ვანოს დღე და დაუვიწყარი ღამე!

ახლა ვწერ ამ პოსტს, იმიტომ რომ ვიცი, რაც უფრო ბევრი დრო გავა, მერე უფრო დამეზარება, მე კი არ მინდა რომ ეს დღე როდესმე დამავიწყდეს! არც დამავიწყდება! უბრალოდ მინდა აქაც დავწერო.

სანამ ჯერ კიდევ მტკივა ფეხის კუნთები, ჯერ კიდევ   მაქვს უძილობისგან თვალები დასიებული და სადაც დავჯდები იქ მეყვინთება.

მოკლედ, ვანოს დაბადების დღის ამბებზე ვყვები!

მოკლედ, მე ბანალური გოგო ვარ და ბანალურადვე ვიტყვი: “არც კი ვიცი საიდან დავიწყო!”

არ მინდა უემოციოდ მოვყვე, არადა ვხვდები რომ აქ ისე კარგად ვერაფერს დავწერ და ვერ გაგაგებინებთ რა კარგი იყო!

წარმოიდგინეთ  თსუს კავეენშიკები!

ყველზე მხიარულები, ყველაზე საზრიანები და ყველაზე მეგობრულები!

მთელი ოჯახი!

საღამოს 7 საათიდან დილამდე ერთად.   ყველაზე არაჩვეულებრივი ღამე!

ძირს დავარდნამდე ცეკვა, ბევრი სასმელი, ჭერზე ასხმული შამპანიური და ყველაზე გემრიელი შოკოლადის ტორტი.  გოგოების ცეკვა ვანოს, ჩვენი ჰიმნი, ზემოთ ამოვარდნილი აკივლებული მეზობელი, კედლებზე სამახსოვრო წარწერები, პირველად გასინჯული არაყი და კიდე ის რაღაც ცეცხლებიანი სასმელი ყელი რომ ჩამწვა და დამაბრუალა 🙂

კარაოკეში შეჯიბრებები, რაღაც გიჟური თამაშები,  ერთ ფურცელზე ცეკვა, “ყური ტერფზე” და  კიტრის შუბლებს შორის გაჩერება წყვილებში 🙂

მერე უფრო გვიან, დაღლილებმა და გაბრუებულებმა რომ ავითვისეთ ყველა ოთახის ყველა კუთხე–კუნჭული და მივეყარეთ.  აივანზეც კი ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იყო, როგორც იტყვიან ხოლმე 🙂

და რომ არ მეძინებოდა და არც სხვას ვაძინებდი, რა იყოთ ხვალაც აქ კი არ ვიქნებით გავათენოთ–მეთქი…

მერე  ყველაზე შავი ისტორიები , მეც რომ გამაბრიყვეს, ჯერ მომასმენინეს და მერე მეც დამაწყებინეს გამოგონება : ))

და მერე ნიკუშას და ჩემი გულახდილი საუბრები.. უფრო ჩემი  : )  (ნიკუშ ჩემში ხარ! :* )

მეორე ოთახში კი ერთ ლეიბზე მიყრილი ბავშვები და “მოსატანი მეეტანათ” და

“ის ღამეე, თივის ზვინზე გავათენეეე” : ))))

მერე მართლა დაგვათენდა თავზე…

არადა, როგორ ვნატრობდი დიდხანს გაგრძელებულიყო ის ღამე!

იმიტომ რომ მიყვარხართ!

ჩემები ხართ!

და როგორც ვანომ თქვა, მგონი მართლა “ვაშენებთ ამჯადოსნურ ადგილას ოჯახს!”  

ჩვენი ჰიმნი! იქნებ თქვენც აგეკვიატოთ 🙂

ALWAYS   TOGETHER!


HaPpY RaiNy days : ))

ამ ბოლო დროს ყველაფერი ისე კარგად არის რომ უკვე მეშინია!!!

ყოველ დღე რაღაც კარგი ხდება!

4 ოქტომბერი: ზურას დაბ. დღე  –  ძალიან მხიარული და ბედნიერი!..   ზუსტად 00:00 წთ-ზე ჩემი დაბადების დღის აღნიშვნიიით!!!

5 ოქტომბერი: ჩეეეემი დღე!!! ❤ ❤  ❤

ყველა რომ ჩემთან ერთად იყო ვინც მართლა მინდოდაა!!!

6 ოქტომბერი: ჩემი ინდოელი  არჯუნის დაბ. დღე : ) 1 წლის გახდა შავტუხა კაცი 😀 😀

7 ოქტომბერი: დეიდაშვილი დიანას დაბ. დღე  : )))

წარმოიდგინეთ გადაბმულად 4 დღე  მართლა უგემრიელესი ტორტების ჭამა 😀   ღმერთმა ქნას, ამდენი კარგი დღის მერე ჩემი შიში მხოლოდ წონის მომატებაზე აისახოს 😀 😀  ნუ, ეს რომ გარდაუვალია უკვე მივხვდი 😀

8 ოქტომბერი: მე და სალომე უნივერსიტეტში კვნ-ის კონკურსზე გავყვევით  ილია გველესიანს, იგივე მაღლივოლოგს (  doin.ge-ს განთქმული მოაზროვნე) 🙂 .ხოდა მართლა რო იტყვიან კალთები დაგვაგლიჯეს 😀 საერთოდ რა შუაში ვიყავით, მაგრამ დაინახეს ალბათ ჩვენში ფარული ნიჭი 😀

9 ოქტომბერი ანუ დღეს: რუსთავქალაქობაა (ვინც არ იცის დავუზუსტებ და ვეტყვი რომ თქვენი მონა-მორჩილი რუსთაველია 🙂 ) ხოდა დღეს რაღაც კარგი რაღაცეები იგეგმება ჩვენს ახალგაზრდა ქალაქში, ეკამ ამ წამს მომწერა რა ვქნათ დღესო? ხოდა  ისეთი პირი უჩანს, რომ ზუსტად ვიცი დღესაც გენიალური დღე მელის წიიიინ!!!!

ამდენი გადარეული დღეების გადამკიდე კი ერთი დებილობა მაინც დამემართა. რამდენი ხანია დაწერილ-გამზადებული მაქვს “შემოდგომის ლეგენდაზე” გასაგზავნი მოთხრობა და ელემენტარული სამოტივაციო წერილის დაწერას ვეღარ დავადგი საშველი 😐   დღეს ბოლო დღეა!!!

იმედია გაღიმებული არ დავრჩები და ამით არ დაგვირგვინდება ჩემი ერთ კვირიანი დღესასწაული 😀 😀 😀