“მე ვხედავ მზეს” დამთავრდა…
Posted: თებერვალი 14, 2011 Filed under: მე ვხედავ მზეს!, მზიანები | Tags: გამოცდა, დედა, მე ვხედავ მზეს, მეგობრები, ნამცხვარი 3 Comments.
“მე ვხედავ მზეს” დამთავრდა!
1 თვის განმავლობაში ამ თამაშში მონაწილე ბლოგერები ვცდილობდით ყოველდღიურად ჩვენს გარშემო “მზეები” დაგვენახა და აქ გადმოგვეტანა.
მივხვდი რომ ძნელია…
ვიჯექი საღამოობით და ვფიქრობდი, რა მოხდა დღეს? ვერაფერს ვიხსენებდი ისეთს, რომ აქ დასაწერი ყოფილიყო.
მაინც ვწერდი.
უფრო ხშირად არაფერი ღრმა და სულიერი, უბრალოდ ჩემი გამომცხვარი ნამცხვარი და გამოცდაში მიღებული შეფასება იყო ჩემი მზე..
და მე ამ დროს მრცხვენოდა..
მივხვდი რმ ძნელია “მზის” დანახვა ცივ კედლებში, მაგრამ იმაშიც დავრწმუნდი რომ სულ უმზეო დღესაც შეიძლება დიდი და მცხუნვარე მზის აღმოჩენა შენს გვერდით!..
მივხვდი რომ ჩემი ყველაზე დიდი მზე ადამიანია!.
ურთიერთობები მანიჭებენ ყველაზე მეტ სიამოვნებას და როცა “ერთი ვარ” გულში უხმოდ ვტირი…
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჩემი მეგობრები მართლა ჩემი ყველაფერია..
გავიხსენე რა კარგია ბნელ ოთახში თვალებდახუჭული ჩემივე მოგონილი სიმღერის მღერა.
..და ჩემი მზე – დე, დედიკონა…
კიდევ ბევრ რამეს მივხვდი და ბევრ რამეზე დავფიქრდი..
……………………………………..
“მე ვხედავ მზეს” დამთავრდა…
მე ისევ გავაგრძელებ მზეების დათვლას!..
p.s. . რატომღაც თითქოს ნაღვლიანი პოსტი გამომივიდა : )
კიდევ ერთი მზე ჩემთან…
Posted: იანვარი 14, 2011 Filed under: დიადი ბლოგოსფერო, მე ვხედავ მზეს!, მზიანები | Tags: ეკლესია, ზიარება, კომპიუტერი, მე ვხედავ მზეს, ნამცხვარი, სალომე, ძმა 12 Comments. 14/01/2011.
დილით ეკლესიაში ვიყავი. უფლის წინადაცვეთა და ბასილი დიდის ხსენების დღე იყო, გილოცავთ! იმხელა ტაძარში 30-ოდე ადამიანი თუ იქნებოდა, სიცივისგან ვკანკალებდი თან ვცდილობდი ჩემი ხელთათმანებით ჩემი პატარა ძმის გაყინული ხელები გამეთბო…
და მერე… ორივე ვეზიარეთ… რა ცხელი იყო და რა ტკბილი მდუღარება…
აღარ გვციოდა არცერთს..
ჩემი ყველაფერი!..
. ხვალ სალო ჩამოდის ჩემთან, გამოცდების წინ ყოველთვის ერთად ვმეცადინეობთ, ( 😀 ) და ახლაც ასე ვგეგმავთ. . სპეციალურად სალოსთვის გამოვაცხვე ნამცხვარი .
დღეს მივხვდი, მიყვარს როცა გარშემომყოფებს ვასიამოვნებ.
. კიდევ რაც ძალიან გამიხარდა, – სალომეს მშობლებმა კომპიუტერი აღირსეს 🙂 (თბილისში უნივერსიტეტის ჩაბარების შემდეგ ჩამოვიდა და მარტო ცხოვრობს) გამიხარდა, იმიტომ რომ სალომესაც ძალიან გაუხარდა, რამდენი ხანია ელოდებოდა..
სხვა რავი, მეტს მგონი ვერაფერს ვიხსენებ…
არც ეს მომწონს, ასეთი მშრალი და უემოციო, თითქოს მოვალეობის მოსახდელად დაწერილი პოსტები.
სხვა დროს ალბათ აღარასოდეს შევუკვეთავ საკუთარ თავს რაიმეს დაწერას!
და მაინც..
თურმე.
კიდევ ერთი მზიანი…
HaPpy, HapPy New YeaR! :*
Posted: დეკემბერი 31, 2010 Filed under: განწყობა წყობა ბა... :) | Tags: ახალი წელი, კურდღელი, მეკვლე, ნამცხვარი, ნაძვისხე, ჩიჩილაკი 4 Commentsახალწლამდე 3 კვირით ადრე დავიწყე იმაზე წუწუნი, რომ საახალწლო განწყობა არ მქონდა! დარმწმუნებულიც კი ვიყავი, რომ 12 საათს facebook-ზე ან მძინარე შევხვდებოდი 🙂 მაგრამ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო, ზუსტად ამაზეა ნათქვამი (სად გამახსენდა ახლა ეს ანდაზა ამ ახალ წელს 😀 )
ჯერ იყო და სპორტის სასახლესთან გაჩენილმა ნაძვებისა და ჩიჩილაკების ტყემ გამახალისა, მერე საახალწლოდ მორთულმა ჩემმა ქალაქმა და ნათურებმა ❤
და სახლშიც რომ აქტიური ფუსფუსი დაიწო, ვერც კი მივხვდი ისე ჩავები ამ საქმეში და მოხალული მიწისთხილის გარჩევა დავიწყე 😀
მერე ჩემმა ძმამაც, თითქოს არაფერიო, ნაძვის ხის აწყობაში ჩამრთო და მივხვდი რომ მიხაროდა ახალი წელი!!!
ახლა ჩიჩილაკიც მაქვს და ნაძვის ხესთან ყურცქვიტაც მიზის ❤ დღეს ღამე ეკა გამოვა ჩემთან მეკვლედ და შემპირდა ცოცხალ კურდღელს გამოგიყვანოო ❤ ვაიმე ნეტა თეთრი იყოს, თოვლის მაგივრად მივიღებ : )))
ჩემი საფირმო სამარხო ნამცხვარი ❤
რა თქმა უნდა ჩემი გაკეთებულია და ეკა ამის ხათრით დავითანხმე ჩემთან გამოსვლაზე 😀
ხვალ ბებიასთან და პაპასთან ვაპირებ სოფელში წასვლას.. და საჩუქრები და ტკბილეულობა მიმაქვს 🙂
ან სანტა ვარ და ან წითელქუდა 😀 😀
ეს მელოდია ყოველთვის სასიამოვნო განწყობაზე მაყენებს ❤ თბილი და ბედნიერი, სიყვარულიანი ახალი წელია აქ! ❤ ❤ ❤
მოკლედ, ნამდვილი საახალწლო განწყობა მაქვს!
მამიკომ სანდროს დიიიიდი ნამდვილი ფეიერვერკებიც მოუტანა და მოუთმენლად ველოდები 12 საათს!
ახლა მხოლოდ თოვლი აკლია სრულ ბედნიერებას : )
გ ი ლ ო ც ა ვ თ ყ ვ ე ლ ა ს ! ! !
კომენტარები