კიდევ ერთი მზე ჩემთან…

. 14/01/2011.

დილით ეკლესიაში ვიყავი.  უფლის წინადაცვეთა და ბასილი დიდის ხსენების დღე იყო, გილოცავთ! იმხელა ტაძარში  30-ოდე ადამიანი თუ იქნებოდა, სიცივისგან ვკანკალებდი თან ვცდილობდი ჩემი ხელთათმანებით ჩემი პატარა ძმის გაყინული ხელები გამეთბო…

და მერე… ორივე ვეზიარეთ…  რა ცხელი იყო და რა ტკბილი მდუღარება…

აღარ გვციოდა არცერთს..

ჩემი ყველაფერი!..

. ხვალ სალო ჩამოდის ჩემთან, გამოცდების წინ ყოველთვის ერთად ვმეცადინეობთ, ( 😀 )  და ახლაც ასე ვგეგმავთ. . სპეციალურად სალოსთვის გამოვაცხვე ნამცხვარი .

დღეს მივხვდი, მიყვარს როცა გარშემომყოფებს ვასიამოვნებ.

. კიდევ რაც ძალიან გამიხარდა, – სალომეს მშობლებმა კომპიუტერი აღირსეს 🙂 (თბილისში უნივერსიტეტის ჩაბარების შემდეგ ჩამოვიდა და მარტო ცხოვრობს) გამიხარდა, იმიტომ რომ სალომესაც ძალიან გაუხარდა, რამდენი ხანია ელოდებოდა..

სხვა რავი, მეტს მგონი ვერაფერს ვიხსენებ…

არც ეს მომწონს, ასეთი მშრალი და უემოციო, თითქოს მოვალეობის მოსახდელად დაწერილი პოსტები.

სხვა დროს ალბათ აღარასოდეს შევუკვეთავ საკუთარ თავს რაიმეს დაწერას!

და მაინც..

თურმე.

კიდევ ერთი მზიანი…