რამაც ჩემი ბლოკნიტიდან გამოაღწია ანუ კანგაუთლელი ბადრიჯანი :)

ჩამოვქალაქდი.

მზისგან ნაფერები სხეულით, ცვალებადი განწყობებით და ჩანაწერებით გავსებული ბლოკნოტით.

დამხვდა საწოლი, სადაც ყველაზე კარგად მძინავს, facebook, რომლის გარეშეც როგორ ვძლებდი მთელი ზაფხული, უბრალოდ ვერ მივხვდი და ბლოგი, რომელსაც ობის სუნი აქვს…

3 დღეა დავბოდიალობ, შემოვდივარ გავდივარ, ვხსნი new Tab-ს და ისევ ვხურავ..

მგონი ზაფხულისგანაც კი გადავიღალე..

რაღაც დიდხანს გაგიგრძელდა დუმილი ბლოგზეო..  ვიცოდი რომ მართალი იყო, მაგრამ გავჩუმდი.  უფრო სწორედ,  კი არ გავჩუმდი ვუთხარი, მოდი მესტუმრე და შენ დაწერე ჩემთანთქო. : )

მერე წარმოვიდგინე როგორ აწევდა წარბს, (თან თავის გაბანჯგვლულ და მეორეზე გადაბმულ წარბას 🙂 ) და სხვა რა გზა მქონდა, ავდექი და წერა დავიწყე!

წერა რა, აქა-იქ გადმოწერა 🙂 ზაფხულის ჩანაწერებიდან..

ამიტომ გამოდის ცოტა აბურდული (ცოტა რა, კარგად..) აჯაფსანდალი..  თუმცა მმ.. გემრიელად შეზავებულ აჯაფსანდალს რა ჯობია! ოღონდ ხო, კანგათლილი უნდა იყოს ბადრიჯანი, თორე “იჟოგას” თუ რაღაცას მაძლევს. ვაიმე, ეს  რაღა შუაშია. მოკლედ, დავიწყეთ:

” ახალი სიბრძნე ჩამოვაყალიბე:   “ვისაც სჭირდება ის იგებს!”
კარგი, აღარასოდეს აღარ ვითამაშოთ სურვილებზეო… : ) ”

………………………………………………..

განშორებითაცს შეიძლება გავიცნო შენი რომელიმე მხარე…
არაფერი მითქვამს.   უბრალოდ ვიფიქრე:  განშორებისას გაიცნობ არა სხვის, არამედ შენს რომელიმე მხარეს!
მარტივია.
შენ რჩები მარტო. შენს თავთან მარტო..    მარტო ხარ, ფიქრობ და ხვდები, რომ   

 შენ დაგაკლდა!

…………………………………………………………………………………

-კარგია, ანუ ჩვენი ურთიერთობა განსხვავდებაო სხვებისგან..

მე ისევ ახალი სიბრძნის ჩამოყალიბება დავიწყე: ნებისმიერი ერთი ადამიანის ურთიერთობა მეორესთან განსხვავდება მისი და მესამის ურთიერთიბისაგან…

გამაჩუმა. ეს მეორე სიბრძნე შენი არ არის, მეც ვიცოდიო…

შეიძლება.

თუმცა ახლა მე ჩამოვაყალიბე, ამიტომაც, ჩემია : )

…………………………………………………………………………………

” -ზოგჯერ ერთი შეხებითაც ჩანს რაღაც…
– ერთი შეხებით, ერთი კოცნით… თვალებში ჩახედვით…    მე რომ შემეხე იგრძენი რამე?..”

…………………………………………………………………………………………

… შეხება ისევე როგორც კოცნა, ცალმხრივი არ არსებობს!  ამიტომ ან ერთი იგრძნობს რამეს, ან მეორე…

27 აგვისტო...

……………………………………………………………………

     p.s   რა იყო ახლა ეს?..    ამბები რომელსაც ვერავინ გაიგებს ალბათ.

ხო ხედავ, არასოდეს არ უნდა დამაძალო რამის დაწერა 🙂  იმიტომ რომ დაძალებით არაფერი გამომდის…

ახლაც არაფერი გამოვიდა.

არაფერი, გარდა თავის დაძვრენისა!

კარგად შეზავებული კი არა კანგაუთლელბადრიჯნიანი  აჯაფსანდალი!… :@

წავედი, ბორჯომს მაინც ვიყიდი..


