შენ გქვია დედა!

ეს ჩემი მეგობრის დაწერილი პოსტია, რომელსაც ჩემს ბლოგზე ვაქვეყნებ. თემა, ალბათ, მარადიულია – მშობლის როლი შვილის აღზრდაში.

p.s. ნუ შეგაშინებთ დასაწყისში პოსტის პატეთიკური ტონი, ეს ისე შესავლისთვისააო. 🙂 მერე “წყალივით იკითხება” : )

“მშობელო დედა !  

შენ ხარ გიდი შვილის ცხოვრებისა, თითოეული შენი ნაბიჯი მკაფიოდ აისახება შვილის ყოფა-ცხოვრებაზე და თუ ის არ იქნება ბედნიერი, პირველი მიზეზი სარკის წინ ეძებე…   ბავშვის სწორი ჩამოყალიბება-განვითარება რთული და ამავდროულად ხანგრძლივი პროცესია, მას თან სდევს ბევრი დაბრკოლება და წინააღმდეგობა. ამ მოვლენებში ყველაზე დიდ და მთავარ როლს გარემოება ასრულებს. საინტერესოა რეალურად რამდენ ადამიანს ესმის ზემოთხსენებულის აზრი, და რამდენი აცნობიერებს რეალურად რას ნიშნავს ეს ყოველივე.    ბავშვი ეს გამჭვირვალე  ჭურჭელია, რომელიც იმ ფერს მიიღებს , რა ფერის სითხესაც ჩაასხავთ შიგ, ხოლო როცა იგი სრულიად გაივსება, ასეთი დარჩება ბოლომდე, მანამდე სანამ დრო არ იმოქმედებს თავისას მასთან მიმართებაში. 

 წარმოიდგინეთ რა საცოდაობა და სულმდაბლობაა დედა, რომელიც თავის 15 წლის გოგონას იმისათვის სჯის ( უარეს შემთხვევაში სცემს) , რომ მეორედ უპოვა სიგარეტი წვრილი ღერები ჩანთაში( ან ჯიბეში) , რომელიც თურმე სულაც არ ყოფილა მისი საუკეთესო დაქალის და ეს ყველაფერი ხდება მაშინ , როდესაც გოგონას ყრობაში კალიასკასთან ლამაზ “ხმაურასთან” ერთად KENT ის ელეგანტური საფერფლე ედგა.

ანდაც კიდევ უარესი, წარმოიდგინეთ მშობელთა კრება,საკლასო ოთახი, მშობლები გასუსულები სხედან და გაფაციცებით ელოდებიან რას იტყვის ნერვებისგან გავარვარებული დამრიგებელი, რომელიც ბოღმისაგან ისეა უკვე,აღარ იცის საიდან დაიწყოს გადმონთხევა და მოუსვენრად სცემს ბოლთას საკლასო ოთახის ერთი თავიდან მეორე თავამდე. ბოლოს მისი მრავალნაცადი გამჭრიახი გონებაც არ აყოვნებს და სწრაფად აწვდის იდეას ” ყველაზე ტკბილი ბოლოსთვის შემოინახოს”  და ისიც მონოლოგს წარჩინებული ბავშვების ქებით იწყებს. ამის მოსმენაზე უფრო და უფრო აზარტში შედიან “დანარჩენი” ბავშვების მშობლები, აი დადგა დამრიგებლის სანატრელი დროც, გახსნა ჭიშკარი და თამამად გამოუშვა სალანძღავი და საძაგელი სიტყვების მთელი არმია, რომელთაც ერთიანად გადაურბინეს და მიწასთან გაასწორეს “მსხვერპლი მშობელი”.  დამრიგებელმა რათქმაუნდა შვებით ამოისუნთქა და ადამიანის ფერი მიიღო, მაგრამ ეს ყველაფერი როდია?!

ახლახანს “მიწასთან გასწორებული” მშობელი, რომელიც ზის და იმას ფიქრობს , რომ ურჩევნია მიწა გაუსკდეს და საბოლოოდ დაინთქას, თავის ჯერს ელოდება : ” აბა ხომ არ შეარჩენს შვილზე ამდენი ხალხის წინ ამდაგვარი რაღაცეებით თქმას ? ” , თან ესეც არ იყოს თავს და ოჯახს შეურაწყოფილად გრძნობს, რატომღაც მხოლოდ ეხლა გაახსენდა , რომ “შვილი ოჯახის სარკეა” , როგორც იქნა მოუყარა თავი, მასში აღძრულ ყველა გრძნობასა და განცდას და ერთი გემოზე გამოლანძღა შენი “გულდამშვიდებული” დამრიგებელი, შემდეგ კი, როგორც ყველაზე მარტივი გამოსავალია, ისე მოიქცა და პროტესტის ნიშნად დატოვა საკლასო ოთახი, თუმცა აღსანიშნავია რომ ეს ყველაფერი არარის, მას ახლა მეორე დუბლი აქვს სათამაშო. მისი გონება ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ გადაუხდის სამაგიეროს შვილს ასეთი დამცირებისთვის. “იატაკის საწმენდი ჯოხით ააჭრელოს ( გააპოლისჯოხოს ) თუ მხოლოდ გაჩეჩვით დაკმაყოფილდეს? ”  საბოლოოდ მაინც ის აზრი იმარჯვებს რომ “პოლისჯოხი” საჭირო ნივთია სახლში და ისევ თმებით თრევა სჯობს, თან ამ უკანასკნელს ერთი-ორი ალიყურითაც გააფორმებს და შემდეგ კრებაზე მისულს დამრიგებელი წითელ ხალიჩას დაუგებს სანიმუშო შვილის აღზრდისთვის.

