მზიანდღიანი ამბები
Posted: თებერვალი 10, 2011 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), მე ვხედავ მზეს!, სტუდენტური ცხოვრება | Tags: თამუნა, თექა, იმედის დილა, მე ვხედავ მზეს, KBN 6 Commentsახლა “მე ვხედავ მზე”-ში ჩართულ ბლოგებს გადავხედე და მივხვდი რომ ვზარმაცობ! ყველა აქტიურობს ჩემს გარდა და მე არც კი მახსოვს ბოლო “მზიანი პოსტი” როდის დავწერე. აი, მოსაყოლი კი იმდენი დაგროვდა არც ვიცი საიდან დავიწყო. (უბანალურესი ფრაზაა მაგრამ ახლა ზუსტად შეეფერება ჩემს მდგომარეობას)
მგონი ჯობია აპრობირებულ მეთოდს მივმართო და ყველანაირი ქრონოლოგიის გარეშე ჩამოვწერო უკანასკნელ პერიოდში ჩემს გარშემო მომხდარი მზიანი ამბები. : )
1. 8-ში იმედის დილის ეთერში ვიყავით მიწვეული თსუ-ს KBH-ის გუნდი და მცირე პროგრამა წარმოვადგინეთ. მე, შოთა, ვაჟა და მიროტა ვიყავით. მართლა ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო (რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი დილა უთენია ადგომაზე, რათა 8 საათზე ლუბლიანას 5-ში ვყოფილიყავით დარჭობილები 😀 ). სიანფორმაციო გამოშვება მიგვყავდა მე და შოთას, ვაჟა- არტურ ხიფათიანი ( 😀 ) პირდაპირ ეთერში გვერთვებოდა ჰაიტიდან ( 🙂 ) ხოლო მიროტა ამინდის პროგნოზს გვაცნობდა “იდეალურად”. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ჩანაწერი აქ ან აქ (08 თებერვალი, სამშაბათი, 08:35 წთ.)
2. თექის პირველ გაკვეთილზე ვიყავი. მასწავლებელი ძალიან მომეწონა, თუმცა ჯერ წესიერად თექის დალაგებაც ვერ ვისწავლე 🙂 დღეს ვაპირებ მაგაში “გავიწაფო ხელი” 🙂
3. რამდენიმე დღის წინ ჩემ თამუნასთან დავრჩი, გიორგი ზბორებზე იყო წასული ესპანეთში და მარტო დარჩენის შეეშინდა სახლში. იდეალური იყო.. უაზროდ ბევრი ვილაპარაკეთ, დუბაის ამბები სულ დაწვრილებით მოვაყოლე და ჩემსკენ მომხდარი სიახლეებიც გავაცანი. ხო “გარიგება2-ზეც” ვიყავით რატომღაც 😀 (აქვე ავღნიშნავ რომ ეს ის არ იყო რასაც 20 წელი ველოდით 😀 ყოველშემთხვევაში მე უკეთესი მინდოდა ყოფილიყო. ისე ამაზეც ღირს ერთი პოსტის დაწერა)
4. KBH-ის რეპეტიციები გრძელდება. 18-ში საქართველოს ჩემპიონატის გახსნითი კონცერტია და ვემზადებით. მომწონს. რა ვთქვა.. მომწონს მიუხედავად იმისა რომ გუნდის წევრების სიმრავლის გამო 3-ჯერ თუ მოგიწია სცენაზე გასვლა, უკვე ვარსკვლავი ხარ 😀
5. მგონი მუშაობაც დავიწყე. ამაზე ცოტა მოგვიანებით დავწერ ალბათ უფრო ვრცლად, ჯერ ჩემს მოვალეობებში მეც ვერ გავრკვეულვარ, თუმცა მიხარია რომ ჩემი პროფესიით ერთ-ერთ ჟურნალში!
6. პორტეპიანოზე დაკვრის გახსენება მინდა. და სხვა ვინ თუ არა ჩემი რაფაელო ❤ მოკლედ, თუ ყველაფერი კარგად აეწყო კვირაში 2-ჯერ ჩემი ეკუნა “გაკვეთილებს ჩამიტარებს” და იმედია აღარ შემრცხვება ხოლმე, როცა მთხოვენ დაკვრას და მაყვედრიან ჩემს 7 წლიან სწავლას მუსიკალურში :X
7. “მე ლამაზი მეგობარი მყავდა…”
არ ვიცი, მგონი ეს ყველაზე დიდი მზეა და მე ბოლოსთვის მოვიტოვე.. ან შეიძლება საერთოდაც არაა “მზე”… ჩემი, ძალიან ჩემი გამოჩნდა… დიდი ხნის წინ დაკარგული. ჩემთვის… ეკითხება ჩემს მეგობრებს ჩემზე..
