ორი გოგო
Posted: ნოემბერი 7, 2013 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, ჩემეული ჩანახატები... :) | Tags: ანიმე, თსუ, იაპონია, მზიური, სოციოლოგია, უნივერსიტეტი, ფსიქოლოგია, ხილიანი, ordinary 5 Commentsპირველ კურსზე ორი გოგო სწავლობდა ჩემთან ერთად, სოფო და თამთა. ორივეს ძალიან, ძალიან, ძალიან უყვარდა იაპონია. სოფოსთან ერთად ინგლისურზე დავდიოდი, თამთასთან ერთად, – აღარ მახსოვს რაზე. ერთმანეთს არ იცნობდნენ, ხოდა ავდექი და გავაცანი.
მერე თსუ-ში იაპონური ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნა, რა თქმა უნდა, ჩაეწერნენ. მეც მეუბნებოდნენ, ვაპირებდი კიდეც, უფრო მათი ხათრით, მაგრამ სულ რაღაც მიშლიდა ხელს. თან მერე მივხვდი, იაპონურზე მეტად ის მომწონდა, ასე ძალიან რომ უყვარდათ ყველაფერი იაპონური.
..სოფომ მასწავლა გზა გეპეიდან თსუ-მდე, ხილიანისა და მზიურის გავლით, თამთა კი სულ მთხოვდა რომ ანიმეების ყურება დამეწყო.
..ერთი წლის მერე ინგლისურის ლექციები დამთავრდა. იაპონური ენის შესწავლა, – არა..
მერე როგორც მახსოვს, სოფომ ფსიქოლოგობა გადაწყვიტა, თამთამ სოციოლოგობა, მე კი, ფსიქოლოგიის და სოციოლოგიის შესავლებიც კი არ მქონდა გავლილი.
ხოდა, როგორც ხდება ხოლმე, დავიკარგეთ.
ბოლოს რომ ვნახე, ერთად მოსეირნობდნენ უნივერსიტეტთან. გამიღიმეს. მოვიკითხე. ეგ იყო და ეგ.
ხოდა ამ სიმღერაზე მაინც სულ ეს გოგოები მახსენდება და ის მომენტი, როგორ ვიწერდი სოფოს ტელეფონიდან ამ სიმღერას, რადგან დამარწმუნა, რომ “ordinary” საუკეთესო იაპონური ჯგუფი იყო 🙂
ეხლა მათ შემთხვევით რომ გადავეყარო ქუჩაში, არ ვიცი რა იქნება.
..თან მე ჯერ ერთი ანიმეც კი არ მაქვს ნანახი… : ))
მათ კი, იმედი მაქვს, ისევ ისე უყვართ ♥
თსუ-ს კოშმარი!
Posted: ოქტომბერი 2, 2011 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, problem... | Tags: ბაზა, თსუ, კრედიტი, საგანი, სიზმარი, ცხრილი 9 Comments…. შეშინებულსა და მთლად გაოფლილს გამეღვიძა… ალბათ მანიაკებითა და ზომბებით სავსე სიზმარი ვერ შემაშინებდა ასე. ეს ნამდვილად უარესი იყო: “ბაზა გახსნილია.. მე დავაგვიანე.. ვერაფერს ვირჩევ! ნერვები მეშლება.. ვტირი.. აააარცერთი კრედიტი!” 😐
სწრაფად ვახელ თვალებს და რატომღაც ჩემს აჩქარებულ გულისცემას ვუწყებ თვალას. სიზმარს ვიდგენ მეხსიერებაში.. საათს დავხედე. 03:14..
“თუ ხვალ გავიგე რომ შუაღამისას გაიხსნა ბაზა, ჩავთვლი, რომ წინასწარმეტყველური ნიჭი მაქვს.” რატომღაც სულელივით ვიღიმი და გვერდს ვინაცვლებ.
ბბრ.. ვერ ვისვენებ.
სწრაფად ვდგები და კომპიუტერს ვრთავ…
sms.tsu.ge … სტუდენტი. სალომე ჩხეიძე. პაროლი ( :P) … ინდივიდუალური ცხრილი…
საგნების არჩევა ისევ გაფერმკრთალებულია. ბაზა არ გახსნილა!
რატომღაც ისევ სულელივით ვიკრიჭები და მიტოვებული ლოგინისკენ მივიწევ…
ჩემი სიზმარი მეორე დღესვე ამიხდა: ზუსტად ღამის 4 საათამდე ვიჯექი და ველოდებოდი როდის გაიხსნებოდა ბაზა.. ვცდილობდი არ დამეკარგა მოთმინება. ვცდილობდი…
ბოლოს უკვე ვიცინოდი…
ვიცინოდი ვერ არჩეულ კრედიტებზე, ჩემს თავზე, ჩემი ჯგუფელების სასოწარკვეთილ და გინებაგარეულ სტატუსებზე.. ვერ გახსნილ ბაზაზე და 3 და 4 კრედიტიან არჩევით საგნებზე.. დაწყვეტილ ნერვებზე და ჯერარდაწყვეტილებზეც..
