ემოციებით პირამდე სავსე…

….

როცა ვფიქრობ, რომ ერთხელაც აღარ ვიქნებით არც მე, არც შენ, არც ის, არ სხვა.. სევდა მიპყრობს.. ვფიქრობ უჩვენო დღეებზე და მტკივა..

ისევ იბრუნებს დედამიწა, ისევ ამოვა მზე.. ისევ გააღებენ  დარაბებს.. ისევ იმღერებენ სერენადებს და ისევ აჩუქებენ ერთმანეთს ვარსკვლავებს!…

ჩვენ არ ვიქნებით…

ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება და..

უჩვენოდ დაკრეფენ ყვავილებს, გაიღიმებენ, დაწნავენ გვირგვინებს და გაშლილ თმებზე დაადგამენ ერთმანეთს..

მოგვენატრება ეს ყველაფერი… მოგვენატრება ეს ყველაფერი როს არ ვიქნებით…

………

და როცა ვფიქრობ, რომ აღარ ვიქნებით არც მე, არც შენ, არც ის, არც სხვა…

…თუმცა, რას ვამბობ?!. სად არ ვიქნებით?

– უბრალოდ აქ, დედამიწაზე!…

სიკვდილი არ არის დასასრული…

სიკვდილით იწყება!


მზე მინდა!..


ვეღარ გავუძლებ ალბათ ამ ტკივილს

დაუსრულებეს, ოდნავ ნაღვლიანს.

შემოღამებას ალბათ შევხვდები

და განთიადზე ცრემლებს ავკრიფავ…

 

ვეღარ გავუძლებ ალბათ სიცივეს,

უმზეო დღეს და ყინულზმანებას…

სითბოს, სიყვარულს და მზეს მოვითხოვ

და ჩემი თხოვნით იაც ამოვა…

 

ამოვა ია და ისე თითქოს,

აღარაფერი არ იყოს ცივი…

ვივლი ქუჩებში უმისამართოდ,

მე მზესთან ერთად ღიმილით ვივლი!..

 

 

2007 w.

 


სილაჟვარდის შესამოსელი


მე გავგედდები…

გადავიქცევი ციფერ ოცნებად

და როგორც ყველას,

მომინდება

მზესთან…

გაფრენა…

ცის სილაჟვარდეს შემოვიხვევ

შესამოსელად..

მე მზესთან მივალ სურვილებად,

ოცნებად… ლოცვად…

და გათენდება!..

აივსება ყველა ნაპრალი.

მზე სხივებს დაღვრის,

სველ ქვიშაშიც მზე გაიღიმებს.

უთეთრეს სხივებს შემომაწნავს თმებზე პეპლებად

და მიმიზიდავს, მიმიტმასნავს,

როგორც მთა იელს…

მე სილაჟვარდეს შევერევი,

ვიქცევი მგოსნად

და როგორც გედი, მე ვიმღერებ უთეთრეს სხივებს.

ჩაიფერფლება ბოროტება,

ტანჯვა,

ვაება..

მზესთან აღარ სჩანს არც სიავე,

არც მწუხარება…



ზევიდან მიწა,

უშავესი ეს დედამიწა..

შ ე ბ უ რ ვ ი ლ ი ა

ს ი ლ ა ჟ ვ ა რ დ ი ს

შ ე ს ა მ ო ს ე ლ ი თ …

2007 წ


ცის-ფერი ცა ანუ გავუშვი დასასვენებლად სალოლა

გავუშვი სალოლა დასასვენებლად და სულ მე ჩავიბარე ეს მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარი… დღეს შემოვიხედე და მივალაგ-მოვალაგე რაღაცეები…მტვერი გადავწმინე, ალუბლებს მოვეფერე – არ უნდა იგრძნონ რომ წასულია მზიანი წვიმა…

