შესვენებაზე დაწერილი პოსტი ანუ, რით გჯობია ჩემი ბლოგი შენ!
Posted: მარტი 13, 2013 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), შენ გწერ :), problem... | Tags: ბლოგი, ბოტები, გაზაფხული, კაბა, მზე, მოკითხვა, ნაცნობი, სამსახური, უგულო, შესვენება 7 Commentsრა უნდა აკეთო სამსახურში ერთსაათიანი შესვენების დროს, როცა არც ისე ძალიან გშია, გარეთ არც მზიანი ამინდია და თან გეძინება?
უბრალოდ, პოსტის წერა უნდა დაიწყო, მრავალაჭირვარამგადანახად ბლოგზე.
ბლოგზე, რომელიც, იმიტომ გიყვარს რომ აგერ უკვე მეოთხე წელია შენთან ერთად იზიარებს მზიან დღეებს, ისმენს და იმახსოვრებს შენს წუწუნსა და ტირალს, არ აპროტესტებს როცა თვეობით იკარგები და გამოჩენილს არ გეკითხება: “რატომ დამივიწყე? სად დაიკარგეე? ერთი არ უნდა მომწერო ხო 😦 მე თუ არ გამახსენდი ისე ხო საერთოდ არ მომიკითხავ!” და სხვ.
ეს ჩემი ბლოგის ყველაზე დიდი პლიუსია, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობას ეს დიდი პლიუსი არ აქვს!!!
საშინლად ნერვებს მიშლის ნათესავებისგან, უბრალოდ ნაცნობებისგან და არც ისე მეგობრებისგან მსგავსი ტიპის ფრაზების მოსმენა. და მერე რომ უნდა უხსნა რაღაცეები, თითქოს ვალდებული ხარ რომ ყოველდღე მოიკითხო.
ვერავინ იტყვის, რომ უგულო ადამიანი ვარ. არც უყურადღებო. უბრალოდ ლოგიკურია, რომ იმას მოვიკითხავ ხშირ-ხშირად ვინც მინდა და ვინც ჩემს გულს გაუხარდება, ფორმალობებს კი საერთოდ ვერაფერში ვერ ვიტან!
“-რას შვები როგორ ხარ?
-რავი ვარ რა, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად. შენები როგორ არიან? მომიკითხეეე..
-კარგად, გადავცემ აუცილებლად. შენც მომიკითხე შენები.
-კარგიი.. “
ი ვსიო. მეტი არაფერი. ნუ რაღაცეების მოფიქრება და დიალოგის გავრცობა კიდე შეიძლება ხოლმე, მაგრამ ამ 3 წინადადების თქმის სურვილიც რომ არ გაქვს იმასთან რატომ უნდა მოიფიქრო და განავრცო?
და რა, ამ სამი წინადადების ჩემ მიერ პერმანენტულად ხშირ-ხშირი მიწერით ნეტა ბედნიერდება ვინმე?! რაღაც არამგონია 🙂
ვიცი, საშინელი არსება ვარ ეხლა!
მაგრამ ეგრეა და ჰა..
მე მხოლოდ საუკეთესო მეგობრებთან და ძააალიან ახლობლებთან ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, ვუსაყვედურო რომ სადღაც დაიკარგნენ და აღარ მომიკითხეს სანამ მე არ მივწერე.
სხვებთან ამის თქმის უფლება თითქოს არ მაქვს, რაღაც არ მომწონს, არ შემიძლია, რატო ვკითხო? იქნებ სულაც არ უნდა ჩემი მოკითხვა და ხო არ დავაძალებ ადამიანს? უხერხულ სიტუაციაში ვაყენებ მერე იმასაც და მეც ჩემს თავს 😀
მოკლედ, ასე, ამოვანთხიე დაგროვილი დარდი და ვარამი 😀 და იმდენი უაზრობა დავწერე, მემგონი ჯობდა ეს დროც არ დამეკარგა და შესვენება მთლიანად ჭამაზე ფიქრისთვის დამეთმო ^_^ 😀
მზიანი ამინდი მაინც იყოს..
არადა, როგორი მზიანი და “გაზაფხულური” კაბა ჩავიცვი ❤
მაგრამ მოიღრუბლა.
