ვანოს დღე და დაუვიწყარი ღამე!
Posted: ივნისი 11, 2011 Filed under: დაუვიწყარი დღე!, ჩე_მზე, KBH | Tags: დაბადების დღე, ვანო, კარაოკე, ნიკუშა, სასმელი, ტორტი, ღამე, ცეკვა, KBH 10 Commentsახლა ვწერ ამ პოსტს, იმიტომ რომ ვიცი, რაც უფრო ბევრი დრო გავა, მერე უფრო დამეზარება, მე კი არ მინდა რომ ეს დღე როდესმე დამავიწყდეს! არც დამავიწყდება! უბრალოდ მინდა აქაც დავწერო.
სანამ ჯერ კიდევ მტკივა ფეხის კუნთები, ჯერ კიდევ მაქვს უძილობისგან თვალები დასიებული და სადაც დავჯდები იქ მეყვინთება.
მოკლედ, ვანოს დაბადების დღის ამბებზე ვყვები!
მოკლედ, მე ბანალური გოგო ვარ და ბანალურადვე ვიტყვი: “არც კი ვიცი საიდან დავიწყო!”
არ მინდა უემოციოდ მოვყვე, არადა ვხვდები რომ აქ ისე კარგად ვერაფერს დავწერ და ვერ გაგაგებინებთ რა კარგი იყო!
წარმოიდგინეთ თსუს კავეენშიკები!
ყველზე მხიარულები, ყველაზე საზრიანები და ყველაზე მეგობრულები!
მთელი ოჯახი!
საღამოს 7 საათიდან დილამდე ერთად. ყველაზე არაჩვეულებრივი ღამე!
ძირს დავარდნამდე ცეკვა, ბევრი სასმელი, ჭერზე ასხმული შამპანიური და ყველაზე გემრიელი შოკოლადის ტორტი. გოგოების ცეკვა ვანოს, ჩვენი ჰიმნი, ზემოთ ამოვარდნილი აკივლებული მეზობელი, კედლებზე სამახსოვრო წარწერები, პირველად გასინჯული არაყი და კიდე ის რაღაც ცეცხლებიანი სასმელი ყელი რომ ჩამწვა და დამაბრუალა 🙂
კარაოკეში შეჯიბრებები, რაღაც გიჟური თამაშები, ერთ ფურცელზე ცეკვა, “ყური ტერფზე” და კიტრის შუბლებს შორის გაჩერება წყვილებში 🙂
მერე უფრო გვიან, დაღლილებმა და გაბრუებულებმა რომ ავითვისეთ ყველა ოთახის ყველა კუთხე–კუნჭული და მივეყარეთ. აივანზეც კი ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იყო, როგორც იტყვიან ხოლმე 🙂
და რომ არ მეძინებოდა და არც სხვას ვაძინებდი, რა იყოთ ხვალაც აქ კი არ ვიქნებით გავათენოთ–მეთქი…
მერე ყველაზე შავი ისტორიები , მეც რომ გამაბრიყვეს, ჯერ მომასმენინეს და მერე მეც დამაწყებინეს გამოგონება : ))
და მერე ნიკუშას და ჩემი გულახდილი საუბრები.. უფრო ჩემი : ) (ნიკუშ ჩემში ხარ! :* )
მეორე ოთახში კი ერთ ლეიბზე მიყრილი ბავშვები და “მოსატანი მეეტანათ” და
“ის ღამეე, თივის ზვინზე გავათენეეე” : ))))
მერე მართლა დაგვათენდა თავზე…
არადა, როგორ ვნატრობდი დიდხანს გაგრძელებულიყო ის ღამე!
იმიტომ რომ მიყვარხართ!
ჩემები ხართ!
და როგორც ვანომ თქვა, მგონი მართლა “ვაშენებთ ამჯადოსნურ ადგილას ოჯახს!”
ჩვენი ჰიმნი! იქნებ თქვენც აგეკვიატოთ 🙂
კომენტარები