წლები ქცეულან ფიქრებად…

უკვე ზამთარია.. თეთრი და მყუდრო ზამთარი… გაიარეს. გაფრინდნენ წლები. ვეღარც დააბრუნებ… შემომრჩა        მხოლოდ მოგონებები, ტკბილზე ტკბილი და მწარეზე მწარე… თურმე მიცხოვრია!

თავის დროზე მოსულა ზამთარი…

არაფერზე მწყდება გული, არაფერს ვნანობ, თუმცა… არა, არაფერი! არაფერს ვნანობ! მახსოვს კი და მაგონდება, მარგამ არ ვნანობ…

გავიდნენ წლები..

გაფრინდა დრო…

წაიყოლა სიჭაბუკე…

მაგრამ… დატოვე ფიქრი.. მოგონება.. ღიმილი…

…ძალიან ლამაზი იყო! უსინდისოდ ლამაზი… იგი იყო ქალი და გრდზნობდა ამას. იყო ქალღმერთი, კაცების თვალებით გარშემორტყმული. იყო ქალი-კაცის თვალი!..

ქუჩა იზნიქებოდა, წელში ტყდებოდა და სუნთქვაშეკრული უგდებდა ყურს მის ნაბიჯებს. ის კი მოდიოდა.. ქალი ლამაზი, სათნო და კეთილი.. ქალღმერთი.. კაცის თვალი!..

მერე იყო შემოხედვა..  ღიმილი და სიყვარული დიდი, დიდი, დაუვიწყებელი..

როგორ მიუწვდომელი მეჩვენებოდა?! მიუწვდომელი არ აღმოჩნდა მაგრამ დარჩა სამუდამოდ მოსაგონებლად..

ეხლა კი ზამთარია.. უკვე ზამთარი…

თეთრი და მყუდრო..

უკვე გვიანია, ყველაფერი გვიანი!

გამასწრეს…

გამიფრინდნენ წლები.. წავიდნენ და დამიტოვეს ფიქრი… მოგონება… ღიმილი..


წლები გავიდა და იქცა ფიქრებად…

ზამთრის ბოლომდე ფიქრებად…


2007 წ