არ გამოტოვო KBH-ის ნახევარფინალი თსუ–ში! :)
Posted: აპრილი 10, 2011 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე, KBH | Tags: "გედევან ფოფხაძის ექვსეული", თსუ, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, KBN 9 Commentsხვალ, 11 აპრილს, 17 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ოფიციალურობას ვიცავთ 🙂 ) მე–8 კორპუსის სააქტო დარბაზში ჩატარდება მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნახევარფინალი!
მონაწილეობენ:
“გედევან ფოფხაძის ექვსეული”
“ლას სტუდენტას”
“ფანტომასი“
“ჰოპლა”
შეიქმენით მხიარული განწყობა, დაპატიჟეთ მეგობრები, გაამზადეთ პლაკატები და ტრანსფარანტები, მოდით მე–8 კორპუსში და იყვირეთ:
“გედევან ფოფხაძის ექვსეულიიიიიიიიიი! “ : )))))
მისურვეთ წარმატება : )))
p.s. დასწრება თავისუფალია 🙂
მთავარია, იაქტიუროთ და დასაჯდომი ადგილები იპოვოთ, 300 ადგილიან დარბაზში, თუ არადა თქვენც ფანჯრის რაფებზე მოგიწევთ შემოსკუპება 🙂
მე მიყვარს KBH !
Posted: თებერვალი 27, 2011 Filed under: Uncategorized | Tags: თსუ, კულისები, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, საქართველოს ჩემპიონატი, KBN 7 Commentsეს პოსტი გუშინ რომ დამეწერა ალბათ ემოციებით გაბერილი, აჟიტირებულ-გაბრწყინებული და ხმაჩახლეჩილი იქნებოდა.
მაგრამ პოსტს დღეს ვწერ (აი ასეთ დროს ვხვდები ხოლმე, რომ ვერ ვიტან ჩემს სიზამრაცეს და ძილისგუდობას) და თითქმის უკვე ჩამქრალია ჩემი ემოციის ფეიერვერკები.
მაგრამ მე რაღაცნაირად ვალდებულების გრძნობა გამომიმუშავდა ჩემი ერთგული მკითხველების მიმართ, რომ მათ იცოდნენ ჩემს გარშემო არსებული სიახლეები და უფრო კიდევ იმიტომ რომ ჩემს სიხარულს გულში ვერ ვიტევ და მინდა თქვენც გადმოგდოთ, ვიფიქრე რომ ნამდვილად მართალია ეს ანდაზა “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო” და ამიტომ ვწერ.
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყოოო! გუშინ იყო გახსნითი კონცერტი და 3 ივნისს ფინალით დაბოლოვდება!
ალბათ უნდა იცოდეთ, თუ არადა შეგახსენებთ, რომ მე თსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების წევრი ვარ.. და გუშინ ისევ იყო ბევრი ემოცია, უაზროდ ბევრი სიცილი, ხმის ჩახლეჩვამდე სიმღერა, ცეკვა და კონცერტის წინ “გახურება.”
და როცა ნიკა მახვილაძემ გამოაცხადა: “ახლა კი საქართველოს ჩემპიონი გუნდი თსუ-ჯუნიორიიი!” თავიდან ფეხის თითებამდე ჭიანჭველებმა დაიწყეს სირბილი.
პირველი სიცილი დარბაზში და კულისებში ჩვენი ემოციები..
თითქმის სცენაზე არც ერთ გასვლაზე არ მახსოვდა რა უნდა მეთქვა ან გამომეცხადებინა (არადა ვამბობდი არ ვნერვიულობ-მეთქი) და დავდგებოდი თუ არა ხალხის წინ მაშინვე თავისით ვიწყებდი ლაპარაკს.
არ ვფიქრობდი თითქმის არაფერზე. მარტო მესმოდა ხალხის სიცილი და მოპირდაპირე მხარეს კულისებიდან ჩემი ბავშვების გაბრწყინებულ სახეებს ვხედავდი. ეს იყო ყველაფერი.
ადრეც ვწერდი. დგახარ კულისებში და არ იცი 2 წუთის მერე სცენაზე გაეცინება თუ არა ხალხს იმაზე რასაც ამდენი ხანი ქმნიდითთქო..
” 2 წუთში უკვე ისევ შირმის უკან დგახარ დამშვიდებულ-ნასიამოვნებ-აჟიტირებული და ფიქრობ, რომ ძალიან მალე მოხდა ყველაფერი, კიდევ.. კიდევ..”