დაე იწვიმოს, მზიან და “გაზაფხულურ” კაბასთან ერთად ჩემი ლამაზი ბოტებიც ჩავიცვი და შემიძლია დაუღალავად ვიჭყაპუნო გუბეებში ❤
ვიჭყაპუნებ და სახლში მისული, ყველას სათითაოდ მოგწერთ: “რას შვები როგორ ხაარ? სად დამეკარგე?!” 🙂
მზიანი დღე ფანჯრებს იქით…
Posted: თებერვალი 6, 2013 Filed under: არეული პოსტები, განწყობა წყობა ბა... :), ჩე_მზე | Tags: ბიჭი, გვირილები, მაჭკატები, მზე, მიყვარხარ, პეპი, რუსთაველი, ფანჯრები, წერილები დატოვე კომენტარი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
…გუშინდელი ღამის მიუხედავად ადრე იღვიძებ. 2 დღეა, სამსახურში აგვიანებ. ’’იქნებ დღეს მაინც გამოვასწორო’’. გიკვირს როგორ შეძლო შენში გაღვიძებულმა პასუხისმგებლობის გრძნობამ შენი ასე ადრიანად გაღვიძება და სახლის კარს იხურავ.
…დროზე მიხვედი.
გარეთ მზეა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
..ასე მგონია სკაში ვარ. ოღონდ ნაკლები ზუზუნით. კომპიუტერები. ადამიანები. კომპიუტერები. ადამიანები. ადამიანები. ადამიანები….
ასე მგონია, თითოეულზე მოთხრობა დაიწერებოდა.
ფანჯრებზე გისოსებია. შიგნიდან ჟალუზები. და მზის სხივები მაინც აღწევს.
მზეა…
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გვერდით ოთახიდან ბიჭის რაღაცნაირად სასიამოვნო ტემბრი ისმის. …ჯერ კარგად არ იცნობ. უბრალოდ, მოსვლისას გამარჯობას ეუბნები ”საზოგადოდ”, წასვლისას კი ”ნახვამდის”-ს – რატომღაც, იშვიათად..
… მერე გეჩვენება, რომ გაზაფხულის სუნი იგრძენი.
კომპიუტერის ეკრანს უყურებ და ფიქრობ: ’’მზიანი დღისთვის სამსახურის გისოსებიანი ფანჯრებიდან ყურება ყველაზე დიდი ბოროტებაა!’’
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
”-გიყვარდა ბავშვობაში მაჭკატები?
– ჰო, მაგრამ ეხლაც არ ვიცი რისგან კეთდება. მახსოვს რომ პეპი იატაკზე აბრტყელებდა..
-ხოდა, ესე იგი იატაკზე კეთდება 🙂
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
…თუ ვინმე ნახევრადხუმრობით გეტყვით, რომ აგერ უკვე 2 წელია ყოველდღე კლავ, იცოდე, რომ არ უნდა კითხო რატომ… მერე შეიძლება შენ თვითონ გეტკინოს…
და გარეთ მაინც მზე იქნება. უბრალოდ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მზიანი დღე არ შეიძლება უბრალოდ დამთავრდეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
’’მიყვარხარ, მიყვარხაააააარ.. და ის, რომ დავიკარგე, იმას არ ნიშნავს რომ დამავიწყდი.’’
მერე აღარ იცი, რა უნდა თქვა…
ჩუმდები.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მივდივართ, მივდივართ… აღარ ვამბობ სად გავისეირნოთ. მეკითხებიან სად წავიდეთ, მე მინი პროტესტის სცენას ვაწყობ და უბრალოდ მივუყვები რუსთაველს. არაფერზე ვბრაზობ, არც მწყინს. უბრალოდ ეგრე ვარ.
ორი მზე მომყვება გვერდით, ჩემი და ჩემი.
ვხვდები, რომ დღეს ვაშხამებ…
მაინც ვაგრძელებ ჩემსას და მივდივართ, მივდივართ.. უბრალოდ.
მზე აღარ არის, სამაგიეროდ მაქვს მზესუმზირა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვერავინ იტყვის ზუსტად როგორი შეგრძნებაა, როცა ქუჩაში შემთხვევით ორჯერ გხვდება ბიჭი, რომელსაც ბავშვობაში ერთი წლის მანძილზე გვირილების სურნელებიან წერილებს წერდი… უბრალოდ საკუთარ დღიურში. ორჯერ გხვდება და ვერცერთხელ შეგამჩნევს.