მერე ლოგინის ქვეშაც შევიხედე და სულ ძველი ჩანაწერი აღმოვაჩინე…

ამოდის და მოდის მზე…
მერე მთელი დღე უაზროდ დავდივართ, უაზროდ ვკარგავთ წამებს, წუთებს, საათებს, დროს… ჰაერში ვფანტავთ სიტყვებს და არ გვესმის, რომ იმ ერთხელ ნათქვამის უკან დაბრუნებას ვერასდროს შეძლებ, ამიტომ უნდა გაუფრთხილდე… თითოეულ სიტყვას…
ვჩხუბობთ… განვიცდით… ვგრძნობთ… სისულელეებით ვიტენით თავს და ჩვენს გვერდით უბრალოებებში ვეღარ ვამჩნევთ ბედნიერებას რაღაც არარსებულსა და მაღალს გამოკიდებულნი. გამუდმებით დაბლა ვიყურებით, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დაგვეკარგოს. ვეძებთ, მაგრამ იმასაც უაზროდ. არადა მართლა დავკარგეთ – სიყვარული, ადამიანობა დავკარგეთ, გრძნობები, სურვილები დავკარგეთ, აზრები და ოცნებები დავკარგეთ და ეხლა პარაზიტებივით სხვისი ოცნებებითა და ფიქრებით ვარსებობთ… დავეწაფებით ხოლმე ვიღაც სხვას და დაუნდობლად ვსვამთ მის ენერგიას, სიხარულს, ოცნებებს, შემდეგ კი გამოყენებულსა და ამოწურულს მივაგდებთ ხოლმე… მარტო ვტოვებთ…
ყველაზე მტკივნეული ეგ უფუნქციო მარტოობაა…
შემდეგ ისევ უაზროდ მინას მივაჩერდებით ხოლმე და თავდახრილნი დავდივართ…
კარგად რომ არ გიცნობდეთ იმასაც ვიფიქრებდი თავის აწევა ცხვენიათ – მეთქი, მაგრამ თქვენ სირცხვილზე რა იცით… მიწის ჩიჩქნაში ატარებთ დროს…

^ ^
დღეს ცას ავხედე… ისეთი ლურჯი იყო, ისეთი ნათელი…
თვალს მჭრიდა მისი სისუფთავე და სინათლე… არც ზემოთ წასვლა მინდოდა, მაგრამ როცა ფესვგადგმულად ლურჯ ცას ვხედავ თავის შეკავება ცოტა არ იყოს ძნელია…
როგორ მინდა ყველა თავდახრილს თავი მაღლა აგაწევინოთ და დაგანახოთ ის ცა – ლურჯი რომაა და უძირო…
რატომ ვერ ხედავენ?!
უსასრულობის, ოცნებების, სიყვარულის ცა…
მივდიოდით მე და ცა მზისფერ ბილიკზე ხელჩაკიდებულნი და მე უკვე აღარ მეშინოდა… მარტონი ვიყავით მე და ცისფერი ცა… მაღლა ყოველ ნაბიჯთან ერთად ვგრძნობდი ჩემს არარაობას და ცის სიდიადეს… ჩემს უსარგებლობას…
მე ცის მესმოდა…

მერე უცებ ბილიკი გაქრა და ცამ ხელი გამიშვა…
მტკივნეულად დავეცი…
ირგვლივ აღარც უსასრულობა იყო და აღარც მზისფერი ბილიკი…

უბრალოდ ზარი დაირეკა…


ქარის მოტანილი წერილი…

უკვე მესამე დღეა რაც აქ შემოპარვას ვცდილობ და როგორც იქნა დღეს მეღირსა!!!  ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში… ძალიან ძალიან კომფორტულად….

ყველამ კარგად იცით ქარის მოტანილი წერილების დღეზე… ხოდა მეც დავწერე წერილი, დავდექი ყველაზე მაღალ მთაზე, ავხტი და

აღმოსავლეთისკენ გამოვაფრინე ჩემი წერილი… ბევრი ელოდებოდა აქეთ წერილს და წერილმა კი ეს თავშესაფარი აირჩია…

სალოლა ექსკლუზიურად შენთვის… გახსენი ეხლა ეს დაჭმუჭნილი, გზაში დაღლილი წერილი და წაიკითხე….

გამარჯობა!!!
არ ვიცი ჩემი წერილი ქარმა საით გაიტაცა, ვის ხელში აღმოჩნდა, მაგრამ თუ ეხლა დგახარ, ხელში დაჭმუჭნილი ქაღალდი გიჭირავს და ამ წერილს კითხულობ, ე.ი. ბედმა გამიღიმა. არ იფიქრო ვიღაც სასოწარკვეთილი ადამიანი წერდეს სიცოცხლესთან გამოსამშვიდობებელ ტრაქტატს. არაა… ეს მე არ ვარ. პირიქით ამ დღეს – ქარის მოტანილი წერილების დღეს მაინც მინდა ჩემი სითბო გაგინაწილო…

