მზიანი დღე ფანჯრებს იქით…
Posted: თებერვალი 6, 2013 Filed under: არეული პოსტები, განწყობა წყობა ბა... :), ჩე_მზე | Tags: ბიჭი, გვირილები, მაჭკატები, მზე, მიყვარხარ, პეპი, რუსთაველი, ფანჯრები, წერილები დატოვე კომენტარი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
…გუშინდელი ღამის მიუხედავად ადრე იღვიძებ. 2 დღეა, სამსახურში აგვიანებ. ’’იქნებ დღეს მაინც გამოვასწორო’’. გიკვირს როგორ შეძლო შენში გაღვიძებულმა პასუხისმგებლობის გრძნობამ შენი ასე ადრიანად გაღვიძება და სახლის კარს იხურავ.
…დროზე მიხვედი.
გარეთ მზეა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
..ასე მგონია სკაში ვარ. ოღონდ ნაკლები ზუზუნით. კომპიუტერები. ადამიანები. კომპიუტერები. ადამიანები. ადამიანები. ადამიანები….
ასე მგონია, თითოეულზე მოთხრობა დაიწერებოდა.
ფანჯრებზე გისოსებია. შიგნიდან ჟალუზები. და მზის სხივები მაინც აღწევს.
მზეა…
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გვერდით ოთახიდან ბიჭის რაღაცნაირად სასიამოვნო ტემბრი ისმის. …ჯერ კარგად არ იცნობ. უბრალოდ, მოსვლისას გამარჯობას ეუბნები ”საზოგადოდ”, წასვლისას კი ”ნახვამდის”-ს – რატომღაც, იშვიათად..
… მერე გეჩვენება, რომ გაზაფხულის სუნი იგრძენი.
კომპიუტერის ეკრანს უყურებ და ფიქრობ: ’’მზიანი დღისთვის სამსახურის გისოსებიანი ფანჯრებიდან ყურება ყველაზე დიდი ბოროტებაა!’’
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
”-გიყვარდა ბავშვობაში მაჭკატები?
– ჰო, მაგრამ ეხლაც არ ვიცი რისგან კეთდება. მახსოვს რომ პეპი იატაკზე აბრტყელებდა..
-ხოდა, ესე იგი იატაკზე კეთდება 🙂
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
…თუ ვინმე ნახევრადხუმრობით გეტყვით, რომ აგერ უკვე 2 წელია ყოველდღე კლავ, იცოდე, რომ არ უნდა კითხო რატომ… მერე შეიძლება შენ თვითონ გეტკინოს…
და გარეთ მაინც მზე იქნება. უბრალოდ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მზიანი დღე არ შეიძლება უბრალოდ დამთავრდეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
’’მიყვარხარ, მიყვარხაააააარ.. და ის, რომ დავიკარგე, იმას არ ნიშნავს რომ დამავიწყდი.’’
მერე აღარ იცი, რა უნდა თქვა…
ჩუმდები.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მივდივართ, მივდივართ… აღარ ვამბობ სად გავისეირნოთ. მეკითხებიან სად წავიდეთ, მე მინი პროტესტის სცენას ვაწყობ და უბრალოდ მივუყვები რუსთაველს. არაფერზე ვბრაზობ, არც მწყინს. უბრალოდ ეგრე ვარ.
ორი მზე მომყვება გვერდით, ჩემი და ჩემი.
ვხვდები, რომ დღეს ვაშხამებ…
მაინც ვაგრძელებ ჩემსას და მივდივართ, მივდივართ.. უბრალოდ.
მზე აღარ არის, სამაგიეროდ მაქვს მზესუმზირა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვერავინ იტყვის ზუსტად როგორი შეგრძნებაა, როცა ქუჩაში შემთხვევით ორჯერ გხვდება ბიჭი, რომელსაც ბავშვობაში ერთი წლის მანძილზე გვირილების სურნელებიან წერილებს წერდი… უბრალოდ საკუთარ დღიურში. ორჯერ გხვდება და ვერცერთხელ შეგამჩნევს.
’’როდესმე ჩემს დღიურს წიგნად გამოვცემ და იისფერი ლენტით შეკრულს სახლის კარებთან დავუტოვებ,’’ – ამბობ და იღიმები. გარეთ მაინც მზეა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
…შენზე მაინც არაფერს ვიტყვი, საერთოდ არაფერს.
შენ თვითონ უნდა ისწავლო რამის თქმა.
მე გამოზომილად ვეძებ შენთვის სათქმელ სიტყვებს, შენ – ნაპოვნი გაქვს, მაგრამ შენთვის იტოვებ.
იყავი ჩემთვის, სანამ მე გადავიფიქრებ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დავიღალე, რომ ხშირად ელოდებიან იმას, თუ მე რას ვიტყვი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
’’-ბუზღუნებ ეხლა შენ!
-ხო, ვიცი!’’
ვბრუნდებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კიბეებზე ასვლისას ხელში ნარიყალის ყვითლად აყვავებული ტოტები თრთიან.