მოკლედ ვიცინოდი.
თსუ-ზე!..
მაგრამ მე მგონი ყველაზე მეტად გამიმართლა… 2 დღიანი საგნებს ჩასაფრებისა და უნივერსიტეტის დეკანატში რამდენიმე ვიზიტის შემდგეგ.. “იქმნა ნათელიი!”
8 საგანი. ზუსტად 35 კრედიტი და რაც მთავარი ყვეეელა ჟურნალისტიკის!!! სხვა ფაკულტეტების და ჩემთვის არასაინტერესო საგნების შემოჩეჩების გარეშე!
ჩემი ამ სემესტრის ცხრილი!!!
ჩათვალეთ რომ ღორი ვარ და გახარბებთ 🙂
p.s. ხო, გილოცავთ თსუ-ელობას პირველკურსელებო, მეც მიხაროდა თქვენხელა რომ ვიყავი 🙂
ხოდა თქვენც გილოცავთ, მაინც 🙂 ჯერ ყველაფერი წინ გაქვთ 😉
p.s.2 🙂 ის კოშმარული 2 დღე მთლიანად არ აღვწერე. არა იმიტომ რომ ყველაფეირ ზედმიწევნით არ მახსოვს.. არა, უბრალოდ დავიღალე… 😐 თსუ-ელი თუ ხარ ამას ისედაც მიხვდები… თუ არადა take it easy 😉
ნამძინარევი ფიქრები
Posted: ივნისი 7, 2011 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე | Tags: ანი, ბლოკნოტი, ვეკო, თსუ, ლექცია, წვიმა, KBH 10 Comments
…ღამით საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა. მობილურს დავხედე. ღამე აღარ ეთქმოდა უკვე, დილის 6 საათი იყო. ღიად დატოვებული ფანჯრიდან წვიმის ხმა მივარდებოდა ოთახში. პრინციპში, არც მაგას არ ეთქმოდა წვიმა, ეგ უფრო თქეში იყო, ან ის ძველებური და ლამაზი სიტყვა მოუხდებოდა განსაზღვრებად – “კოკისპირული”.
ფანჯარაში გავიხედე. წვიმდა (კოკისპირულად) მაგრამ არ მწყენია. უფრო სწორად, არც ის მახსოვს გამიხარდა თუ არა. არა, ზუსტად მახსოვს გამიხარდა, მაგრამ მაშინ ნახევრად მეძინა და ვერ მივხვდი რატომ.. პრინციპში ვერც ახლა ვხვდები. take it easy…
რატომ ავდექი არ ვიცი. არა, ფანჯარა რომ დავკეტე ეგ მახსოვს, მაგრამ მაგას ლოგინიდან წამომჯდარიც მოვახერხებდი. მე კი ავდექი და ჩაბნელებულ ოთახებში გავიბოდიალე. აჰ, ახლა გამახსენდა, შევამოწმე სხვაგანაც ხომ არ იყო ფანჯარა ღია.
რა მზრუნველი ვარ.. 🙂
მერე ისევ დავიძინე.
……………………………………………………………………
დღეს ანის ვნახავ. გუშინაც ერთად ვიყავით, გუშინწინაც, მაგრამ დღესაც ვნახავ. იმიტომ რომ მიყვარს, იმიტომ რომ ჩემია, ჩემი ტყუპისცალი, თუმცა ჩვენს შეხვედრას უფრო ობიექტური და მნიშვნელოვანი მიზნები აქვს: ბლოკნოტი უნდა ვიყიდოთ!
ხო, ჩვეულებრივი ბლოკნოტი, თუმცა არა. უნდა იყოს აუცილებლად დიდი და ლამაზი, ბევრფურცლებიანი, ასევე გამძლე ყდით. (როცა ერთად ვართ ხშირად ადამიანები ვერ გვიძლებენ და ბლოკნოტი… 🙂 ) რად გვინდა? იმიტომ რომ არაფერი გამოგვრჩეს! ჩავწერთ ყველაფერს რაც ჩვენ გვეხება, რასაც ვფიქრობთ, რაზეც ვიცინით, გავჭორავთ სხვებს და მივუძღვნით ლექსებს (გუშინ ჩვენი მუზა ნიკუშა გახლდათ 🙂 ). მოკლედ, დღეს “საქმე” გვაქვს : )
…………………………………………………………………………………….