შენ!!! ხო, ხო აი შენ… ეხლა გვერდით რომ ჩამიარე თვალი გამისწორე და მითხარი რამდენჯერ გიუხეშია, რამდენჯერ გიტკენინებია გული საყვარელი ადამიანისათვის. მოდი თავი არ დახარო და არ გაწითლდე ისე მიპასუხე. ჰმმ… ასეც ვიცოდი – არაერთხელ. შენ სულ დაგავიწყდა რომ ყველაზე ძვირფასი ისაა, რაც ძალიან გიყვარს მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ აფასებ და გენატრება, როცა საბოლოოდ დაკარგავ. ეხლა მიდი, გაიქეცი და მაგრად ჩასჭიდე ხელი იმას, ვინც გიყვარს, შენსკენ მოზიდე, ჩაეხუტე, სუნი იგრძენი და ყურში ძალიან ფრთხილად ჩასჩურჩულე რომ გიყვარს. დაჩოქილმა სთხოვე შენდობა და ილოცე, რომ მოგიტევოს. ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ სახლიდან რომ გავიდეს და უკან ვეღარ დაბრუნდეს, დაფიქრებულხარ როგორი სიცარიელე დაგრჩება, რა იქნები… ყოველ დღე უთხარი რომ გიყვარს, ოღონდ ჩუმად, ძალიან ფრთხილად.. წადი ეხლა, აწიე ეგ ცრემლიანი სახე… გაიქეცი, ხომ ხედავ გელოდება…

ამას დამიხედეთ!!! როგორ გაბღენძილა… ერთი აქეთაც გამოიხედე.. შენ დიახ შენ… არ გცხვენია?! როგორ იქცევი!!! დაგავიწყდა რომ ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს უფლება მეორეს ზემოდან დახედოს, როცა მას წამოდგომაში ეხმარება…. დაგავიწყდა, რომ ყველანი ერთი სამყაროს ნაწილები ვართ და ერთმანეთის გარეშე უბრალოდ არ შეგვიძლია. შენ ისე ურცხვად მიყურებ მარადისობის კანონი ალბათ არც კი გაგიგია… სულის ტარებაში შეაშველე ხლი, თორემ დარჩები ერთხელ მარტო მარტოობასთან.. მოიდრიკე ეგ ქედი ერთხელ მაინც და ეგ გაბოროტებული მზერაც მოიშორე, არ უხდება შენს თვალებს. ეხლა გაიღიმე და ცას ახედე.. ცის-ფერია… და კიდევ უფრო მეტიც.. ეხლა წადი… მზად ხარ!!!

ღმერთო, რამდენნი ხართ და სულ სხვადასხვანაირი… როგორ მოგწვდეთ ყველას. ყველასთან მინდა მოვიდე და თითო სიტყვა მაინც გითხრათ… სად მაქვს ამდენი ძალა…

მისმინეთ რაა!!! ყველამ, სულ სულ ყველამ უსმინეთ ამ პატარა მზის სხივის წერილს დღეს დილით ამოსვლისას მზემ რომ ზგვის ქარს გამოატანა თქვენთან… დააფასეთ ხალხი თქვენს ირგვლივ, ზოგჯერ სრულიად უცხო თვალებში იპოვი ხოლმე სულის მეგობარს.. პატარა შემთხვევითობებში ეძებეთ სიმართლე და არ დაგავიწყდეთ შემთხვევით არასოდეს არაფერი ხდება., ყველაფერი ღვთის შექმნილი სამყაროს ნაწილია. არ დაგენანოთ არავისთვის სითბო და ღიმილი, მზე სითბოთი და სიყვარულით ანთებული ადამიანების სულებით ანათებს. ერთი გაღიმებით შეგიძლიათ ადამიანის სული გადაარჩინო. და არასოდეს, არასოდეს დამალო შენი გრძნობები. თქვი როცა გიყვარს – ხმამაღლა!!! ზოგჯერ მაინც დაუჯერე საკუთარ თავს, სხვაზე უარესი რა უნდა გირჩიოს…

და ყოველთვის გახსოვდეთ ყველაზე საშინელი წვიმის და შტორმის შემდეგაც კი ყველაფერი მშვიდდება და ცისარტყელა ჩნდება.


შენი ბლოგის გასაღები ჯიბეში მაქვს….


დეპრესიისწინა პოსტი და უინტერესო მაძებრები ანუ როგორ მოხვდით ჩემთან?

