ის, რაც ყოველდღე უნდა მეწერა : )))
Posted: მაისი 22, 2011 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე, KBH | Tags: ეთნოგრაფიული მუზეუმი, ვაკოს პარკი, იმედის დილა, სანდრო, სახლი, სტუდენტური დღეები, წყნეთი, KBH 9 Commentsჩემს ბლოგს დააკლდა ჩემი ხელი.. თუმცა არამარტო ბლოგს დავაკლდი, სემინარებსაც 🙂
ჩემთან კი ისეთი ამინდებიაა….
მზის და წვიმის სუნიანი…
ბევრი ღიმილით და თავდავიწყებამდე სიცილითაც.
ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე ვაკს პარკიდან ფეხით აბოდიალებული და წვიმაში გაწუწული.
ყვითელ ავტობუსში ამღერებული და მგზავრების გაოცებულ სახიანი.
წყნეთის ნაძვებიანი…
ვეკოს დაბადების დღის ტორტიანი.
ჩემი თამუნას მუცელში მჯდომი მზეთუნახავიანი.
KBH–ის “პრაგონიანი” : )
იმედის დილაში სიცხიანი საინფორმაციოს წაყვანიანი.
სტუდენტურ დღეებიანი
და “სალომე ჩხეიძეს მოსწონს ეს” – იანი : ))))))
მეთი აღარ მახსოვს 😦
სახლს ყველაზე მეტად დავაკლდი მგონი – მთელ დღეს გარეთ ვატარებ 😐 ეს ყველაზე მეტად არ მომწონს. სახლი საასტუმროსავით გავიხადე, დილით ვსაუზმობ, ვიცვამ და მივდივარ, ღამე მოვდივარ, ვვახშმობ და ვიძინებ : )
აღარ ვიცი რა ხდება სანდროსთან სკოლაში და კარატეზე.
არც ის ვიცი წესიერად, როდის მოდიან ჩვენთან სახლში ვეკოს “სადედამთილ–სამამამთილ–საბებიო” 🙂
დედიკოს როდის აქვს საბავშვო ბაღში გამოსაშვები ბავშვების ზეიმი?
მამიკო როდის ჩამოდის ყაზბეგიდან? …
და კიდევ ვინ იცის რამდენი რამე გამოვტოვე.
მაგრამ ალბათ ღირდა…
გაზაფხულის წვიმით გაწუწული, თმებში ყვავილებით და ხელში იასამნით რომ ჩამოვედი ეთნოგრაფიულიდან და ჩემებს რომ შევხედე, მაშინ გამიელვა თავში, ბედნიერი ვარ!..
……………………………………………………
ყოველ ღამე, თუნდაც 12 საათი იყოს და მაშინ მოვიდე, სანდრო ძველებურად მელოდება მე და მეკითხება: “სალო, ეს ასე დავწერო?”
ვითომ ნერვები მეშლება, რომ მე მელოდება, არ დაუწერია უჩემოდ და ვუბრაზდები..
თან მიხარია.
მელოდება ❤
კომენტარები