მინდა, ადამიანებს ტყუილის თქმისას ცხვირი ეზრდებოდეთ

.

მინდა ქოთანში ჩარგულ აყვავებულ ჯუჯა ალუბლის ხეებს მჩუქნიდნენ…

მინდა ჩემი სახლის სახურავზე მწვანე ბალახების მინდორი იყოს..

ყოველ საღამოს სახურავზე წამოწოლილი ვუყურებდი მზის ჩასვლას.

მინდა, რასაც სიზმარში ვხედავ და ვწერ გაღვიძებულს ყველაფერი მახსოვდეს.

…უკვე ჩემი მოთხრობების ტომეულები მექნებოდა.

მინდა ხელები არ მეყინებოდეს.

მინდა გაყინული ხელები მალე მითბებოდეს.

მინდა გაყინულ ხელებს ვინმე მითბობდეს…

მინდა ყოველთვის ვიცოდე “დღეს რა ჩავიცვა?” : )

მინდა როცა მინდა მაშინ თოვდეს.

და მინდა თოვლში ხელები არ მეყინებოდეს.

…თუ არადა ამასაც “ვინმე” მითბობდეს

მინდა ხშირად ვწერდე.

და მინდა რასაც ვწერდე ყველას მოსწონდეს.

მინდა დომენიკო, ჩემი მეგობარი იყოს…

მინდა ყველა წიგნი ავტორი და სათაური მახსოვდეს რაც წამიკითხავს.

მინდა, თავის ქალა ამხადონ და “ჩამიდონ” ინგლისურის, ფრანგულის, იტალიურის, რუსულის, სპარსულის, ჩინურის, ესპანურის…. და ა.შ. ენების ცოდნა. (ბავშვობის ფანტაზია ახლაც გამომყვა) : )

მინდა ტაბა ტაბაი – სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიტელი თვალებში მიყურებდეს.

და ვფიქრობდე რომ ასეთი თვალები გველს აჩერებს ცხელ ქვიშაზე.

მინდა ტაბაი მიყურებდეს და ფიქრობდეს რომ ყვითელი თვალები მაქვს – ჩამავალ მზისფერი…

მინდა ზუსტად იმდენ ხანს მეძინოს რამდენიც მინდა, და მაინც მზის ამოსვლას ვეგებებოდე.

მინდა რასაც ვგრძნობ ყოველთვის იმის თქმას ვახერხებდე.

მინდა ხშირად იღიმოდნენ…

მინდა ზურგზე თვალები მქონდეს.

მინდა 1 დღე სულ მარტო ვიყო ქალაქში და მაღაზიებს საკეტი არ ქონდეთ. : P

მინდა საკუთარი შოკოლადის ქარხანა მქონდეს.

მინდა ჭვავის ყანაში უფსკრულის პირას ვიდგე…

მინდა მინდორში პირაღმა ხელებგაშლილი ვიწვე და მზე თვალებზე მეფერებოდეს.

მინდა საქართველოს ისტორია კარგად ვიცოდე.

მინდა ლიპარიტ ბაღვაშს ვიცნობდე.

მინდა დროის მანქანით მოვგზაურობდე.

მინდა მზისფერი თევზი მყავდეს ცისფერ აკვარიუმში.

მინდა, ადამიანებს ტყუილის თქმისას ცხვირი ეზრდებოდეთ.

მინდა, როცა ვამბობ, რომ არ ვნანობ, მართლა არ ვნანობდე…

მინდა “ისე ვუცქერდე საკუთარ წარსულს, როგორც გველი უცქერს საკუთარ პერანგს: გახდილსა და დაგდებულს…

…სიცოცხლის ატანა ამ გზით თუ შეიძლება…”

……………………………………………

კიდევ რამდენი…

მინდა ვიცოდე, რა  მინდა ართლა…

.

p.s.  ცდისპირელის და ანინას მსგავსი პოსტები..

ვაღიარებ, იდეა (არ მომიპარავს) ვითხოვე 🙂


მეძვირფასებოდი…

მეძვირფასე(სე)ბოდი...
გულში იყავი და სადღაც სულთან ახლოს.
………………………………………..

ბოლომდე ვავსებდი ჩემს სხეულს ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივით და მერე უკანმოუხედავად ვეშვებოდი ათასჯერ ამოვლილ დაღმართზე.
ათასჯერვე  პირველად შეგრძნობის სიხარულის სურვილით ამოვდიოდი, და ათასჯერვე სულ ჩუმად, უხმაუროდ ჩავდიოდი…
მეზობლის წვეულებაზე დაუპატიჟებლად მისულის გამობრუნებული ნაბიჯით.
და ისევ იწყებოდა თავიდან.. აღმა-დაღმა.
ჩემთვის ჩუმად ვბუტბუტებდი..
და სადღაც გულის მიყრუებულ კუთხეში ვიღაც ირონიით იმეორებდა ჩემს ნაბუტბუტარს…
………………………………………….

გულში იყავი და სადღაც სულთან ახლოს…
იყავი..
(საოცარი სიტყვაა.. ან წარსულის მოგონებად დარჩენილ არსებობას გვამცნობს და ან დარჩენას გთხოვს)
იყავი… ან იყავი! : )
……………………………………

სულ რომ არაფერი, ამისთვის ღირდა!.. მევლო აღმა-დაღმა, ზევით და ქვევით.. და მერე მეფიქრა მარტოდ დარჩენილის ფიქრით – რომ ამისთვისაც ღირდა სიცოცხლე!
…………………………………………..

მინდა: ზამთარი. დათოვლილ ნაძვებში გახვეული პატარა სახლი..
ფანჯრებიდან გამომავალი ყვითელი სინათლე.
სახურავზე საკვამური და ხისსუნიან ოთახში აგუზგუზებული ბუხარი.
ბუხრის წინ თბილი და ფუმფულა ხალიჩა. ხალიჩაზე ორი ჭიქა წითელი ღვინო..
მხოლოდ ცეცხლის შუქით განათებული ოთახი და ფანჯრებში თოვა.
და შენ…