რა მესიყვარულება

შემოგაზაფხულდა…

შემომზეურდა და ამაფორიაქებს მალე ვიცი.

მემილიონჯერ მომანდომებს გავვარდე გარეთ და ვიბოდიალო მზიან ქუჩებში. მომანდობეს “არა-მარტო” ბოდიალს..

მაგრამ, როცა დავფიქრდები, ვხვდები, ასეც მშვენივრად ვარ!

მეტად თავისუფალი, უფრო მეტად დამოუკიდებელი!

ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და მომწონს.

არ ვარ 24 საათი მობილურს ჩაფრენილი იმის მოლოდინში, თუ როდის მომწერს მესიჯს!

არც ლექციებს შორის შუალედებს ვანაწილებს შეხვედრებისთვის.

არ ვფიქრობ იმაზე,  რა ვუყიდო დაბადების დღეზე. (და სხვათა შორის, არა მარტო მას…)

და არც აუცილებლობა მოითხოვს, ვიყო “მის” მეგობრებთან, რომლებთან ერთადაც ყოფნა არ მსიამოვნებს!

შემიძლია გავეპრანჭო ყველა ბიჭს და არ ვიფიქრო იმაზე რომ რაღაცას ვაშავებ!

შემიძლია უფრო ორგანიზებულად მოვეკიდო სწავალს და უფრო ხშირად ვნახო მეგობრები (თუნდაც იმ ავადსახსენებელი ლექციებს შორის შუალედების დროს.)

არ ვინახავ მობილურში “მიყვარხარ.. ❤  ჩემიიიი…  :*  ვგიჟდები.. ❤  სიცოცხლე ხარ.. ***  ერთადერთი.. :* ” და ა.შ.  მსგავსი სიტყვებით გამოტენილ მესიჯებს და ჩემი განუყრელი მობილურიც აღარ მეუბნება memory full-ო.

ხო, ამაზე გამახსენდა, ჩემი კომპიუტერიც არანაკლებ მადლობელია, სურათების წაშლასთან ერთად რამდენიმე KB-ის გამოსუფთავების გამო 🙂

სახლში მოსვლას საღამოობით ისევ ვიგვიანებ, მაგრამ ახლა ვიცი, რომ მიზეზის კითხვისას არ მოვიტყუები და თამამად ვიტყვი  “რეპეტიციაზე ვიყავი”-მეთქი და ამიტომ ძველებურად არც სინდისი მქენჯნის ჩემი ტყუილების გამო.

კიდე რამდენი მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ვიცი გამოხტებიან მავანნი და მავანნი და ერთი გემრიელად მიმლანძღავენ არარომანტიკულობისა და უგრძნობელობის ბრალდებით  ( ნეტა მიცნობდნენ.. : ) )

ხოდა, აბა ახლა თქვენ მითხარით, რა მესიყვარულება : )

და საერთოდაც,  რა საჭიროა სხვა..  როგორც ერთ ლექსში ვამბობ,

“მე მზესთან ერთად ღიმილით ვივლი!..”