რა მინდოდა KBN-ში ანუ სასწრაფოდ გვირილები!

..ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, თავში რომ ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი (რატომ მაინცდამაინც 997?!.) აზრი გიტრიალებს და რომ გკითხონ რაზე ფიქრობო, უპასუხებ, არაფერზეო.

აი ამ წამს მეგობარმა დამირეკა:  “კაპანაძემ დღეს 7-ზე მე-8 კორპუსშიოო!” ხო ვინც არ იცის ვეტყვი, მე თსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი ვარ (?) და კაპანაძე კი ჩვენი გლავნია  😀

ვუთხარი რომ ვერ მივალ. ბლა ბლა ბლა.. არგუმენტი მილიონია და თქმა კი მხოლოდ იმის მოვახერხე რომ ხვალ დილით გამოცდა მაქვს და მე ჯერ არაფერი მისწავლია!..

არადა..   რა ვიცი..

…ახლა სულ ერთადერთი გვირილა მინდა:  გავატანდი მის ფურცლებს ქარს..

“მინდა…”    “არ მინდა… ”   “წავიდე… ”  “არ წავიდე…”

მაგრამ, რადგან გაზაფხული და მინდვრის გვირილები ჯერ კიდე  შორსაა, მე კი ჰოლანდიურის არაფერი მწამს მგონი ყველაზე ჭკვიანური იქნება ავდგე და ჩამოვწერო არგუმენტები  KBN-ის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ.

(წინასწარ ვგრძნობ არაფერი გამომივა.. ვიქნები მაინც ასე სასიამოვნო მოგონებებსა და გაურკვევლობას შორის გამოკიდებული)

……თამაში ძალიან დიდი ექსტრემია. დგახარ შირმის უკან აცეტებული გულით  და არ იცი სულ 2 წამში როცა სცენაზე გახვალ, გაეცინება თუ არა ხალხს იმაზე, რასაც ამდენი ხანი ქმნიდით, რის გამოც სახლში ღამის 1 საათზე მიდიოდით და რომლის გამოც ზოგჯერ გუნდელები ერთმანეთს ხოცავდით.

და მერე, როცა სცენაზე დგახარ, აღარ გახსოვს რასაც 2 წამის წინ შირმის უკან მდგომი ფიქრობდი, უბრალოდ თამაშობ მთელი გულით და სადღაც შორიდან გესმის  მაყურებლის სიცილი..  (როგორც ემირი იტყოდა “გაგჯა ხალხი სიცილით 😀 ) 2 წუთში უკვე ისევ შირმის უკან დგახარ დამშვიდებულ-ნასიამოვნებ-აჟიტირებული და ფიქრობ, რომ ძალიან მალე მოხდა ყველაფერი,  კიდევ.. კიდევ..

მე უკვე შეყრილი მაქვს  KBN-ის სცენის მტვერი! 🙂

მაგრამ.. ეს არაა მთელი ჩემი ცხოვრება! არც  ჩემს მომავალას ვაწყობ მასზე. ეს ჩემთვის გასართობია, ჰობი, გატაცება, ან რაც გინდათ ის დაარქვით…

და ნეტა ღირს? რას იტყვით?..

….აი, ისევ ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი არგუმენტი აირია თავში..  (?)

მე ისევ არაფერს ვფიქრობ..

p.s.  ისევ,  სასიამოვნო მოგონებებსა და გაურკვევლობას შორის გაჩხერილი დავრჩი..  )))

p.s.s გუშინ ერთი ჩემი უკვე ძალიან ახლობელი ადამიანი მეუბნებოდა, ერთ ფურცელზე უნდა ჩამოვწერო რა მინდა საერთოდ ამ ცხოვრებაშიო.

1 სურვილი – გამოვრთო ეს მუსიკა, უკვე თავი რომ ამატკივა და ვერ ვხვდები! 😀

2 –  მინდა ყოველდღიური ტვინის ბურღვისთვის მადლობა გადაგიხადო, რომ მისმენ  : )  – მხიარულ განწყობაზეა…

(რამდენიმე წუთის შემდეგ)

“-ჩამოწერე?

-არა

-რატომ?

-რომ დავფიქრდი მე-3 რა მინდა, არის ის რომ, არ მინდა რომ ჩამოვწერო!.. : )”

…ალბათ არც მე მინდოდა, ჩამომეწერა და გამერკვია  მინდა თუ არა KBN-ში.

ამიტომაც ვარ გაჩხერილი მოგონებებსა და გაურკვევლობას შუა…

Advertisements