ასე იყო ამ დღესაც… ფეიერვერკივით სწრაფად დამთავრდა ჩვენი გამოსვლა და მე ფარდის უკან გიჟივით დავრბოდი და ვყვიროდი “კიდე მინდაააა” 🙂
რა მინდოდა KBN-ში ანუ სასწრაფოდ გვირილები!
Posted: იანვარი 24, 2011 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე | Tags: გამოცდა, გვირილები, მტვერი, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, სცენა, შირმა, KBN 21 Comments..ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, თავში რომ ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი (რატომ მაინცდამაინც 997?!.) აზრი გიტრიალებს და რომ გკითხონ რაზე ფიქრობო, უპასუხებ, არაფერზეო.
აი ამ წამს მეგობარმა დამირეკა: “კაპანაძემ დღეს 7-ზე მე-8 კორპუსშიოო!” ხო ვინც არ იცის ვეტყვი, მე თსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი ვარ (?) და კაპანაძე კი ჩვენი გლავნია 😀
ვუთხარი რომ ვერ მივალ. ბლა ბლა ბლა.. არგუმენტი მილიონია და თქმა კი მხოლოდ იმის მოვახერხე რომ ხვალ დილით გამოცდა მაქვს და მე ჯერ არაფერი მისწავლია!..
არადა.. რა ვიცი..
…ახლა სულ ერთადერთი გვირილა მინდა: გავატანდი მის ფურცლებს ქარს..
“მინდა…” “არ მინდა… ” “წავიდე… ” “არ წავიდე…”
მაგრამ, რადგან გაზაფხული და მინდვრის გვირილები ჯერ კიდე შორსაა, მე კი ჰოლანდიურის არაფერი მწამს მგონი ყველაზე ჭკვიანური იქნება ავდგე და ჩამოვწერო არგუმენტები KBN-ის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ.
(წინასწარ ვგრძნობ არაფერი გამომივა.. ვიქნები მაინც ასე სასიამოვნო მოგონებებსა და გაურკვევლობას შორის გამოკიდებული)
……თამაში ძალიან დიდი ექსტრემია. დგახარ შირმის უკან აცეტებული გულით და არ იცი სულ 2 წამში როცა სცენაზე გახვალ, გაეცინება თუ არა ხალხს იმაზე, რასაც ამდენი ხანი ქმნიდით, რის გამოც სახლში ღამის 1 საათზე მიდიოდით და რომლის გამოც ზოგჯერ გუნდელები ერთმანეთს ხოცავდით.
და მერე, როცა სცენაზე დგახარ, აღარ გახსოვს რასაც 2 წამის წინ შირმის უკან მდგომი ფიქრობდი, უბრალოდ თამაშობ მთელი გულით და სადღაც შორიდან გესმის მაყურებლის სიცილი.. (როგორც ემირი იტყოდა “გაგჯა ხალხი სიცილით 😀 ) 2 წუთში უკვე ისევ შირმის უკან დგახარ დამშვიდებულ-ნასიამოვნებ-აჟიტირებული და ფიქრობ, რომ ძალიან მალე მოხდა ყველაფერი, კიდევ.. კიდევ..
მე უკვე შეყრილი მაქვს KBN-ის სცენის მტვერი! 🙂
მაგრამ.. ეს არაა მთელი ჩემი ცხოვრება! არც ჩემს მომავალას ვაწყობ მასზე. ეს ჩემთვის გასართობია, ჰობი, გატაცება, ან რაც გინდათ ის დაარქვით…
და ნეტა ღირს? რას იტყვით?..
….აი, ისევ ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი არგუმენტი აირია თავში.. (?)
მე ისევ არაფერს ვფიქრობ..
p.s. ისევ, სასიამოვნო მოგონებებსა და გაურკვევლობას შორის გაჩხერილი დავრჩი.. )))
p.s.s გუშინ ერთი ჩემი უკვე ძალიან ახლობელი ადამიანი მეუბნებოდა, ერთ ფურცელზე უნდა ჩამოვწერო რა მინდა საერთოდ ამ ცხოვრებაშიო.
1 სურვილი – გამოვრთო ეს მუსიკა, უკვე თავი რომ ამატკივა და ვერ ვხვდები! 😀
2 – მინდა ყოველდღიური ტვინის ბურღვისთვის მადლობა გადაგიხადო, რომ მისმენ : ) – მხიარულ განწყობაზეა…
(რამდენიმე წუთის შემდეგ)
“-ჩამოწერე?