იმედია მიხვდა, რომ არ ვიყავი მაშინ არაფერში დამნაშავე, და თუ რამე იყო, ეგეც ჩემი სისულელით მომივიდა. უზომოდ მიყვარდა.. და მიყვარს.. ყველაფრის მიუხედავად!
p.s. არ ყოფილა “მზე”.. ახლა მითხრა რაღაცეები ეკამ და ვაედითებ.. სისულელეა. და მე კიდე რა ბავშვურად გამიხარდა! ბავშვია ისევ!..
სხვა?.. არაფერი მახსენდება.. უბრალოდ ბედნიერი ვარ და ეგაა..
გუშინ ჩემი ერთ-ერთი ფეისბუქელი მეგობარი მეუბნებოდა, რომ სრულყოფილი არა ჩემი ბედნიერება, იმიტომ რომ გვერდით “ჩემი ნაწილი” არ მყავს.. შეიძლება სადღაც მართალიცაა! “შეიძლება” არა, მართალია!
ყოვეთვის მჭირდება ადამიანი ვისაც შემიძლია უბრალოდ უსიტყვოდ ჩავეხუტო და ვგრძნობდე რომ მიყვარს… მაგრამ ამ ეტაპზე ეს ჩემთვის იდეალური მდგომარეობაა!!!
News-ები გაუცხოებული ბლოგიდან
Posted: ნოემბერი 17, 2010 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე | Tags: "შემოდგომის ლეგენდა", გამოცდები, თამუნა, მეჯვარე, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, სამსახური, ქორწილი, KBN, News 2 Comments
დიდი ხანია არაფერი დამიწერია ჩემ შესახებ.
ჩემზე კი არა საერთოდ დიდი ხანია არაფერი დამიწერია 🙂
უკანასკნელი პოსტი, “ორი ბილეთი მომავლამდეა”, რომელსაც პოსტსაც კი ვერ დაარქმევ 🙂 ეს ის მოთხრობაა, რომელიც თსუ-ს კონკურს “შემოდგომის ლეგენდაზე” მქონდა გაგზავნილი და, სამწუხაროდ, საუკეთესო ათეულში ვერ მოხვდა 🙂
ხოდა, იმას ვამბობდი, დიდი ხანია ჩემზე არაფერი დამიწერია-მეთქი. არადა, რამდენი სიახლეა!!!
შუალედური გამოცდები მშვენიერი ქულებით დავამთავრე, თუმცა ვერ ვიტყვი რომ ამ სემესტრში სწავლით თავს ვიკლავდი 🙂
მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი რომ ვარ, ესეც მგონი უნდა გახსოვდეთ. 5 ნომბერს კონცერტი გვქონდა და ძალიან ძალიან კარგი იყო!!!
ახლა კვლავ ვაგრძელებთ რეპეტიციებს და დეკემბრის შუა რიცხვებისთვის კიდევ ერთი კონცერტით გამოვაცოცხლებთ თსუ-ს მე-8 კორპუსის სააქტო დარბაზს (სავარაუდოდ 😀 ) !
ნაწილობრივ ამის ბრალიცაა ჩემი და ჩემი მზიანი ალუბლებიანი ბლოგის ასეთი “გაუცხოება” 😐
არის ძალიან სასიამოვნო სიახლე, თუმცა ჯერ-ჯერობით ამაზე ხმამაღლა საუბარი არ მინდა!!! ❤ (sun)
ხო, კიდევ ერთი, ამ მცირეხნიანი “გაუცხოების” მანძილზე, მე უკვე სამსახურის დაწყება და თავის დანებებაც მოვასწარი 😀 სწრაფი ვარ რა 😀
და ჩემი ქორწილიიიიი?!!! ნუ მთლად ჩემი არა მაგრამ სანახევროდ 😀 არა, არა, არც ვთხოვდები და არც ცოლი მომყავს 😀 ჩემი საუკეთესო დაქალის მეჯვარე ვარ!!! ჩემი თამუნა თხოვდებაააა…..
კაბა უკვე შერჩეული მაქვს, ამ შაბათ-კვირას ფეხსაცმელსაც ვიყიდი. მგონი თამუნაზე მეტად მე ვნერვიულობ ასეთ დეტალებზე 😀
დარწმუნებული ვარ 27 ნოემბერი იქნება ძალიან ძალიან ლამაზი და დაუვიწყარი დღეეე!!!
არ მჯერა, 10 დღეში უკვე ჩემი საუკეთესო დაქალი “ვიღაცის” ცოლი იქნება 😀 მე კი არა დედამისიც ვერ შეეჩვია ამ აზრს და ყველა გახსენებაზე თვალები უცრემლიანდება 🙂 მაია დეიდა, რა საყვარელი ხართ :*
ხო კიდევ რა? მგონი საკმარისი პოზიტიური news-ები იყო ხო? : )))
ვიცი, რომ ეს ყველაზე უაზრო და “უპერსპექტივო” პოსტი გამომივიდა და ამ შემთხვევაში, ვხვდები, არ გაამართლებს ცუდად წოლის მაგივრად ცუდად ჯდომის იდეა 😀
მაგრამ მაინც, ინფორმაციული, პირადი და ბლოგ-კალენდარზე კიდევ ერთი დღის მომნიშვნელი პოსტი დაიდო მზიანი წვიმის და ალუბლების თავშესაფარში ❤
Good Lucks!!!