’’როდესმე ჩემს დღიურს წიგნად გამოვცემ და იისფერი ლენტით შეკრულს სახლის კარებთან დავუტოვებ,’’ – ამბობ და იღიმები. გარეთ მაინც მზეა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
…შენზე მაინც არაფერს ვიტყვი, საერთოდ არაფერს.
შენ თვითონ უნდა ისწავლო რამის თქმა.
მე გამოზომილად ვეძებ შენთვის სათქმელ სიტყვებს, შენ – ნაპოვნი გაქვს, მაგრამ შენთვის იტოვებ.
იყავი ჩემთვის, სანამ მე გადავიფიქრებ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დავიღალე, რომ ხშირად ელოდებიან იმას, თუ მე რას ვიტყვი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
’’-ბუზღუნებ ეხლა შენ!
-ხო, ვიცი!’’
ვბრუნდებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კიბეებზე ასვლისას ხელში ნარიყალის ყვითლად აყვავებული ტოტები თრთიან.
’’ჩემს შვილებს აუცილებლად გამოვუცხობ ხოლმე მაჭკატებს…’’
სახლში ხარ, თბილა….
როცა მზე ჩამოაღწევს ტოტებს შორის
Posted: სექტემბერი 26, 2012 Filed under: განწყობა წყობა ბა... :) | Tags: არჩევნები, აქციები, იმედგაცრუება, მეგობრობა, მზე, სიყვარული, ცოცხი 4 Comments…მოვედი დაცლილი, დალეული, გამოფიტული, ჩამოფხრეწილკედლებიანი.
და მე ვარ მთლიანად იმედგაცრუება! ერთი დიდი იმედგაცრუება!
მტკივა.
.. არც სიყვარულია მიზეზი, არც მეგობრობა, არც არჩევნები, არც აქციები, არც ცოცხი…
არც ერთი ცალკე და ყველაფერი კი ერთად!
დ ა ვ ი ღ ა ლ ე !!!
და ვგრძნობ თითქოს ისე მარტო ვარ ახლა, როგორი მარტოსულიც არასდროს ვყოფილვარ მთელი ცხოვრების მანძილზე…
ჩემს თმაში ვპოულობ 3 ცალ ღერ ჭაღარას.
თვალებში ვერ ვპოულობ ნაპერწკლებს.
ვიღიმი მხოლოდ ტუჩებით.
ვეხმიანები ყოველდღე მეგობრებს და ვნახულობ, რომ ვიგრძნო.
ვეძებ და ვეძებ. ვპოულობ და ვფიქრობ რომ ჯობდა არ მომეძებნა.
დ ა ვ ი ღ ა ლ ე !!!
მინდა თვალებდახუჭული ვგრძნობდე მზეს სახეზე და ბეჭებზე მიწას.
მინდა მციოდეს, მშიოდეს, წვიმდეს, ვსველდებოდე, მზე გამოდიოდეს, ვშრებოდე, მიღამდებოდეს, მტკიოდეს, სისხლი მდიოდეს, მწყუროდეს, წყალს ვპოულობდე, მტკიოდეს, მტკიოდეს, მტკიოდეს…
და მაინც ვიღიმოდე, არამხოლოდ ტუჩებით ვიღიმოდე!..
….და ვიყვირებდი ხმამაღლა.
და ვიტკენდი იოგებს.
და დავიცლებოდი.
და ავივსებოდი.
გ ა ვ ი ღ ი მ ე ბ დ ი –
…როცა მზე ჩამოაღწევდა ტოტებს შორის…
მზიანი პოსტი, მერე რა რომ თოვს…
Posted: ნოემბერი 27, 2011 Filed under: მზიანები, შენ გწერ :), ჩე_მზე | Tags: დავბრუნდი, მზე, მზიანები, სიყვარული, შენ 2 Comments”მომენატრა ერთი შენებური, მზიანი პოსტი..”
თითები გაყინული მაქვს.. გარეთ თოვს.. და მე არაგამართულქართულად დამთბა ❤
დაბრუნებისთვის კი ეს ერთი წინადადება საკმარისი იყო…
დ ა ვ ბ რ უ ნ დ ი . . .
იმდენაც ჩემი ხარ და იმდენად მიყვარხარ…..
