“მითხარი ჩვენს ქუჩაზეც გამოიდარებს მალე…” ანუ უპირადესი პოსტი.. :)

გუშინ ერთ-ერთ ლექციაზე კიდევ ერთხელ შეგვახსენა ლექტორმა რომ ადამიანი არის ამოცნობი ფენომენი და სწორედ ამიტომ სიტყვა “ადამიანი” არის ტერმინი და არა ცნება!    მთავარი აზრი “ადამიანის” ტერმინობისა კი ის იყო რომ სხვადასხვა სფერო სხვადასხვანაირად იაზრებს და განიხილავს მას.. მაგრამ მე ახლა არ ვაპირებ იმ ლექციის მოყოლას..

უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ადამიანი მართლა ამოუცნობია! ერთ-ერთი ამის დამადასტურებელი კი მისი ხასიათის სწრაფი ცვლაა.. რომელიც მე  დღეს  (და არა მარტო დღეს) ჩემს თავზე გამოვცადე….

გაგვიძებისთანავე skype-ს ვეცი და ჩავრთე, მერე კინაგამ ნერვოზი დავიმართე რო აღარ და აღარ შემოდიოდა..  მერე  შემოვიდა.. ვიჭუკჭუკეთ 🙂 მერე ვეკაიფეთ ერთურთს.. მერე გაბრაზების პირას ვიყავით… მერე ვიყვირე.. ტელეფონს ფრენა ვასწავლე 🙂 … გავაშანშალე მესიჯი “დავშორდით”, მაგრამ არ გავაგზავნე.. მერ სხვა რამე გავაგზავნე…  ტირილიც თავისთავად..  დრამატული მომენტები…   მერე თბილი სიტყვები..  მერე ისევ მწარე..  შიგადაშიგ ტირილი…  ბოლო იმედიანი სიტყვა..  და რომ იმედი მართლა ბოლოს კვდება!..

მერე სიწყნარე..   მარტო მუსიკა…   სტატუსი:   “დრო რომელსაც სულს ვერ დაავიწყებ, დრო რომელიც აღარ განმეორდება”.. და ცოტა მოგვიანებით :   “მითხარი ჩვენს ქუჩაზეც გამოიდარებს მალე…”


და ეს ყველაფერი მხოლოდ 11:30-დან 12:30-მდე… 🙂

ყველაფერი:  ღიმილი..   კოცნა..  გაცეცხლება..   ტირილი…   სითბო..   კივილი   (არავის გესმოდათ ჩემი კივილი?) ტკივილი..   სიმშვიდე  და  ისევ ღიმილი… 🙂

იცვლებოდა ხასიათი და ემოციები  მაგრამ ერთი მაინც უცვლელი იყო.. გულში სიყვარულის გრძნობა..   🙂

ჩვენს ქუჩაზეც გამოიდარებს მალე….