ზაფხულივით არეული პოსტი : )

სულ ადვილია, ადგე და დაიწყო წერა, მითუმეტეს რომ სათქმელი ამდენი გაქვს.

იმდენი რამე ირევა თავში, რომ უკვე ჩვეულებად ქცეული არეული პოსტი მისწრება იქნებოდა… : )

………………………………………………………………………………………………….

2 დღეში ჩემი დის ქორწილია. ვერ ვაცნობიერებდი ვერაფერს. ახლა ვხვდები… არ მჯერა. უფრო სწორად მჯერა, მაგრამ ვერ ვიაზრებ. მგონი სენტიმენტები მეძალება 🙂 31 ივლისი იქნება  ყველაზე ბედნიერი დღე  ჩემი დის ცხოვრებაში!

ფუ რეებს ვბოდავ.. ბანალურობავ მეზიზღები..

ამ ერთ აბზაცში  არ უნდა ვტევდე ვეკოს… გავჩუმდი  :Xxx

და იქნებ გამოვასწორო..

………………………………………………………………………………..

ზაფხულია, ცხელა, ცხელა… ვეღარ ვჩერდები სახლში, არადა გუშინ ჩამოვედი, ეგეც ქორწილის გამო..
სულ 2 კვირა ვიყავი წასული, მაგრამ იმდენი რამ მოხდა..  მეგობრები..  არც ისე მეგობრები.. ახალი ნაცნობები და დავიწყებულები…  ჩანჩქერზე წუწაობა. მერე პირველად გასინჯული ჩაკიდული 🙂 საკუთარ ნაკვეთში ვაშლატამების მოსაპარად ღამე ბავშვების წაყვანა და  ყელში ამოსული ნამიოკობანა 🙂 ფლირტი, ბევრი ფლირტი. ფლირტზე უფრო მეტიც…

ბევრი მზე და მაააგარი ზაგარი 🙂

ბუტიაობა, წუწუნი, ნერვების შლაც და დაბნეულობა… და ბოლოს კი ასე ყელში ამოსული და ნაცნობი სიტყვები: “აუ მგონი ყველა ბიჭი იდიოტია!”

მოკლედ, ჩემთან ზაფხულია, თავისი ყველაფრით…… ❤

……………………………………………………………………………………………..

მრცხვენია ჩემი ბლოგის.

მრცხვენია ჩემი თავის.

მრცხვენია თქვენი.

ამიტომ აქაც გავჩუმდები და ისევ ვეცდები, გამოვასწორო…

………………………………………………………………………………………………….

რა ხდება?.. ჩემში? ნუ მეკითხებით… : )

ხომ შეიძლება ჩემს ბედს სადმე სრულიად უაზრო ადგილად შევხვდე, თუნდაც სტომატოლოგიურ კაბინეტში? : ))

არადა, მართლა რა სიმპატიური იყო ..

ღრმა თვალები ჰქონდა, რაღაცნაირი მშვიდი.. თან რა საყვარლად იყურებოდა გვერდით სავარძლიდან 🙂  მეც შეძლებისდაგვარად ვინაზებოდი და პირდაღებული უაზრო ბგერებს გამოვცემდი თეონა ექიმის კითხვაზე: “ასე გტკივაა?”

მოკლედ, არაფერი რომატიული 🙂

……………………………………………………………………………………………….

ანისთან  მივდივარ მეტეხში!   მე ანი და ქეთი.  უმაგრესი იქნება წინასწარ ვხვდები.. ჩემი ანი, ჩემი ტყუპისცალი….
არავინ 20 წლის ზემოთ : ) ნუ ამას ერთი მინუსი აქვს რომ სახლის დალაგებაც და საჭმელების გაკეთებაც ჩვენ მოგვიწევს მაგრამ მოვახერხებთ როგორმე : )

………………………………………………………………………………………………………

ირევა აზრები.. მცხელა.. დანარჩენს მერე გავიხსენებ : )


სადრაFტიდან ამოდრაFტებულა : )


უკვე ისეთი გაზაფხულია მე რომ მიყვარს.. მზიანი, აყვავებულხეებიანი, ბოდიალის მომმნდომებელი..

სიამოვნებით გავიდოდი გარეთ და ვივლიდი მანამ, სანამ ფეხები თავისით არ დაიწყებდნენ ჩაკეცვას.

არ დავსახავდი მარშუტს –  გავყვებოდი მზეს ❤

მარტო წავიდოდი.

ან ვინმესთან ერთად..