ისეთი ახლო ხარ და თან შორი…
ისე მინდა ბედნიერი იყო და ისე ვიღუშები, როცა მეუბნები რომ დაიღალე, მოგბეზრდა და უბრალოდ გინდოდა პატარა ლამაზი სიყვარული, თუნდაც საერთოდ არ ეთქვა, რომ უყვარხარ…
აგრიე და ავირიე მეც.
და ისე მინდა, იმდენად, ისე უაზროდ რომ მზე იყოს!
გარეთ..
ჩემთან..
და შენთან…
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რა მინდოდა, ამით მეთქვა?..
უბრალოდ, დავბრუნდი.
და ეს ”გეძღვენა მხოლოდ შენ!” : )
რამაც ჩემი ბლოკნიტიდან გამოაღწია ანუ კანგაუთლელი ბადრიჯანი :)
Posted: სექტემბერი 9, 2011 Filed under: შენ გწერ :), ჩე_მზე | Tags: აჯაფსანდალი, ბლოგი, ბლოკნოტი, ზაფხული, მზე 9 Commentsჩამოვქალაქდი.
მზისგან ნაფერები სხეულით, ცვალებადი განწყობებით და ჩანაწერებით გავსებული ბლოკნოტით.
დამხვდა საწოლი, სადაც ყველაზე კარგად მძინავს, facebook, რომლის გარეშეც როგორ ვძლებდი მთელი ზაფხული, უბრალოდ ვერ მივხვდი და ბლოგი, რომელსაც ობის სუნი აქვს…
3 დღეა დავბოდიალობ, შემოვდივარ გავდივარ, ვხსნი new Tab-ს და ისევ ვხურავ..
მგონი ზაფხულისგანაც კი გადავიღალე..
რაღაც დიდხანს გაგიგრძელდა დუმილი ბლოგზეო.. ვიცოდი რომ მართალი იყო, მაგრამ გავჩუმდი. უფრო სწორედ, კი არ გავჩუმდი ვუთხარი, მოდი მესტუმრე და შენ დაწერე ჩემთანთქო. : )
მერე წარმოვიდგინე როგორ აწევდა წარბს, (თან თავის გაბანჯგვლულ და მეორეზე გადაბმულ წარბას 🙂 ) და სხვა რა გზა მქონდა, ავდექი და წერა დავიწყე!
წერა რა, აქა-იქ გადმოწერა 🙂 ზაფხულის ჩანაწერებიდან..
ამიტომ გამოდის ცოტა აბურდული (ცოტა რა, კარგად..) აჯაფსანდალი.. თუმცა მმ.. გემრიელად შეზავებულ აჯაფსანდალს რა ჯობია! ოღონდ ხო, კანგათლილი უნდა იყოს ბადრიჯანი, თორე “იჟოგას” თუ რაღაცას მაძლევს. ვაიმე, ეს რაღა შუაშია. მოკლედ, დავიწყეთ:
” ახალი სიბრძნე ჩამოვაყალიბე: “ვისაც სჭირდება ის იგებს!”
კარგი, აღარასოდეს აღარ ვითამაშოთ სურვილებზეო… : ) ”
………………………………………………..
“განშორებითაცს შეიძლება გავიცნო შენი რომელიმე მხარე…
არაფერი მითქვამს. უბრალოდ ვიფიქრე: განშორებისას გაიცნობ არა სხვის, არამედ შენს რომელიმე მხარეს!
მარტივია.
შენ რჩები მარტო. შენს თავთან მარტო.. მარტო ხარ, ფიქრობ და ხვდები, რომ
შენ დაგაკლდა!“
…………………………………………………………………………………
-კარგია, ანუ ჩვენი ურთიერთობა განსხვავდებაო სხვებისგან..
მე ისევ ახალი სიბრძნის ჩამოყალიბება დავიწყე: ნებისმიერი ერთი ადამიანის ურთიერთობა მეორესთან განსხვავდება მისი და მესამის ურთიერთიბისაგან…
გამაჩუმა. ეს მეორე სიბრძნე შენი არ არის, მეც ვიცოდიო…
შეიძლება.
თუმცა ახლა მე ჩამოვაყალიბე, ამიტომაც, ჩემია : )
…………………………………………………………………………………
” -ზოგჯერ ერთი შეხებითაც ჩანს რაღაც…
– ერთი შეხებით, ერთი კოცნით… თვალებში ჩახედვით… მე რომ შემეხე იგრძენი რამე?..”