ბლოგოსფეროში ახალი ტეგ-თამაში დაიწყო, ნუ  რაღა ახალი, მაგრამ უჭუკლესმა ვეკომ მას თამაშის სახე მისცა  და დაიწყოოო… მე სიყვარულოვნასგან ვიქმენნი დათაგული 🙂  ასე რომ რა უფლება მაქვს არ გამოვიყენო ესოდენი პატივი და უდიერად მოვეპყრო მის ჩემდამი სიმპატიებს, დაფასებას, სიყვარულს, ჩახუტებას, გაგებას და ამბავს 😀 😀

სიმართლე რომ გითხრათ განსაკუთრებით საინტერესო “მაძებრები” არ მყავს, ალბათ იმიტომ რომ ჩემ ბლოგზე ვერასოდეს შეხვდებით “სექს”, “ძუძუს” და ა.შ. ( უკვე შეხვდებით 😀 )

მოკლედ ვიწყებ:

დევიდ კოპერფილდი – ნუ აშკარად ინტელექტუალი მაძებარი იყო, მაგრამ  ვგონებ იმედები გაუცრუვდებოდა 😀

lamazi bichebi –   ლამაზი ქალი ვიცი მე 😀 ყველაზე ხშირად მგონი ამით ხვდებან ჩემთან 🙂

ნერვოზი-ნევროზი (3-ჯერ )–  არ მაქვს გენაცვალე, დამანებე თავი რაა.. კიდე აქ ხაარ? გადი არა, არა, არ მჭიიირს ვაიმე შემომაკვდებიი!!!!

პ.ს. აი ხო გეუბნებოდი არ მჭირს ნერვოზი 🙂

remarki – აჰ, კიდევ ერთი ინტელექტუალი 🙂

me mapatiet – არაფერია შე კაცო, რა ბოდიშებს იხდი, კიდე შემოიარე 🙂

წვიმის ხმა ფანჯრის მინებზე? 😉 არა ღია მქონდა და პირდაპირ ოთახში ასხავდა 😀

ჩემი მი –   მი არა მაგრამ შემიძლია შემოგთავაზოთ დო, რე და ლა 😀

კოპერ ფილდი –  კოპერი აქაა და ფილდი გასულია და ხვალ  იქნება, სხვა დროს მობრძანდით 🙂

წვიმა და სიყვარული – ხოო მაგას ბევრს იპოვიდით ჩემთან 😉

კიდევ ჩემთან ეძებენ “ვარდისფერს”  “ალუბალს”  “ქოლგებს” და “მზეს…”  თავიდანვე ხომ ვთქვი არ მყავს “საინტერესო მაძებრებითქო” 🙂
არც ამის დაწერის ხასიათზე ვიყავი ჩემი უმძიმესი  დერესიის ზღვარზე ყოფნის გამო და ამიტომაც იყო ეს პოსტი მთელი კვირა დრაფტებში რომ ესვენა 🙂
ნუ როგორც იქნა მოვაბი თავი და სულ მალე დავკლიკავ “publish”-ს  🙂
მანამდე კი როგორ იქნება რომ წესებს არ დავემორჩილო და ეს თამაში სასიკვდილო
გავწირო 😀  ამიტომაც მისი სიცოცხლის გახანგძლივების მიზნით ვთაგავ ჩემს  უსაყვარლეს მზიან ბლოგერს  Here Comes The Sun-s და წყაროს 🙂

ხო და კიდევ ერთი რაც ყველაზე მეტად გამიხარდა :

salolas.wordpress.com —  სწორად მომაგენით, და მიხარია რომ გსმენიათ და მეძებდით  😉  🙂



და თუნდაც გამიშვან ხელი!…

როდემდე მომიწევს დათვლა
წუთების…
წამების…
წლების…
ვისი მენატრება ახლა
ტუჩები…
თვალები..
თმები…
და თუკი დავფრინავ მაღლა,
და თუკი არ მჩაგრავს ბედი…
ვიღაცა იცინის ახლა
და იქნება დამიწვას ფრთები… 

 

ცხოვრება გრძელდება კვლავაც
დღეები
თვეები
წლები…
ვიღიმი, ვიცინი ახლაც
და თუნდაც გამიშვან ხელი!…
მე ისევ დავიწყებ დათვლას
ფერების..
მზეების…
ზღვების…
და მომენატრება ნახვა
ახლა სხვა ნაცნობი თმების…
………………………………………………….