თუმცა… ახლა ნამდვიალად მარტო წავიდოდი  🙂

“სხვა გზა, სხვა ხსნა არ გამაჩნია” 🙂

მე კი უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის რესურსცენტრში ვზივარ – ასე ახლობელი და ყოველდღიური ლექციებს შორის შუალედი მაქვს. ”

ეს დღეს აღმოვაჩინე დრაფტებში გაჩხერილი.   30 მარტს არის დაწერილი. დღეს 6 ივნისია. მაგრამ განწყობა იგივე…

ახლა  რომ დამეწერა ეს პოსტი, ყველაფერი ისევ ასე იქნებოდა. უბრალოდ შეიცველებოდა დასაწყისი – ”უკვე ისეთი ზაფხულია…”

ისევ გავყვებოდი მზეს და ვივლიდი იმდენს სანამ ფეხები თავისით არ დაიწყებდა ჩაკეცვას.

არც ის შეცვლილა, რომ მარტო წავიდოდი და ”სხვა გზა, სხვა ხსნა, არ გამაჩნია” 🙂

და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც  უნივერსიტეტის  მე-6 კორპუსის რესურს ცენტრში ვზივარ და ისევ ასე ნაცნობი და ახლობელი ლექციებს შორის შუალედი მაქვს : )))

ნეტა რა მიხარია.

დავიღალე!    😐


მე დავწერდი, რომ…

რომ არ კითხლობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი მეგობრები..

ნათესავები.. 

ჯგუფელები..

კურსელები..

KBH-ელები….

ჩემი მეგობრის დედა…

Facebook-იდან შემოხეტებულები…

მე დავწერდი რომ…..

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ მთელ დღეს  ვფიქრობდი.  დასაძინებლად რომ დავწექი, მაშინაც. ღამით რომ გამეღვიძა და წყლის დასალევად ავდექი, ისევ ჩემთან იყო.  მერე ფანჯარა რომ გამოვაღე და ნიავს შევუშვირე სახე, მაშინაც..

დილით, სიზმრისსურნელს გამოჰყვა.

მერე წირვაზე წასვლისასაც არ მომეშვა.

იქაც, ტაძარში…

მოკლედ, ავირიე!

უბრალოდ, მივხვდი რომ ჩემია…

ჩემში.

სულ მინდა რომ იყოს.

და თუნდაც, საღამოობით, დაღლილი რომ მოვიდოდა გორაკის პირას მდგარ პატარა სახლში, მე ოხშივარადენილ რძიან ჭურჭელს შემოვდგამდი ასადუღებლად ცეცხლზე და მერე დიდი დოქიდან წყალს დავუსხავდი დიდ, ფართო და დაძარღვულ ხელისგულებზე.

შეღამდებოდა.

აივანზე გავდგამდი სამფეხა ტაბლას და ორ პატარა სკამს.

მერე მთვარე ამოცურდებოდა. დიდი და სავსე.

იქნებოდა ზაფხული და ღამე.

ზაფხულის გრძელი ღამე.

დილით მამლები.

და მზე…

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხო, აი ამას დავწერდი… : ) 

და ანი გადამერეოდა : ) 


I’m here :)))

აზრზე არ ვარ როგორ უნდ დავიწყო, მაგრამ იმას ნამდვილად ვხვდები რომ სულ არ დაწყებას მაინც რამენაირად დაწყება ჯობია, თუნდაც ამდენი ტავტოლოგიებით. 🙂

მოკლედ,   ჩამოვედი! (საზეიმო შეძახილი და ტაშის გრიალი)  😀

ცხოვრებაში პირველად მოხდა რომ მაქვს შეგრძნება, თითქოს საუკუნეა არ ვყოფილვარ საკუთარ სახლში. (ამაზე ალბათ ჩემს აქ არ ყოფნაში მიმდინარე რემონტმაც იზრუნა 😀 )

დავისვენე და დავიღალე კიდევაც,    დასვენებით დავიღალე… 😀

ვფიქრობდი ზაფხულის შემაჯამებელი პოსტი დამეწერა მაგრამ მგონი ეს, ისევე როგორც სხვა იდეები ახლო მომავლისათვის გადაიდება და მერე სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს 😀

რამდენი რამე მოხდა, ცუდიც და კარგიც.. უფრო უკეთ ვისწავლე ცხოვრება, ბევრი რამ გავიგე და მივხვდი…

ვერ ვიტყვი რომ საუკეთესო ზაფხული იყო, მაგრამ რაც იყო იყო.. და რაც მთავარია   ” მაქვს მაგარი ზაგარიი” 😀

კიდე ერთ რამეს მივხვდი ეხლა:  საშინლად გადავჩვეულვარ პოსტები წერაას!!!