9 საათზე ლექცია მქონდა. თუმცა, რა თქმა უნდა, მეძინა. მერე 10ზეც მქონდა. მაგრამ მაგ დროსაც, 6საათზეწვიმისხმისგანგაღვიძებულისშეწუხებული სახით მეძინა. მოკლედ ქართული გავაცდინე.
წეღან მომეწრა სალომემ, 5 ქულა დაგიმატა (ინტრიგნობას რომ ადგილი არ ჰქონდეს, აქვე დავძენ, რომ ასეთი შეფასების სისტემა აქვს ჩამოყალიბებული, პირველ 3 ადამიანს ვისაც ყველაზე მაღალი ქულები აქვს ტესტებში, 5 ქულას უმატებს) და ახლა ჯგუფში ყველაზე მაღალი ქულა გაქვსო. გამიხარდა. მაგრამ საინტერესოა, გაცდენებში ქულა არ დამაკლო? : ))) მიყვარს რაა… ❤
………………………………………………………………………………….
20–ში თამაში გვაქვს! 13–ში უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადაიდო. გული ცუდად მაქვს რომ წარმოვიდგენ!
დარწმუნებული ვარ ყველაზე მაგარი თამაში იქნება, რაც კი ოდესმე მინახავს და მითამაშია. ხუმრობა ხომ არ არის თსუ–ს ფინალი!!! ყველაზე მხიარულებისა და საზრიანების შერკინება 🙂 წეღან ფეისბუქზეც დავწერე, ეს ყველაზე მაგარი თამაში იქნება რაც კი გინახავთ და თუ საერთდ არ გინახავთ ამის მერე უკვე ძლიან ბევრს ნახავთ, იმიტომ რომ თსუ–ს ფინალის მერე კავეენი შეგიყვარდებათ–მეთქი!
……………………………………………………………………………………
ვეკომ წინა პოსტის კომენტარებში დამიწერა, მიწაზე დაეშვი სალომეო. მეც ვგრძნობდი რომ სადღაც გავფრინდი და ვაიმედედამგონიშეყვარებულივარ გოგოს იარლიყს ვიწებებდი ნელ–ნელა. ხოდა დავეშვი. მგონი. უფრო სწორედ, კი არ დავეშვი, გავიღვიძე და იმდენი რამ მომაწვა თავში რომ ყველაფერი აქ დავწერე. ან თქვენ რას გერჩოდით ან ჩემს ბლოგს.
ხოდა ასე, ესეც ნამძინარევი ფიქრები : ))
………………………………………………………………………………….
1 საათზე ისევ ლექცია მაქვს. არ მინდა ეგეც გავაცდინო. დანარჩენი ფიქრები მერესთვის გადავდოთ 🙂 მე შენ გეტყვი, სულ არ მეძინება… 🙂
ხოდა ამის მერეც ელოდეთ მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში ნამძინარევ და არეულ–დარეულ პოსტებს : )
არ გამოტოვო KBH-ის ნახევარფინალი თსუ–ში! :)
Posted: აპრილი 10, 2011 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე, KBH | Tags: "გედევან ფოფხაძის ექვსეული", თსუ, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, KBN 9 Commentsხვალ, 11 აპრილს, 17 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ოფიციალურობას ვიცავთ 🙂 ) მე–8 კორპუსის სააქტო დარბაზში ჩატარდება მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ნახევარფინალი!
მონაწილეობენ:
“გედევან ფოფხაძის ექვსეული”
“ლას სტუდენტას”
“ფანტომასი“
“ჰოპლა”
შეიქმენით მხიარული განწყობა, დაპატიჟეთ მეგობრები, გაამზადეთ პლაკატები და ტრანსფარანტები, მოდით მე–8 კორპუსში და იყვირეთ:
“გედევან ფოფხაძის ექვსეულიიიიიიიიიი! “ : )))))
მისურვეთ წარმატება : )))
p.s. დასწრება თავისუფალია 🙂
მთავარია, იაქტიუროთ და დასაჯდომი ადგილები იპოვოთ, 300 ადგილიან დარბაზში, თუ არადა თქვენც ფანჯრის რაფებზე მოგიწევთ შემოსკუპება 🙂
მე მიყვარს KBH !
Posted: თებერვალი 27, 2011 Filed under: Uncategorized | Tags: თსუ, კულისები, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, საქართველოს ჩემპიონატი, KBN 7 Commentsეს პოსტი გუშინ რომ დამეწერა ალბათ ემოციებით გაბერილი, აჟიტირებულ-გაბრწყინებული და ხმაჩახლეჩილი იქნებოდა.