…………………………………………………………………………………………
“… შეხება ისევე როგორც კოცნა, ცალმხრივი არ არსებობს! ამიტომ ან ერთი იგრძნობს რამეს, ან მეორე… “
27 აგვისტო...
……………………………………………………………………
p.s რა იყო ახლა ეს?.. ამბები რომელსაც ვერავინ გაიგებს ალბათ.
ხო ხედავ, არასოდეს არ უნდა დამაძალო რამის დაწერა 🙂 იმიტომ რომ დაძალებით არაფერი გამომდის…
ახლაც არაფერი გამოვიდა.
არაფერი, გარდა თავის დაძვრენისა!
კარგად შეზავებული კი არა კანგაუთლელბადრიჯნიანი აჯაფსანდალი!… :@
წავედი, ბორჯომს მაინც ვიყიდი..
სადრაFტიდან ამოდრაFტებულა : )
Posted: ივნისი 6, 2011 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, Uncategorized | Tags: გაზაფხული, დრაფტები, ზაფხული, ლექცია, მზე, უნივერსიტეტი, შუალედი 2 Comments
უკვე ისეთი გაზაფხულია მე რომ მიყვარს.. მზიანი, აყვავებულხეებიანი, ბოდიალის მომმნდომებელი..
სიამოვნებით გავიდოდი გარეთ და ვივლიდი მანამ, სანამ ფეხები თავისით არ დაიწყებდნენ ჩაკეცვას.
არ დავსახავდი მარშუტს – გავყვებოდი მზეს ❤
მარტო წავიდოდი.
ან ვინმესთან ერთად..
თუმცა… ახლა ნამდვიალად მარტო წავიდოდი 🙂
“სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია” 🙂
მე კი უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის რესურსცენტრში ვზივარ – ასე ახლობელი და ყოველდღიური ლექციებს შორის შუალედი მაქვს. ”
ეს დღეს აღმოვაჩინე დრაფტებში გაჩხერილი. 30 მარტს არის დაწერილი. დღეს 6 ივნისია. მაგრამ განწყობა იგივე…
ახლა რომ დამეწერა ეს პოსტი, ყველაფერი ისევ ასე იქნებოდა. უბრალოდ შეიცველებოდა დასაწყისი – ”უკვე ისეთი ზაფხულია…”
ისევ გავყვებოდი მზეს და ვივლიდი იმდენს სანამ ფეხები თავისით არ დაიწყებდა ჩაკეცვას.
არც ის შეცვლილა, რომ მარტო წავიდოდი და ”სხვა გზა, სხვა ხსნა, არ გამაჩნია” 🙂
და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის რესურს ცენტრში ვზივარ და ისევ ასე ნაცნობი და ახლობელი ლექციებს შორის შუალედი მაქვს : )))
ნეტა რა მიხარია.
დავიღალე! 😐
მე დავწერდი, რომ…
Posted: მაისი 27, 2011 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), ჩე_მზე, KBH | Tags: ანი, დოქი, ზაფხული, მზე, რძე, ღამე, ხელისგულები, Facebook, KBH 13 Commentsრომ არ კითხლობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი მეგობრები..
ნათესავები..
ჯგუფელები..
კურსელები..
KBH-ელები….
ჩემი მეგობრის დედა…
Facebook-იდან შემოხეტებულები…
მე დავწერდი რომ…..
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ მთელ დღეს ვფიქრობდი. დასაძინებლად რომ დავწექი, მაშინაც. ღამით რომ გამეღვიძა და წყლის დასალევად ავდექი, ისევ ჩემთან იყო. მერე ფანჯარა რომ გამოვაღე და ნიავს შევუშვირე სახე, მაშინაც..
დილით, სიზმრისსურნელს გამოჰყვა.
მერე წირვაზე წასვლისასაც არ მომეშვა.
იქაც, ტაძარში…
მოკლედ, ავირიე!
უბრალოდ, მივხვდი რომ ჩემია…
ჩემში.
სულ მინდა რომ იყოს.
და თუნდაც, საღამოობით, დაღლილი რომ მოვიდოდა გორაკის პირას მდგარ პატარა სახლში, მე ოხშივარადენილ რძიან ჭურჭელს შემოვდგამდი ასადუღებლად ცეცხლზე და მერე დიდი დოქიდან წყალს დავუსხავდი დიდ, ფართო და დაძარღვულ ხელისგულებზე.
შეღამდებოდა.
