გერმანიის ფსევდოფანები და ტანტალა ბიჭი :)

მე რომ ეხლა სულ ცოტა ტვინი მქონდეს თავში და ერთი ნაოჭი მაინც მოიძებნებოდეს, აქ კი არ უნდა ვიჯდე, ორი ღამის მღვიძარობის შემდეგ უნდა მივწვე ლოგინზე და საღამომდე ვიძინო!
ხოლო თუ ერთის ნაცვლად 2 ნაოჭი მექნებოდა, მაშინ ძილის მაგივრად ჯურნალისტიკის ქსეროქსებით უნდა ვიყო გარშემორტყმული და ხვალინდელი გამოცდისთვი ვემზადებოდე!
მაგრამ როგორც ხედავთ არც მძინავს და თქვენც წარმოიდგინეთ ვერც წიგნებს და ქსეროქსებს დალანდავთ სადმე ჩემს გარშემო..  დასკვნა თქვენთვის მომინდია 😀 😀 😀
მგონი ცოტა მაინც შემომრჩა საღად აზროვნების უნარი… ხოდა აი:   მართლა უნამუსობაა ლექტორი ყველაზე მაღალ ქულას მე და სალოს (2 სალო :* )  გვიწერდეს მთელ ჯგუფში, და ჩვენ კიდე ამით “გაბლატავებულები” გამოცდისთვის სამეცადინოდ განსაზღვრულ დროს ასე “ფუჭად” ვფლანგავდეთ 😀
ასევე უნამუსობაა მამა დაქალთან     “კი ჩემი სიცოცხლე, დარჩი და იმეცადინეთ”-სიტყვებით  გტოვებდეს და თქვენ კიდე ჯერ მთელი დღე ჭორაობდე და შიგადაშიგ (უფრო ხშირადაც 🙂 ) მოპირდაპირე სახლის აივანზე ძააალიან საყვარელ ბიჭს უთვალთვალებდეთ 😀
აჰ და ყველაზე აღმაშფოთებელი გინდა გითხრათ? ის ჩვენი ცოდვით სავსე შიშველი დატანტალებდა აივანზე და იმდენი ვიძახეთ ჩვენთვის, “ჩაიცვი ახლა შე კაცო, არ მოგვწონხარ ეგეთიო” რომ ცოტა ხანში მართლა ჩაცმული გამობრწყინდა  🙂  მერე ძმაკაცები ამოუვიდნენ, და მე, სალო და მარი აივანზე გამოვეფინეთ და ახლა იქ დავიწყეთ “მეცადინეობა” 🙂  მერე შეიხიკნენ სახლში და ჩვენ პატიოსნად განვაგრძეთ სწავლა  😀

სადღაც ნახევარ საათში აშკარად მესმის ღრიალი იმ სახლიდან, სალოც გაოცებული თვალებით იყურება, თავიდან ვიფიქრეთ რომ საქეიფოდ იყვნენ ამოსულები ბიჭები ძმაკაცათან და ეს ღრიალი რა უბედურებაა… თან რო აღარც დამთავრდა…
და მოულოდნელად გაიელვა ჩემს ტვინში ნათელმა აზრმა:       “საალ ფეხბურთს უყურებენ ალბათ და გოლი გავიდააა!”- ვიღრიალე მთელი ხმით და გავვარდით ტელევიზორის ჩასართავად 😀

გერმანია-ინგლისი

1-0

მაინც რა ლოგიკა მაქვს მე თვითონ მიკვირს რაა 😀 😀   აბა სხვას რას შეიძლებოდა აეღრიალებინა ერთად შეკრებილი მამაკაცები სამხრეთ აფრიკული ციებ-ცხელების პერიოდში, თუ არა დიად ფეხბურთს! 😀

მივეკარით ტელევიზორის ეკრანს და გერმანელების ყველა შეტევას და უბრალოდ ფეხის გაქნევას ოვაციებით ვხვდებოდით 😀 იქნებადა იმ ბიჭმა გაიგოს, ჩვენც გერმანიას ვგულშემატკივრობთ და როცა საერთო ინტერესები გაქვთ უფრო ადვილად დაახლოვდებიან ხოლმე ადამიანებიო ვვარაუდობდი(თ)  😀
ერთი კი გავიფიქრეთ რა უსინდისო და მედროვე გულშემატკივრები ვართთქო, მაგრამ მაშინვე ვუარყავით ეს აზრი და გავაგრძელეთ შეძლებისდაგვარად  ხმამაღალი ბალეშიკობა 😀 😀
ცოტა ხანში რომ შევატყვეთ რომ ინგლისს კარგი დღე არ ადგა, შეგვეცოდა  დათრგუნული ფეხბურთელები (გვაპატიონ ინგლისისი ფანებმა სიბრალულისთვის)  და გადავწყვიტეთ, მოდი ეხლა ამათ ვუგულშემატკივროთ, იქნება და მოიგონო 😀    და ახლა ინგლისელების ყველა ფეხის  აქნევა-გამოქნევის და ცრუ ელემენტების შემცველი მოძრაობის მოწონებას გამოვხატავდი დაუოკებელი და ხმამაღალი შეძახილებით 😀


ვიყვირეთ, ვიყვირეთ.. ჩავიწყვიტეთ ხმის იოგები  მაგრამ რად გინდა..   მოპირდაპირე სახლის ფანჯარაზე  ფარდაც კი არ შერხეულა 😀
იმედგაცრუებული გადმოვდექი აივანზე და…

“- რა ამბავია, რა  გაყვირეეეებთ!” – ბრაზმორეული  თვალები შემოგვანათა და ამოგვყვირა  1-ლი სართულიდან  წერეთლის ქალმა 😀 😀