ჩემი თამუნა თხოვდება! ანუ “სულ ასე ჩვენი მტერი იყოს!” :)
Posted: სექტემბერი 5, 2010 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), შენ გწერ :), ჩე_მზე | Tags: ბავშვობა, თამუნა, ქორწილი 5 Commentsვუყურებ. ჩემს წინ ზის და გიოს ტელეფონზე ელაპარაკება. თვალწინ მიდგება ბავშვობის კადრები. უცბად ვყვირი “ვაიმე” და სახეზე ქაღალდებს ვიფარებ. მარი გაკვრივებული მიყურებს, თამუნა ისევ ლაპარაკობს..
მარი მეკითხება რა მოგივიდაო და ვუხსნი რომ 2 კლასის დროინდელი კადრები დამიდგა თვალწინ, გამახსენდა როგორები ვიყავით, როგორ ვგიჟობდით და ვდიდგოგოობდით პატარები.. და ახლა.. როგორ მალე გავიდა დრო!
მარი მეთანხმება. ამბობს: “მეგონა სულ ასე ვიქნებოდით..” სუულ?”-ვკითხულობ მე და მეღიმება. თამო უკვე ჩვენ გვისმენს და “სულ ასე ჩვენი მტერი იყოსო”- ეცინება 😀 შინაბერობა არ გვინდა არცერთს : ) მაგრამ მაინც..
და ვგრძნობთ რომ დიდები ვართ და ამის მერე უკვე ყველაფერი “ისევ ისე” აღარ იქნება..
ჩემი თამუნა..
ჩემი ყველაზე ახლობელი… ყველაზე ჩემი… ჩემიანი!… ❤
საოცრად მიხარია! სადღაც გულში კი რაღაც გაურკვეველი ნამცეცები დაფუსფუსობენ… და უცბად მომდის თავში და ვხვდები რატომ ვერ ეგუებიან ადვილად მამები ქალიშვილების გათხოვებას 🙂
როგორ უსაშველოდ კარგად გვესმის ერთმანეთის. სულ უსიტყვოდაც..
ვეღარ ვწერ.. იმდენი მაქვს სათქმელი ჩვენზე და ახლა..
ჩემი თამუნა.. თეთრი დედოფალი…
და მერე მუცელი რომ წამოეზრდება და ჩემ მომავალ ნათლულს გარედან მივესალმები.. მე და მარი უკვე წინასწარ ვიცინით და ვგეგმავთ რომ ორსულობისას აუცილებლად ვეტყვით რომ ძალიან გასუქებულია და ჩვენ ტანწერწეტას გავაგიჟებთ 🙂
და მერე დედასავით ლამაზი და ჭკვიანი გოგოები და მამიკოსავით ფეხბურთელი ბიჭები… ❤ ვაიმეეე რა უღმერთოდ შორს წავედი..
თამ გახსოვს 2 წლის წინ წერილი რომ მოგწერეე? რამდენი ხნის უნახავი გვყავდა ერთმანეთი და საშინლად რომ მენატრებოდი.. ეხლა გადავხედე იმ ლექს იმ წერილში რომ მოგწერე.. აქაც დავწერ.. ხო, ვიცი რომ რითმაც აკლია, სიტყვებიც, ბავშვურიცაა და გაუმართავიც მაგრამ..
შენ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ!
ფიქრები იბრძვიან, აღწევენ გულიდან,
გონებას იპყრობენ გზები…
შენი სიფაქიზე, ჩემი ცელქობები
გიჟური მყვირალა ხმები…
რამდენჯერ უაზროდ გულები გვტკენია,
ჩხუბსაც ვერ დაარქმევ მაგას…
მერე ისევ ისე ერთად გვიცელქია,
არ შეგვიმჩნევია დაღლა…
დრომ არ შეგვიბრალა, დრო სულ არ ჩერდება
ახლაც ისევ-ისე მიდის..
მიჰქრის, მიაბოტებს და თან გვერეკება
თავისი სასტიკი ხელით…
მე კი უკან ვრჩები, უკან ვიხედები,
და წინ აღარ მიშვებს გული.
დასატოვებლად აღარ მემეტება
ბავშვობის ჩვენი წლები..
ოდნავ მეღიმება, ახლა მეცინება,
გული გამალებით მიცემს..
როგორც ნაწვიმარ ცაზე მზის სხივები
ფიქრები ასწრებენ ფიქრებს…
არ დამთავრებულა ჩვენი გიჟობები!
მე კვლავ ბავშვობაში ვრჩები!
ლამაზ ყვავილებთან, ფერად ოცნებებთან,
შენც გეპატიჟები, რჩები?!..
2008 წ
მიყვარხარ სიგიჟემდე! და რა კარგია რომ შენ ეს იცი!… ❤
კომენტარები