ჩემი ფანჯრიდან დანახული სამყარო!
Posted: ივნისი 5, 2010 Filed under: მზიანები, ჩემეული ჩანახატები... :) | Tags: გული, სამყარო, ფანჯრები, ღიმილი 18 Comments…არასოდეს მოიწყინო, რადგან ღიმილით შეიძლება ვინმეს შეუყვარდე!…
მე მჯერა ამის! სამყარო ითხოვს ღიმილიან სახეებს, კეთილ გულებს და ლამაზ თვალებს.
არ უნდა დაღონდე, არ უნდა მოიწყინო. შენ ამის მიზეზი არ გაქვს. სამყარო ხომ ძალიან მშვენიერია და ამ სამყაროში შენ ძალიან ბევრს უყვარხარ!
მაგრამ ისევ… მოწყენაა…
მძიმე მოწყენა.. ჩუმი და მძიმე…
გთხოვთ! ყველამ ერთად, ერთ საათში, ერთსადაიმავე წუთსა და წამში… გააღეთ ფანჯრები!
გააღეთ ფართოდ, გააღეთ და გამოუშვით მოწყენა, დაანახეთ ერთმანეთს ღიმილიანი სახეები, კეთილი გულები და ლამაზი თვალები.. დაანახეთ და ისინიც მოგიძღვნიან სილამაზეს, დიდს, დიდს, დაუვიწყებელს… მოგიძღვნიან სიყვარულს, სიხარულს, სიცოცხლეს…
მე მჯერა ამის! რომ თქვენ გააღებთ ფანჯრებს…
გულის ფანჯრებს….
მე კი დაგხვდებით თქვენ ღიმილიანი სახით, კეთილი გულით და ლამაზი თვალებით…
მ ე თ ქ ვ ე ნ მ ო გ ი ძ ღ ვ ნ ი თ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს ! ! !
Next Post
Posted: იანვარი 13, 2010 Filed under: Uncategorized | Tags: გული, თვალები, მკერდი, მომავალი, რიტმი, სევდა, ფეთქვა, ცრემლი %(count)s კომენტარიეს ჩანახატი დახლოებით 2 წლის წინ არის დაწერილი..
ზუსტად არ მახსოვს რის გამო ვიყავი ასეთი დათრგუნული 😆 მაგრამ მახსოვს როგორ დავწერე ეს…
მაშინ ვფიქრობდი რომ ეს მომავალში ჩემი ცხოვრების თანამგზავრისთვის უნდა წამეკითხა… იმ ადამიანისთვის რომელსაც მომავალში გავიცნობდი, ვინც “ჩემკენ მოდიოდა…” ადამიანისთვის რომელიც ძალიან მეყვარებოდა და ზუსტად იმ დროს როცა ასე ცუდ ხასიათზე ვიყავი, მენდომებოდა რომ ჩემთან ერთად ყოფილიყო.. და მე “მის მხრებში თავჩარგულს მეტირა” 🙂
უკვე წავაკითხე იმ ერთადერთს… 🙂
ხოდა ახლა თავს უფლებას ვაძლევ რომ ყველას წავაკითხო 🙂 (ნუ ყველას არა, ვინც შემოვა 😀 )
კომენტარები