჭეშმარიტი გამოფეისბუქებულები იხილოთ, ახლა ჩვენ უნდა გვიყურებდეთ.
სალო თავის ვარდისფერ ლეპტოპს ჩაციებული, მე ცოტა მოუხერხებელ სკამზე კომპიუტერის წინ.
facebook ორივესთან ციმციმებს.
ერთმენეთის სტატუსებს კომენტარს ვუკეთებთ და ვლაპარაკობთ, როცა სულ 2 მეტრის დაშორებით ვსხედვართ.
სახლში მარტოები ვართ. სალომესიანები სოფელში წავიდნენ. მოკლედ ბურთიც ჩვენია და მოედიანიც, მაგრამ ჩვენ რატომღაც მხოლოდ ფეისბუქი გვიზიდავს 🙂
………………………………………………….
სამზარეულოში მიწისთხილი იხალება – ცოტა ხანში ფილმის ყურებას და კნატუნობანას ვაპირებთ ❤
მგონი დავწვით, რაღაც სუნია…
…არა, გადავრჩით 🙂
……………………….
ფილმი უკვე გადმოიწერა.
მიწისთხილიც მოიხალა.
მოკლედ წავედი 🙂
გპირდებით, facebook-ს გამოვრთავთ და ისე ვიკნატუნებთ 🙂
მე ვხედავ მზეს კი არა 35-ს!
Posted: თებერვალი 4, 2011 Filed under: სტუდენტური ცხოვრება | Tags: გამოცდა, ილია ჭავჭავაძე, მაღლივი, ნიკო ნიკოლაძე, სალომე 5 Commentsკი არ ვხედავ პირდაპირ თვალებში შემომანათა მზემ 5 წუთის წინ!!!
ჟურნალისტიკის ისტორიის გამოცდა 18-ში მქონდა და დღეს როგორც იქნა ეღირსა ქულებს დადება! ხელები მიკანკალებდა sms.tsu.ge-ზე შესვლისას. უკვე დარწმუნებულიც კი ვიყავი რომ განმეორებითზე მომიწევდა გასვლა და
პარააამ!!
35 ქულა!!!
არადა რომ მახსენდება რეები ვწერე 😀 90 საკითხიდან სულ 3 საკითხი არ მქონდა წაკითხული (!!!) და იქიდან 2 მომივიდა :S
დავხედე თუ არა საგამოცდო ბილეთებს, მაშინვე ეგ ვთქვი ნეტა ეს მე-13 ბილეთი არ მომივიდოდეს გამოცდაზე-მეთქი, მაგრამ რად გინდა. არადა მეგონა ბედი მქონდა 🙂
ბილეთი #13
1. ილია ჭავჭავაძე, როგორც ივერიის პუბლიცისტი და რედაქტორი.
2. ნიკო ნიკოლაძის “ფრანგული პრესის დეკადანსი”
3. ნიკო ნიკოლაძის “ახალი ახალგაზრდობა”
პირველ საკითხში ილიას მოღვაწეობა მხოლოდ “ივერიის” რედაქტორობის დროს უნდა განმეხილა, მე კიდე დაბადებინდა მოყოლებული რაც ვიცოდი ყველაფერი დავწერე, გიმაზიის დამთავრება, მერე რუსეთში სწავლის პერიოდი, “ცისკარი” “საქართველოს მოამბე” “დროებასა” და “კრებულში” მისი მოღვაწეობაც არ დავივიწყე 😀 წიწამურთან რომ მოკლეს ერთი ეგ არ დამიწერია (ზედმეტად ბანალურობად მივიჩნიე 😀 ეგ ხომ ყველამ იცის-მეთქი ვიფიქრე) თორე სხვა სადაც კი გაკვრით მაინც იყო ნახსენები ილია, ყველაფერი დავწერე.
აი მე-2 და მე-3 საკითხზე კი ნამდვილად გავიჭედე. გამოცდაზე შესვლამდე 15 წუთით ადრე მიყვებოდა ამ საკითხებს სალომე, მაგრამ რად გინდა 😐
ერთი კი გავიფიქრე ავდგები და გავალ, ამას ხომ არ “შევეჭმევინებიმეთქი” 🙂 მაგრამ რომ წარმოვიდგინე 9 თებერვალს განმეორებით გმაოცდაზე ყინვასა და უბედურებაში როგორ “ჩამიკრავდა გულში” მაღლივის ბიბლიოთეკა, მოხდა საოცრება და გამინათდა გონება! მართალია სულ 1 ფურცელიც ვერ შევავსე ორივე საკითხით, მაგრამ მთავარია რომ მნიშვნელოვანი რაც იყო ის ჰქონდა მოყოლილი სალოს და მეც განვავრცე (გამიჭირდებოდა თუ? 🙂 )
ასე იყო თუ ისე, ფაქტია!
კიდევ ერთი მზე ჩემთან…
Posted: იანვარი 14, 2011 Filed under: დიადი ბლოგოსფერო, მე ვხედავ მზეს!, მზიანები | Tags: ეკლესია, ზიარება, კომპიუტერი, მე ვხედავ მზეს, ნამცხვარი, სალომე, ძმა 12 Comments. 14/01/2011.
დილით ეკლესიაში ვიყავი. უფლის წინადაცვეთა და ბასილი დიდის ხსენების დღე იყო, გილოცავთ! იმხელა ტაძარში 30-ოდე ადამიანი თუ იქნებოდა, სიცივისგან ვკანკალებდი თან ვცდილობდი ჩემი ხელთათმანებით ჩემი პატარა ძმის გაყინული ხელები გამეთბო…
და მერე… ორივე ვეზიარეთ… რა ცხელი იყო და რა ტკბილი მდუღარება…
აღარ გვციოდა არცერთს..
ჩემი ყველაფერი!..
. ხვალ სალო ჩამოდის ჩემთან, გამოცდების წინ ყოველთვის ერთად ვმეცადინეობთ, ( 😀 ) და ახლაც ასე ვგეგმავთ. . სპეციალურად სალოსთვის გამოვაცხვე ნამცხვარი .
დღეს მივხვდი, მიყვარს როცა გარშემომყოფებს ვასიამოვნებ.
. კიდევ რაც ძალიან გამიხარდა, – სალომეს მშობლებმა კომპიუტერი აღირსეს 🙂 (თბილისში უნივერსიტეტის ჩაბარების შემდეგ ჩამოვიდა და მარტო ცხოვრობს) გამიხარდა, იმიტომ რომ სალომესაც ძალიან გაუხარდა, რამდენი ხანია ელოდებოდა..
სხვა რავი, მეტს მგონი ვერაფერს ვიხსენებ…
არც ეს მომწონს, ასეთი მშრალი და უემოციო, თითქოს მოვალეობის მოსახდელად დაწერილი პოსტები.
სხვა დროს ალბათ აღარასოდეს შევუკვეთავ საკუთარ თავს რაიმეს დაწერას!
და მაინც..
თურმე.
კიდევ ერთი მზიანი…
კომენტარები