სახლში დაბრუნებულ გაცეცხლებულ დედას შვილი რათქმაუნდა კომპიუტერთან დახვდება, რომელსაც “Odno” ში  ” Acenkebi” სა და “Facebook” ში “Like” ების წერისაგან უკვე მოხარშული თევზივით აქვს თვალები. ეს ფაქტი რათქმუნდა დედის ცეცხლზე ნავთს დაასხამს და უფრო დაუზოგავად ჩააფრინდება შვილს ახალდაყენებულ “fashion” ვარცხნილობაში, აი კულმინაცია კი მაშინ იწყება როდესაც ამ ფაქტს მამა შეესწრება. გაურკვევლობისგან დაბნეული “ოჯახის ბურჯი” გემრიელად და მთელი არსებით “კითხულობს” და ნაირ-ნაირი სიტყვებით ამკობს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ერთხელ მაინც ამოუსუნთქავს მისი საყვარელი მეუღლის გვარში. შემდეგ როცა ყველაფერი “დალაგდება” და ოჯახის დიასახლისიც შეწყვეტს ნერვებისგან ისერიულ კანკალს, მოჰყვება ბოლოსდაბოლოს მისი განრისხების მიზეზს, იმასაც უფრო “გააზვიადებს” მეტი ეფექტურობისთვის. ჰოი საოცრებავ, ახლა მამის მეორე დუბლის ჯერი დადგა და ისევ “იხსენებს” ოჯახისწევრებს ნათესავებს  …

დამნაშავე კი ბოლოს არის ბავშვი, რომელსაც რამდენჯერმე არ მოერიდა მასწავლებლის წინ უწმაწური სიტყვების რახარუხი და არც “ენის ტრიალზე”  უთქვამს უარი უფროსების წინაშე.    

ბევრი სხვა რამეც შეიძლება მოხდეს უარესი, როცა დედა შვილს მეზობელ ბიჭთან სადარბაზოში რაღაც უცნაურს და საეჭვოს შეამჩნევს , თან უკვე მერამდენედ ? თუმცა რატომ არაფერი იღონა აქამდე? ალბათ იმიტომ რომ გულით სჯეროდა მისი “ქალიშვილი” სულით სპეტაკი იყო და იგი მხოლოდ “ოჯახობანას” და “დენ-დენ-დურის” თამაშით შემოიფარგლებოდა. ის კი რატომრაც დაავიწყდა, როდესაც ბაღიდან ბავშვის გამოსაყვანად ბრუნდებოდა, როგორ გაეარშიყა მას არაერთი “თაყვანისმცემელი”, ისე რომ არც თვითონ უთქვამს უარი. სახლში კი ბევრი შემთხვევა ჰქონია როდესაც ახალ “დაქვრივებულს” და მარტოდ დარჩენილს ” ნუგეში” სჭირდებოდა და რათქმაუნდა “მანუგეშებლებიც ” არასოდეს იგვიანებდნენ, ეს ყველაფერი კი ხდებოდა რათქმაუნდა სახლში, შუშისკარებიან ოთახში , საიდანაც რატომღაც საწოლის ჭრიალის ხმა გამოდიოდა და ხელს უშლიდან სასტუმრო ოთახში ობლად დარჩენილ ბავშვს, იმ სათამაშოთი გართობაში, რომელიც სულ ცოტახნის წინ მიუგდეს, “ჭკვიანად” ყოფნის მიზნით. 

სამწუხაროა, მაგრამ ეს დღევანდელი საკმაოდ სამარცხვინო რეალობაა. ეს არ ხდება მარტო ბავშვებში. მშობლის “უღირსი” საქციელი ყოველთვის აისახება შვილზე, დიდობაშიც და ყრმობაშიც, არ აქვს მნიშვნელობა სად როგორ და რანაირად. მე მეცოდებით და მებრალებით ყველა ამის ჩამდენი და გულახდილად რომ ვთქვა მეზიზღებით კიდეც, ხოლო რეალურად დამნაშავე ვინაა ამ ყველაფერში, თქვენთვის მომინდვია მკითხველო . “

უტა შინჯიკაშვილი


Advertisements

გაზაფხულივით არეული პოსტი…

შემოგაზაფხულდა..  კარგი, არ მითხრათ, რომ კალენდარს შევხედო ან მობილურში ჩავიხედო. ვიცი, ვიცი რომ 5 მაისია და გაზაფხულის ნახევარზე მეტი გასულია,  მაგრამ მე მაინც ეს რამდენიმე დღეა რაც  “შემოგაზაფხულების” შეგრძნება მაქვს..  

