სტუდენტური პროტესტი :D

როდესაც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი შეშინებულ-შეშფოთებულ-აღელვებულ-დაძაბული და ა.შ. იყო, მე გაგებაში არ ვიყავი რა ხდებოდა, უკვე “შემთვრალ სადღეგრძელოებს” ვუსმენდი და შამპანურს ვყლურაწავდი 🙂 მაშინღა გავიგეთ რა ხდებოდა როცა იუბილარის ბიძა შემოვიდა და სიცილი-ხარხარში მოგვიყვა რომ თურმე ერთ შეშინებულ მეზობელს “პოპულიდან” სურსათი გამოუზიდავს და ოჯახთან ერთად გარბოდა 😀 რა თქმა უნდა ბახუსის და “ინფორმაციულ ვაკუუმში” ყოფნის გამო  კარგად ვერც გავიაზრეთ რა მოხდა და გავაგრძელეთ “ყლურწვა” 😀


საცოდავი დედაჩემი.. თურმე ამ დროს ხან ჩემთან დარეკვას ცდილობდა და ხან ჩემ დასთან..  😦  უშედეგოდ..   ჩემი ლამაზი დედიკო…


აგორდა პროტესტის ტალღა “იმედის” წინააღმდეგ და რა თქმა უნდა არც სტუდენტები ჩამორჩებოდნენ!   დღეს ლექციის მერე უნივერსიტეტის მე- 6 კორპუსიდან გამოსულს   “გზა გადამიკეტა და მოძრაობა შემიფერხა”   😀  რამდენიმე ათეული სტუდეტის გამოსვლამ.   საპროტესტო აქციის ლოზუნგი იყო   ” ნუ იტყუება იმედი!”

იქ ნახავდით როგორც მომავალ ჟურნალისტKებს, რომლებიც ზემოთ ნახსენები ლოზუნგის თითოეულ ასოს ინაწილებდნენ,   ფურცლებზე წერდნენ და თანმიმდევრულად ლაგდებოდნენ,   ასევე მოცლილ სტუდენტებს რომლებიც სკანირებდნენ “ძირს მატყარა “იმედი” და სემინარებსაც “საპატიო” საბაბით აცდენდნენ   😀

თქვენი მონა-მორჩილი  კი ამ დროს ცოტა მოშორებით ვიდექი და ველოდებოდი ერთ ვაჟბატონს რომელიც საეჭვოდ ცუდად იგვიანებდა და ზუსტად მაგას დააბრალეთ ეხლა რომ მე იმაზე გაბრაზებულმა და “განერვიულებულმა” ( 😀 ) ვეღარ მოვიფიქრე სურათების გადაღება  “მასობრივი საპროტესტო აქციისთვის”   რომელში მონაწილეთა რაოდენობა ჭეშმარიტ პროტესტანტებთან,   მოცლილ სტუდენტებთან და უბრალოდ გაკვირვებულსახიან გამოვლელებთან ერთად სულ დიდი 50 კაცს არ აემოტებოდა 😀

მოკლედ ასე იყო თუ ისე მთავარია რომ “იმედმა” “იცუღლუტა”, (არ გამინაწყენდეთ ასეთი უმსუბუქესი შედარებისთვის, არ მინდა პოლიტიკური ჭრილი და აღშფოთების მწვერვალი…)   -სტუდენტებმაც “იცუღლუტეს”..

და მე კი ამ დროს ვიდექი და ველოდი… 🙂



მოვიდა 15 წუთის დაგვიანებით… 🙂