აივანზე გავდგამდი სამფეხა ტაბლას და ორ პატარა სკამს.
მერე მთვარე ამოცურდებოდა. დიდი და სავსე.
იქნებოდა ზაფხული და ღამე.
ზაფხულის გრძელი ღამე.
დილით მამლები.
და მზე…
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხო, აი ამას დავწერდი… : )
და ანი გადამერეოდა : )
გაზაფხულივით არეული პოსტი…
Posted: მაისი 5, 2011 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), ჩე_მზე, KBH | Tags: გაზაფხული, გვანცა, დეიტა, მასწავლებელი, მზე, წვიმა, KBH 12 Commentsშემოგაზაფხულდა.. კარგი, არ მითხრათ, რომ კალენდარს შევხედო ან მობილურში ჩავიხედო. ვიცი, ვიცი რომ 5 მაისია და გაზაფხულის ნახევარზე მეტი გასულია, მაგრამ მე მაინც ეს რამდენიმე დღეა რაც “შემოგაზაფხულების” შეგრძნება მაქვს..
არეული ამინდები. ხან მზეა, ხან წვიმა. ღამეები თბილი და ჩუმი. დილით წვიმის ხმა მაღვიძებს და ცოტა ხანში უკვე მზე მიკაკუნებს ფანჯრის მინებზე.
აი ეს მიყვარს ❤
მინდა წავიდე, გავიქცე ე ე ე . . .
მარტო მე ვიქნები, მზე და წვიმა..
მიწას გავაკრავ დამძიმებულ სხეულს და თვალებდახუჭული შევაცქერდები მზეს.
მარტო ვიქნები.
და ვიფიქრებ, ვინმე რომ მხედავდეს, აუცილებლად შეშურდებოდა–მეთქი ჩემი.
……………………………………………………………………………….
… ჩემგან 2 სკამის გამოტოვებით მასწავლებელი ქალები სხედან და საუბრობენ. ყვითელი ავტობუსი ირწევა აქეთ– იქით. ერთ–ერთს ხელში ყვავილების დიდი თაიგული უჭირავს, ღონისძიებაზე ყოფილან. მასწავლებლები არიან. გაჩერებას ვუახლოვდებით, უფასო მგზავრობის ბარათებმომარჯვებული ქალები გასასვლელისკენ იწევენ.
–”ჩვენ, მასწავლებლები, სულ უფასოდ დავდივართ, ხოდა აი ეს თქვენ მეუღლეს ან შეყვარებულს მიართვით” – თაიგულს მძღოლის გვერდით დებს და ჩადის.
………………………………………………………………..
გუშინ გვანცას გავებუტე. თითქოს უმიზეზოდ, მაგრამ მაინც… მინდოდა შეემჩნია რომ მეწყინა! და ვერ ვიტან როცა ვიღაცაში მცვლიან. ხო, ვიცი, ვიცი, არავისშიც არ გავუცვლივარ და მართლა ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ვერ ვიტან მის ხანდახან უყურადღებობას, გულმავიწყობას… ახლა მწერს, ნეკა თითი გაამზადე შევრიგდეთო: ) შევრიგდებით, აბა რას ვიზავთ, არც გვიჩხუბია. უბრალოდ მეწყინა და გულში არ დავიტოვე! ეგ იყო და ეგ…
………………………………………………………………
…. “შიშველ სიმართლეს” ვთამაშობდით, მკითხეს, Facebook-ზე რომ შედიხარ, ჩათში, ვისი დანახვა გიხაირია ხოლმე ყველაზე მეტადო…
მერე დავფიქრდი. ხო, მიხარია და სულ მინდა რომ ვხედავდე! (ალბათ 🙂 )
ოღონდ, არ მიყვარს, მართლა.. უბრალოდ მიხარია ❤
p.s. რომ არ კითხულობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი ნათესავები, ჯგუფელები, ჩემი მეგობრის დედა… და ჩემი KBH-ელები, ალბათ უფრო მეტს დავწერდი 🙂 ნუ მზღუდაავთ! : )))
…………………………………………………………
… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯერ უნდა დავფიქრდე და მერე ვილაპარაკო. ან საერთოდაც არაფერი ვთქვი… სულ მცირე იმიტომ მაინც, რომ გია ბუღაძის შეკითხვაზე, ინგლისელ მხატვარზე არ ვთქვა რომ ფრანგია… : )
………………………………………………………….
