I <3 TSU

უყურებ უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებს და ხვდები! არც ბევრი ფიქრი უნდა და არც დედუქციური მეთოდების გამოყენება. უბრალოდ შეხედავ და იტყვი: “ეს პირველკურსელია!” მერე გეღიმება ისეთი ღიმილით რომელსაც ვერაფრით ჩაწვდება “ის” სანამ მომავალ წელს თვითონაც არ დაინახავს მის გარშემო დაბნეული სახეებით, უკიდურესი მარაზმის დროს მშობლების თანხლებით და ზოგიერთ შემთხვევაში მოჩვენებითი თავდაჯერებულობით შენიღბულ ბავშვებს.. და ისე რომ თვითონაც ვერ გაიაზრებს, წამოცდება “ჰმ, პირველი კურსი!”

ჩვენგან განსხვავებით ამათ უფრო გაუმართლათ. ზუსტად მახსოვს შარშან 28 სექტემბერს დაიწყო სწავლა. საააშინლად წვიმდა და გაწუწული ქათმებივით დავბოდიალობდით 😀


რაც იყო, იყო.. ახლა ვთქვათ დღეს რა იყო (რა კარგი სიტყვაა “იყო” 🙂 )
დღეს ბევრზე ბევრი ნაცნობი სახე და ძალიან გულწრფელი ღიმილი, უთბილესი ჩახუტებები და ბევრი ბევრი კოცნა ❤ კიდევ ერთხელ ვიგრძენი რომ მიხარია!

მიყვარს თსუ და თსუ-ელები 🙂