მაგრამ პოსტს დღეს ვწერ (აი ასეთ დროს ვხვდები ხოლმე, რომ ვერ ვიტან ჩემს სიზამრაცეს და ძილისგუდობას) და თითქმის უკვე ჩამქრალია ჩემი ემოციის ფეიერვერკები.
მაგრამ მე რაღაცნაირად ვალდებულების გრძნობა გამომიმუშავდა ჩემი ერთგული მკითხველების მიმართ, რომ მათ იცოდნენ ჩემს გარშემო არსებული სიახლეები და უფრო კიდევ იმიტომ რომ ჩემს სიხარულს გულში ვერ ვიტევ და მინდა თქვენც გადმოგდოთ, ვიფიქრე რომ ნამდვილად მართალია ეს ანდაზა “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო” და ამიტომ ვწერ.
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყოოო! გუშინ იყო გახსნითი კონცერტი და 3 ივნისს ფინალით დაბოლოვდება!
ალბათ უნდა იცოდეთ, თუ არადა შეგახსენებთ, რომ მე თსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების წევრი ვარ.. და გუშინ ისევ იყო ბევრი ემოცია, უაზროდ ბევრი სიცილი, ხმის ჩახლეჩვამდე სიმღერა, ცეკვა და კონცერტის წინ “გახურება.”
და როცა ნიკა მახვილაძემ გამოაცხადა: “ახლა კი საქართველოს ჩემპიონი გუნდი თსუ-ჯუნიორიიი!” თავიდან ფეხის თითებამდე ჭიანჭველებმა დაიწყეს სირბილი.
პირველი სიცილი დარბაზში და კულისებში ჩვენი ემოციები..
თითქმის სცენაზე არც ერთ გასვლაზე არ მახსოვდა რა უნდა მეთქვა ან გამომეცხადებინა (არადა ვამბობდი არ ვნერვიულობ-მეთქი) და დავდგებოდი თუ არა ხალხის წინ მაშინვე თავისით ვიწყებდი ლაპარაკს.
არ ვფიქრობდი თითქმის არაფერზე. მარტო მესმოდა ხალხის სიცილი და მოპირდაპირე მხარეს კულისებიდან ჩემი ბავშვების გაბრწყინებულ სახეებს ვხედავდი. ეს იყო ყველაფერი.
ადრეც ვწერდი. დგახარ კულისებში და არ იცი 2 წუთის მერე სცენაზე გაეცინება თუ არა ხალხს იმაზე რასაც ამდენი ხანი ქმნიდითთქო..
” 2 წუთში უკვე ისევ შირმის უკან დგახარ დამშვიდებულ-ნასიამოვნებ-აჟიტირებული და ფიქრობ, რომ ძალიან მალე მოხდა ყველაფერი, კიდევ.. კიდევ..”
ასე იყო ამ დღესაც… ფეიერვერკივით სწრაფად დამთავრდა ჩვენი გამოსვლა და მე ფარდის უკან გიჟივით დავრბოდი და ვყვიროდი “კიდე მინდაააა” 🙂
I <3 TSU
Posted: სექტემბერი 24, 2010 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), სტუდენტური ცხოვრება | Tags: თსუ, პირველკურსელი, უნივერსიტეტი 2 Commentsუყურებ უნივერსიტეტთან შეკრებილ სტუდენტებს და ხვდები! არც ბევრი ფიქრი უნდა და არც დედუქციური მეთოდების გამოყენება. უბრალოდ შეხედავ და იტყვი: “ეს პირველკურსელია!” მერე გეღიმება ისეთი ღიმილით რომელსაც ვერაფრით ჩაწვდება “ის” სანამ მომავალ წელს თვითონაც არ დაინახავს მის გარშემო დაბნეული სახეებით, უკიდურესი მარაზმის დროს მშობლების თანხლებით და ზოგიერთ შემთხვევაში მოჩვენებითი თავდაჯერებულობით შენიღბულ ბავშვებს.. და ისე რომ თვითონაც ვერ გაიაზრებს, წამოცდება “ჰმ, პირველი კურსი!”
ჩვენგან განსხვავებით ამათ უფრო გაუმართლათ. ზუსტად მახსოვს შარშან 28 სექტემბერს დაიწყო სწავლა. საააშინლად წვიმდა და გაწუწული ქათმებივით დავბოდიალობდით 😀
რაც იყო, იყო.. ახლა ვთქვათ დღეს რა იყო (რა კარგი სიტყვაა “იყო” 🙂 )
დღეს ბევრზე ბევრი ნაცნობი სახე და ძალიან გულწრფელი ღიმილი, უთბილესი ჩახუტებები და ბევრი ბევრი კოცნა ❤ კიდევ ერთხელ ვიგრძენი რომ მიხარია!
მიყვარს თსუ და თსუ-ელები 🙂
კომენტარები