… “მორჩა, დღეიდან დიეტაზე ვარ!” – უკვე მერამდენეჯერ გავიფიქრე და მივხვდი, რომ ყოველთვის, როცა უკვე გემრიელად ნაჭამი ვარ, მაშინ მაფიქრდება ეს… : )
………………………………………………………..
…სახლში მოსვლას ისევ ვაგვიანებ, მაგრამ ისე ვიქცევი, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს.
………………………………………………………………
აღმოჩნდა, რომ ზოგიერთები სულ სხვანაირად აღმიქვამენ, არ მიფიქრია ამაზე არასდროს…
………………………………………………………………………….
ალბათ, ხვალაც დავაგვიანებ ლექციაზე…
მაღვიძარას დარეკვამდე მეღვიძება. ლოგინიდან წამოვიწევი და ფანჯარას ვაღებ. თეთრი ფარდა ოდნავ ფრიალებს. მე საბანში ვეხვევი, თვალებს ვხუჭავ და ფიქრს ვიწყებ. ვოცნებობ… არ მეთმობა. სიზმრებიდან გამოყოლილ სურნელს ღრმად ვისუნთქვა და..
ისევ ვაგვიანებ.
………………………………………………………………………………..……….
გაზაფხულივით არეული პოსტი….
რა მესიყვარულება
Posted: მარტი 17, 2011 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), ჩე_მზე | Tags: მესიჯი, მზე, მობილური, სიყვარული 10 Commentsშემოგაზაფხულდა…
შემომზეურდა და ამაფორიაქებს მალე ვიცი.
მემილიონჯერ მომანდომებს გავვარდე გარეთ და ვიბოდიალო მზიან ქუჩებში. მომანდობეს “არა-მარტო” ბოდიალს..
მაგრამ, როცა დავფიქრდები, ვხვდები, ასეც მშვენივრად ვარ!
მეტად თავისუფალი, უფრო მეტად დამოუკიდებელი!
ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და მომწონს.
არ ვარ 24 საათი მობილურს ჩაფრენილი იმის მოლოდინში, თუ როდის მომწერს მესიჯს!
არც ლექციებს შორის შუალედებს ვანაწილებს შეხვედრებისთვის.
არ ვფიქრობ იმაზე, რა ვუყიდო დაბადების დღეზე. (და სხვათა შორის, არა მარტო მას…)
და არც აუცილებლობა მოითხოვს, ვიყო “მის” მეგობრებთან, რომლებთან ერთადაც ყოფნა არ მსიამოვნებს!
შემიძლია გავეპრანჭო ყველა ბიჭს და არ ვიფიქრო იმაზე რომ რაღაცას ვაშავებ!
შემიძლია უფრო ორგანიზებულად მოვეკიდო სწავალს და უფრო ხშირად ვნახო მეგობრები (თუნდაც იმ ავადსახსენებელი ლექციებს შორის შუალედების დროს.)
არ ვინახავ მობილურში “მიყვარხარ.. ❤ ჩემიიიი… :* ვგიჟდები.. ❤ სიცოცხლე ხარ.. *** ერთადერთი.. :* ” და ა.შ. მსგავსი სიტყვებით გამოტენილ მესიჯებს და ჩემი განუყრელი მობილურიც აღარ მეუბნება memory full-ო.
ხო, ამაზე გამახსენდა, ჩემი კომპიუტერიც არანაკლებ მადლობელია, სურათების წაშლასთან ერთად რამდენიმე KB-ის გამოსუფთავების გამო 🙂
სახლში მოსვლას საღამოობით ისევ ვიგვიანებ, მაგრამ ახლა ვიცი, რომ მიზეზის კითხვისას არ მოვიტყუები და თამამად ვიტყვი “რეპეტიციაზე ვიყავი”-მეთქი და ამიტომ ძველებურად არც სინდისი მქენჯნის ჩემი ტყუილების გამო.
კიდე რამდენი მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ვიცი გამოხტებიან მავანნი და მავანნი და ერთი გემრიელად მიმლანძღავენ არარომანტიკულობისა და უგრძნობელობის ბრალდებით ( ნეტა მიცნობდნენ.. : ) )
ხოდა, აბა ახლა თქვენ მითხარით, რა მესიყვარულება : )
და საერთოდაც, რა საჭიროა სხვა.. როგორც ერთ ლექსში ვამბობ,
“მე მზესთან ერთად ღიმილით ვივლი!..”