არეული ამინდები. ხან მზეა, ხან წვიმა.  ღამეები  თბილი და ჩუმი.  დილით წვიმის ხმა მაღვიძებს და ცოტა ხანში უკვე მზე  მიკაკუნებს ფანჯრის მინებზე.

აი ეს მიყვარს ❤ 

მინდა წავიდე, გავიქცე ე ე ე . . .  

მარტო მე ვიქნები, მზე და წვიმა.. 

მიწას გავაკრავ დამძიმებულ სხეულს და თვალებდახუჭული შევაცქერდები მზეს. 

მარტო ვიქნები.

და ვიფიქრებ, ვინმე რომ მხედავდეს, აუცილებლად შეშურდებოდა–მეთქი ჩემი.

……………………………………………………………………………….

… ჩემგან 2 სკამის გამოტოვებით მასწავლებელი ქალები სხედან და საუბრობენ. ყვითელი ავტობუსი ირწევა აქეთ– იქით. ერთ–ერთს ხელში ყვავილების დიდი თაიგული უჭირავს, ღონისძიებაზე ყოფილან. მასწავლებლები არიან. გაჩერებას ვუახლოვდებით, უფასო მგზავრობის ბარათებმომარჯვებული ქალები გასასვლელისკენ იწევენ.

–”ჩვენ, მასწავლებლები, სულ უფასოდ დავდივართ, ხოდა აი ეს თქვენ მეუღლეს ან შეყვარებულს მიართვით” – თაიგულს მძღოლის გვერდით დებს და ჩადის.

………………………………………………………………..

გუშინ გვანცას გავებუტე.  თითქოს უმიზეზოდ, მაგრამ მაინც… მინდოდა შეემჩნია რომ მეწყინა!   და ვერ ვიტან როცა ვიღაცაში მცვლიან. ხო, ვიცი, ვიცი, არავისშიც არ გავუცვლივარ და მართლა ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ვერ ვიტან მის ხანდახან უყურადღებობას, გულმავიწყობას…  ახლა მწერს, ნეკა თითი გაამზადე შევრიგდეთო: ) შევრიგდებით, აბა რას ვიზავთ, არც გვიჩხუბია. უბრალოდ მეწყინა და გულში არ დავიტოვე! ეგ იყო და ეგ…

………………………………………………………………

….  “შიშველ სიმართლეს” ვთამაშობდით, მკითხეს, Facebook-ზე რომ შედიხარ, ჩათში, ვისი დანახვა გიხაირია ხოლმე ყველაზე მეტადო…

მერე დავფიქრდი. ხო, მიხარია და სულ მინდა რომ ვხედავდე!   (ალბათ 🙂 )

ოღონდ, არ მიყვარს, მართლა.. უბრალოდ მიხარია ❤

p.s. რომ არ კითხულობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი ნათესავები, ჯგუფელები, ჩემი მეგობრის დედა…  და ჩემი KBH-ელები, ალბათ უფრო მეტს დავწერდი 🙂 ნუ მზღუდაავთ! : )))

…………………………………………………………

… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯერ უნდა დავფიქრდე და მერე ვილაპარაკო. ან საერთოდაც არაფერი ვთქვი… სულ მცირე იმიტომ მაინც, რომ გია ბუღაძის შეკითხვაზე, ინგლისელ მხატვარზე არ ვთქვა რომ ფრანგია… : )

………………………………………………………….

… “მორჩა, დღეიდან დიეტაზე ვარ!” – უკვე მერამდენეჯერ გავიფიქრე და მივხვდი, რომ ყოველთვის, როცა უკვე გემრიელად ნაჭამი ვარ, მაშინ მაფიქრდება ეს… : )

………………………………………………………..

…სახლში მოსვლას ისევ ვაგვიანებ,  მაგრამ ისე ვიქცევი, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს.

………………………………………………………………

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთები სულ სხვანაირად აღმიქვამენ, არ მიფიქრია ამაზე არასდროს…

………………………………………………………………………….

ალბათ, ხვალაც დავაგვიანებ ლექციაზე…

მაღვიძარას დარეკვამდე მეღვიძება.  ლოგინიდან წამოვიწევი და ფანჯარას ვაღებ.  თეთრი ფარდა ოდნავ ფრიალებს. მე საბანში ვეხვევი, თვალებს ვხუჭავ და ფიქრს ვიწყებ. ვოცნებობ… არ მეთმობა. სიზმრებიდან გამოყოლილ სურნელს ღრმად ვისუნთქვა და..

ისევ ვაგვიანებ.
………………………………………………………………………………..……….

გაზაფხულივით არეული პოსტი….