-არა
-რატომ?
-რომ დავფიქრდი მე-3 რა მინდა, არის ის რომ, არ მინდა რომ ჩამოვწერო!.. : )”
…ალბათ არც მე მინდოდა, ჩამომეწერა და გამერკვია მინდა თუ არა KBN-ში.
ამიტომაც ვარ გაჩხერილი მოგონებებსა და გაურკვევლობას შუა…
News-ები გაუცხოებული ბლოგიდან
Posted: ნოემბერი 17, 2010 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე | Tags: "შემოდგომის ლეგენდა", გამოცდები, თამუნა, მეჯვარე, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, სამსახური, ქორწილი, KBN, News 2 Comments
დიდი ხანია არაფერი დამიწერია ჩემ შესახებ.
ჩემზე კი არა საერთოდ დიდი ხანია არაფერი დამიწერია 🙂
უკანასკნელი პოსტი, “ორი ბილეთი მომავლამდეა”, რომელსაც პოსტსაც კი ვერ დაარქმევ 🙂 ეს ის მოთხრობაა, რომელიც თსუ-ს კონკურს “შემოდგომის ლეგენდაზე” მქონდა გაგზავნილი და, სამწუხაროდ, საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა 🙂
ხოდა, იმას ვამბობდი, დიდი ხანია ჩემზე არაფერი დამიწერია-მეთქი. არადა, რამდენი სიახლეა!!!
შუალედური გამოცდები მშვენიერი ქულებით დავამთავრე, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ამ სემესტრში სწავლით თავს ვიკლავდი 🙂
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი რომ ვარ, ესეც მგონი უნდა გახსოვდეთ. 5 ნომბერს კონცერტი გვქონდა და ძალიან ძალიან კარგი იყო!!!
ახლა კვლავ ვაგრძელებთ რეპეტიციებს და დეკემბრის შუა რიცხვებისთვის კიდევ ერთი კონცერტით გამოვაცოცხლებთ თსუ-ს მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზს (სავარაუდოდ 😀 ) !
ნაწილობრივ ამის ბრალიცაა ჩემი და ჩემი მზიანი ალუბლებიანი ბლოგის ასეთი “გაუცხოება” 😐
არის ძალიან სასიამოვნო სიახლე, თუმცა ჯერ-ჯერობით ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მინდა!!! ❤ (sun)
ხო, კიდევ ერთი, ამ მცირეხნიანი “გაუცხოების” მანძილზე, მე უკვე სამსახურის დაწყება და თავის დანებებაც მოვასწარი 😀 სწრაფი ვარ რა 😀
და ჩემი ქორწილიიიიი?!!! ნუ მთლად ჩემი არა მაგრამ სანახევროდ 😀 არა, არა, არც ვთხოვდები და არც ცოლი მომყავს 😀 ჩემი საუკეთესო დაქალის მეჯვარე ვარ!!! ჩემი თამუნა თხოვდებაააა…..
კაბა უკვე შერჩეული მაქვს, ამ შაბათ-კვირას ფეხსაცმელსაც ვიყიდი. მგონი თამუნაზე მეტად მე ვნერვიულობ ასეთ დეტალებზე 😀
დარწმუნებული ვარ 27 ნოემბერი იქნება ძალიან ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი დღეეე!!!
არ მჯერა, 10 დღეში უკვე ჩემი საუკეთესო დაქალი “ვიღაცის” ცოლი იქნება 😀 მე კი არა დედამისიც ვერ შეეჩვია ამ აზრს და ყველა გახსენებაზე თვალები უცრემლიანდება 🙂 მაია დეიდა, რა საყვარელი ხართ :*
ხო კიდევ რა? მგონი საკმარისი პოზიტიური news-ები იყო ხო? : )))
ვიცი, რომ ეს ყველაზე უაზრო და “უპერსპექტივო” პოსტი გამომივიდა და ამ შემთხვევაში, ვხვდები, არ გაამართლებს ცუდად წოლის მაგივრად ცუდად ჯდომის იდეა 😀
მაგრამ მაინც, ინფორმაციული, პირადი და ბლოგ-კალენდარზე კიდევ ერთი დღის მომნიშვნელი პოსტი დაიდო მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში ❤
კომენტარები