მინდა, ადამიანებს ტყუილის თქმისას ცხვირი ეზრდებოდეთ
Posted: თებერვალი 20, 2011 Filed under: Uncategorized | Tags: ალუბალი, გველის პერანგი, თევზი, თოვლი, ლიპარიტ ბაღვაში, მზე, ტაბა ტაბაი, ჭვავის ყანა, ხელები 22 Comments.
მინდა ქოთანში ჩარგულ აყვავებულ ჯუჯა ალუბლის ხეებს მჩუქნიდნენ…
მინდა ჩემი სახლის სახურავზე მწვანე ბალახების მინდორი იყოს..
ყოველ საღამოს სახურავზე წამოწოლილი ვუყურებდი მზის ჩასვლას.
მინდა, რასაც სიზმარში ვხედავ და ვწერ გაღვიძებულს ყველაფერი მახსოვდეს.
…უკვე ჩემი მოთხრობების ტომეულები მექნებოდა.
მინდა ხელები არ მეყინებოდეს.
მინდა გაყინული ხელები მალე მითბებოდეს.
მინდა გაყინულ ხელებს ვინმე მითბობდეს…
მინდა ყოველთვის ვიცოდე “დღეს რა ჩავიცვა?” : )
მინდა როცა მინდა მაშინ თოვდეს.
და მინდა თოვლში ხელები არ მეყინებოდეს.
…თუ არადა ამასაც “ვინმე” მითბობდეს
მინდა ხშირად ვწერდე.
და მინდა რასაც ვწერდე ყველას მოსწონდეს.
მინდა დომენიკო, ჩემი მეგობარი იყოს…
მინდა ყველა წიგნი ავტორი და სათაური მახსოვდეს რაც წამიკითხავს.
მინდა, თავის ქალა ამხადონ და “ჩამიდონ” ინგლისურის, ფრანგულის, იტალიურის, რუსულის, სპარსულის, ჩინურის, ესპანურის…. და ა.შ. ენების ცოდნა. (ბავშვობის ფანტაზია ახლაც გამომყვა) : )
მინდა ტაბა ტაბაი – სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიტელი თვალებში მიყურებდეს.
და ვფიქრობდე რომ ასეთი თვალები გველს აჩერებს ცხელ ქვიშაზე.
მინდა ტაბაი მიყურებდეს და ფიქრობდეს რომ ყვითელი თვალები მაქვს – ჩამავალ მზისფერი…
მინდა ზუსტად იმდენ ხანს მეძინოს რამდენიც მინდა, და მაინც მზის ამოსვლას ვეგებებოდე.
მინდა რასაც ვგრძნობ ყოველთვის იმის თქმას ვახერხებდე.
მინდა ხშირად იღიმოდნენ…
მინდა ზურგზე თვალები მქონდეს.
მინდა 1 დღე სულ მარტო ვიყო ქალაქში და მაღაზიებს საკეტი არ ქონდეთ. : P
მინდა საკუთარი შოკოლადის ქარხანა მქონდეს.
მინდა ჭვავის ყანაში უფსკრულის პირას ვიდგე…
მინდა მინდორში პირაღმა ხელებგაშლილი ვიწვე და მზე თვალებზე მეფერებოდეს.
მინდა საქართველოს ისტორია კარგად ვიცოდე.
მინდა ლიპარიტ ბაღვაშს ვიცნობდე.
მინდა დროის მანქანით მოვგზაურობდე.
მინდა მზისფერი თევზი მყავდეს ცისფერ აკვარიუმში.
მინდა, ადამიანებს ტყუილის თქმისას ცხვირი ეზრდებოდეთ.
მინდა, როცა ვამბობ, რომ არ ვნანობ, მართლა არ ვნანობდე…
მინდა “ისე ვუცქერდე საკუთარ წარსულს, როგორც გველი უცქერს საკუთარ პერანგს: გახდილსა და დაგდებულს…
…სიცოცხლის ატანა ამ გზით თუ შეიძლება…”
……………………………………………
კიდევ რამდენი…
მინდა ვიცოდე, რა მინდა მართლა…
.
p.s. ცდისპირელის და ანინას მსგავსი პოსტები..
ვაღიარებ, იდეა (არ მომიპარავს) ვითხოვე 🙂
კომენტარები