როდემდე მომიწევს დათვლა
მზეების, სხივების ზღვების?!..
ალბათ, მანამდე, სანამ
შევძლებ დავითვალო წლები….

 

 

 

18/05/2009 W.w

p.s. გახსოვთ ალბათ ჩემი ბლოკნოტები რომ დავკარგე და გამწარებული ვეძებდი ყველგან. ხოდა გუშინ როგორც იქნა დაადგა საშველი და მომიტანა ჩემმა დაქალმა 🙂 თვალი გადავავლე და ეს ლექსი აღმოვაჩინე, აღარც მახსოვდა… გაეხმიანა ჩემს განწყობას, და აქ დავწერე… 😉

 

 


რა ღირს ეს წიგნი?…

უკვე ძალიან დავიღალე.   ყველგან უარყოფითი ემოციები..

დამღლელი FB.   ასევე დამღლელი პოსტები ბლოგებზე. ყველგან “გახმაურებული  წიგნი” და ილიას უნივერსიტეტის აქციები. გიგი თევზაძე და  მართმადიდებელ მშობელთა კავშირი.

რა გახდა ერთი მდაბიო  წიგნი?   არანაირი მხატვრული ღირებულებებით…     მაგრამ  სათაურიდანვე შეურაცხმყოფელი.                                          ვისთვის  როგორ…

აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება.

პიარი და სრულად გაყიდული ტირაჟი.

რა ღირს ერთი მდაბიო წიგნი?    –  ერთი თხილის გულის ცხრად გამყოფთა შუღლი…

p.s.  დღეს მზე გამოვიდა…   იქნებ გვიშველოს!….


არ არის და მინდა რომ იყოს…

ეს ალბათ ყველაზე სულელური პოსტი იქნება მათ შორის რაც კი ოდესმე დამიწერია..  მაგრამ დავწერ… იმიტომ რომ მინდა რომ დავწერო 🙂

სულელური იქნება იმიტომ რომ გარეთ წვიმს და არ მინდა რომ წვიმდეს…

არ არის მზე და მინდა რომ იყოს…

წასასვლელი ვარ და არ მინდა რომ წავიდე…

მარტო ვარ და არც მარტო მინდა რომ ვიყო…

აბა მითხარით ასეთ დროს როგორ უნდა დაწერო რამე……


“წუთო,

წამო,–

ერთი წამით შეჩერდი…

წამი,

წამო,

ერთი წუთით დადექ!…

შე  ჩერჩეტო,

სხვა ვერ ნახე

ჩემს მეტი?–

რას დამჩხავი:

– წამო…

წამო..

წამო!…

…………………………………

“რა ლამაზად ჩამომდგარა გიორგობისთვეო!..”


გივი ძნელაძე..


პ.ს.    განწყობის   ლექსი….  : ))))


მარტის ფერადი ქოლგები…


მიყვარს ქოლგები… დიდები.. ფერადები… გამჭვირვალე… ყვავილებიანები…

არამც და არამც შავები!!!

მიყვარს ქოლგები წვიმაში.. მზეში… მინდორში… პლაჟზე…

მიყვარს შხაპუნა წვიმა და მზიანი ქოლგები….

თაკარა მზე და ეშმაკუნა თავშესაფარი… 😉

მინდორი და სირბილი….    ქოლგით..    რა მოხდა მერე   😉

მიყავრს ჩემი ვარდისფერი ქოლგაც.. : )

და კიდევ იცი რა მიყვარს…  : )     ეს…   ერთი ქოლგის ქვეშ… :*


სოკოებიც ალბათ ამიტომ მიყვარს.. : )

ოღონდ შხამიანი ლამაზი სოკოები …

რო ვერ შეჭამ ისეთი და რო არც მოწვეტ ამის გამო  😀

მხიარული მარტის მხიარული წვიმების თანამგზავრი ფერადი ქოლგები…

მიყვარს ტყუილად წამოგებული ქოლგები…

მხიარულად მოცეკვავეები გაზაფხულის  წვიმაში…      შენთან ერთად…

ჩუმი, გაწუწული მესაიდუმლეები…

“წვიმის წყლით თუ თმებს დაიბან, ოქროსთმიანი იქნებიო” – გამიგონია და …..


ჩემი მხიარული, ფერადი და მესაიდუმლე ქოლგები მიყვარს….