მარტის ფერადი ქოლგები…
Posted: მარტი 16, 2010 Filed under: მზიანები | Tags: მარტი, მზე, სოკო, ქოლგა 12 Comments მიყვარს ქოლგები… დიდები.. ფერადები… გამჭვირვალე… ყვავილებიანები…
არამც და არამც შავები!!!
მიყვარს ქოლგები წვიმაში.. მზეში… მინდორში… პლაჟზე…
მიყვარს შხაპუნა წვიმა და მზიანი ქოლგები….
თაკარა მზე და ეშმაკუნა თავშესაფარი… 😉
მინდორი და სირბილი…. ქოლგით.. რა მოხდა მერე 😉
მიყავრს ჩემი ვარდისფერი ქოლგაც.. : )
და კიდევ იცი რა მიყვარს… : ) ეს… ერთი ქოლგის ქვეშ… :*
სოკოებიც ალბათ ამიტომ მიყვარს.. : )
ოღონდ შხამიანი ლამაზი სოკოები …
რო ვერ შეჭამ ისეთი და რო არც მოწვეტ ამის გამო 😀
მხიარული მარტის მხიარული წვიმების თანამგზავრი ფერადი ქოლგები…
მიყვარს ტყუილად წამოგებული ქოლგები…
მხიარულად მოცეკვავეები გაზაფხულის წვიმაში… შენთან ერთად…
ჩუმი, გაწუწული მესაიდუმლეები…
“წვიმის წყლით თუ თმებს დაიბან, ოქროსთმიანი იქნებიო” – გამიგონია და …..
ჩემი მხიარული, ფერადი და მესაიდუმლე ქოლგები მიყვარს….
“მარტია, მარტია… ენძელებს მაყრიან…”
Posted: მარტი 1, 2010 Filed under: მზიანები | Tags: აყვავება, გაზაფხული, ენძელა, მარტი 5 Comments მიყვარს გაზაფხული!
ან ვის არ უყვარს თეთრად და ვარდისფრად აფეთქებული ხეები… მხიარული წვიმები და ანცი მზე… 🙂 გულის უცნაურად ფეთქვა და ჰაერში ყვავილებისა და წვიმით დასველებული მიწის სუნი…
თუმცა ეს ყველაფერი ჯერ ცოტა ადრეა.. 🙂 ჯერ მხოლოდ გაზაფხული შემომარტდა… 🙂
“მარტია, მარტია, ენძელებს მაყრიან…
სიცოცხლე ლამაზი როგორ მიხარია.. ”
რამდენიმე დღეა ამეკვიატა ბავშვობისდროინდელი ლექსის სტრიქონები.. 🙂
მიხარია… მიხარიააააა… მიუხედავად იმისა რომ დღეს 1 მარტია და არც ანცი მზისთვის მომიკრავს სადმე თვალი, არც მხიარული წვიმისთვის… არც ყვავილების და მიწის სურნელი მიგრძვნია სადმე…
ხო მართლა.. 🙂
ჩემს ქუჩაზე ჯერ კიდევ 2 დღის წინ შევამჩნიე აყვავებული ჭერმის ხე.. 🙂
გული კი უკვე 5 თვეა რაც უცნაურად მიცემს… :*
კომენტარები