ჩემი ფრიად დასვენებული გონება წამდაუწუმ მახსენებს “კაი გეყოფა, რა გაქვს ამდენი სათქმელი და საწერიო.!” 🙂

ვეცდები თავიდან შევიჩვიო და დავიმორჩილო ჩემი აზრებიც და კლავიატურაც 😀

აი ასე თავ და ყირა დავდივაარ!!!

მიხარია…

მიხარია რომ დავბრუნდი ჩემს ყველაზე მზიან და თბილ ქალაქში!!! (პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით 🙂 )

მიხარია რომ დავბრუნდი ყველაზე მზიური წვიმის ალუბლების თავშესაფარში...

ჩემიანებთან! ❤


დამთავრდა გამოცდები-დაიწყო ზაფხული! <3

ყველაფერი გენიალურადაა!
გამოცდები მივაღრჩვე, თან არც თუ ურიგოდ.

არ ვნერვიულობდი დიდად. უბრალოდ ძალიან მინდა სტიპენდია, არა მხოლოდ იმიტომ რომ თვეში 150 ლარი საკუთარი ფული მექნება და როგორც მინდა ისე გავფლანგავ 😉  ნუ ესეც მნიშვნელოვანია, მამ უფრო იმიტომ, რომ მიდა ჩემებს დავუმტკიცო, მიღწეულით არ ვკმაყოფილდები.. იმ დღეს დეიდაჩემი მეუბნებოდა, რა არის ჩააბარე და ეხლა ვსიოვო?

არადა მართლა ძალიან მაღალი ქულებით მოვხვდი, რა თქმა უნდა 100 % დაფინანსებით.. ხოდა პირველ სემესტრში  დასვენება და კაი ცხოვრება მოვიწყვე 😀  ნუ სხვა ფაქტრებიც იყო, რომლის გამოც ხშიიიირად ვაცდენდი ლექციებს და დავბოდიალობდი წაღმა-უკუღმა 🙂
რა თქმა უნდა ამან ჩემს ქულებზეც იმოქმედა. 🙂  საბედნიეროდ არაფერი ჩამრჩენია, თორე ყველაზე დებილ და ზარმაც ადამიანად შევრაცხავდი ჩემს თავს 😀
მეორე სემესტრში ცოტა მობილიზება (თუ მობილიზირება?) მოვახდინე, თან ის ზემოთხსენებული “ფაქტორიც” გაქრა ჩემი ცხოვრებიდან (გაქრა კი? საკითხავი აი ეს არის 😀  ნუ რეალურად მაინც… )
მგონი ყველაფერი ასე თუ ისე დალაგდა…
ხოდა იმას ვამბოდი რომ გამოცდებს მოვრჩი!  (აქ საზეიმო მილოცვა 😀 )  ეხლა მალე ქულებიც დაიდება.  ჯერ მარტო 2 საგნის ვიცი, 98 და 92 მყავს (happy)
რაც არ უნდა იყოს, მაინც წინ გადადგმული ნაბიჯია და მომავალ წელს უფრო ვეცდები 🙂
მთავარია რომ უახლოესი 2 თუ 3 თვის მანძილზე არ გავეკარები არავითარ სილაბუსებს, რიდერებს, ჩვენი ლექტორებისთვის ასე საყვარელ ქსეროქსებს და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენ უბედურებას 🙂
რა კარგია რომ დეიდაჩემი ახალ-ახალი წიგნებით მამარაგებს 🙂  ამ ზაფხულს საკითხვარი არ მომაკლდება 🙂

თეთრი თუთის ქვეშ ჰამაკში წიგნები…  ❤ ასევე ვიცი არ მომაკლდება მთის ჰაერი, ცივი მდინარე და ჩანჩქერი, მზე, მეგობრები და  ხანდახან ტვინის ბურღვა სოფლელი ბავშვების… 😀
მიყვარს ზაფხულიიიიი!!!!!!!!!!!!!!!

აქ.. თივის ქვეშ…

მდინარის პირას საღამოობით…

მინდორში.. მზეში…

ჩემი ოცნებები ასრულებას იწყებენ ხოლმე… ❤

იქნებ ამ ზაფხულსაც  … : ))))