’’ჩემს შვილებს აუცილებლად გამოვუცხობ ხოლმე მაჭკატებს…’’
სახლში ხარ, თბილა….
რა მინდოდა KBN-ში ანუ სასწრაფოდ გვირილები!
Posted: იანვარი 24, 2011 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე | Tags: გამოცდა, გვირილები, მტვერი, მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, სცენა, შირმა, KBN 21 Comments..ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, თავში რომ ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი (რატომ მაინცდამაინც 997?!.) აზრი გიტრიალებს და რომ გკითხონ რაზე ფიქრობო, უპასუხებ, არაფერზეო.
აი ამ წამს მეგობარმა დამირეკა: “კაპანაძემ დღეს 7-ზე მე-8 კორპუსშიოო!” ხო ვინც არ იცის ვეტყვი, მე თსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი ვარ (?) და კაპანაძე კი ჩვენი გლავნია 😀
ვუთხარი რომ ვერ მივალ. ბლა ბლა ბლა.. არგუმენტი მილიონია და თქმა კი მხოლოდ იმის მოვახერხე რომ ხვალ დილით გამოცდა მაქვს და მე ჯერ არაფერი მისწავლია!..
არადა.. რა ვიცი..
…ახლა სულ ერთადერთი გვირილა მინდა: გავატანდი მის ფურცლებს ქარს..
“მინდა…” “არ მინდა… ” “წავიდე… ” “არ წავიდე…”
მაგრამ, რადგან გაზაფხული და მინდვრის გვირილები ჯერ კიდე შორსაა, მე კი ჰოლანდიურის არაფერი მწამს მგონი ყველაზე ჭკვიანური იქნება ავდგე და ჩამოვწერო არგუმენტები KBN-ის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ.
(წინასწარ ვგრძნობ არაფერი გამომივა.. ვიქნები მაინც ასე სასიამოვნო მოგონებებსა და გაურკვევლობას შორის გამოკიდებული)
……თამაში ძალიან დიდი ექსტრემია. დგახარ შირმის უკან აცეტებული გულით და არ იცი სულ 2 წამში როცა სცენაზე გახვალ, გაეცინება თუ არა ხალხს იმაზე, რასაც ამდენი ხანი ქმნიდით, რის გამოც სახლში ღამის 1 საათზე მიდიოდით და რომლის გამოც ზოგჯერ გუნდელები ერთმანეთს ხოცავდით.
და მერე, როცა სცენაზე დგახარ, აღარ გახსოვს რასაც 2 წამის წინ შირმის უკან მდგომი ფიქრობდი, უბრალოდ თამაშობ მთელი გულით და სადღაც შორიდან გესმის მაყურებლის სიცილი.. (როგორც ემირი იტყოდა “გაგჯა ხალხი სიცილით 😀 ) 2 წუთში უკვე ისევ შირმის უკან დგახარ დამშვიდებულ-ნასიამოვნებ-აჟიტირებული და ფიქრობ, რომ ძალიან მალე მოხდა ყველაფერი, კიდევ.. კიდევ..
მე უკვე შეყრილი მაქვს KBN-ის სცენის მტვერი! 🙂
მაგრამ.. ეს არაა მთელი ჩემი ცხოვრება! არც ჩემს მომავალას ვაწყობ მასზე. ეს ჩემთვის გასართობია, ჰობი, გატაცება, ან რაც გინდათ ის დაარქვით…
და ნეტა ღირს? რას იტყვით?..
….აი, ისევ ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი არგუმენტი აირია თავში.. (?)
მე ისევ არაფერს ვფიქრობ..
p.s. ისევ, სასიამოვნო მოგონებებსა და გაურკვევლობას შორის გაჩხერილი დავრჩი.. )))
p.s.s გუშინ ერთი ჩემი უკვე ძალიან ახლობელი ადამიანი მეუბნებოდა, ერთ ფურცელზე უნდა ჩამოვწერო რა მინდა საერთოდ ამ ცხოვრებაშიო.
1 სურვილი – გამოვრთო ეს მუსიკა, უკვე თავი რომ ამატკივა და ვერ ვხვდები! 😀
2 – მინდა ყოველდღიური ტვინის ბურღვისთვის მადლობა გადაგიხადო, რომ მისმენ : ) – მხიარულ განწყობაზეა…
(რამდენიმე წუთის შემდეგ)
“-ჩამოწერე?
-არა
-რატომ?
-რომ დავფიქრდი მე-3 რა მინდა, არის ის რომ, არ მინდა რომ ჩამოვწერო!.. : )”
…ალბათ არც მე მინდოდა, ჩამომეწერა და გამერკვია მინდა თუ არა KBN-ში.
ამიტომაც ვარ გაჩხერილი მოგონებებსა და გაურკვევლობას შუა…
ჩემები მი–ყვარ–ხართ!!!
Posted: მაისი 14, 2010 Filed under: განწყობა წყობა ბა... :), ჩე_მზე | Tags: ბოლო ზარი, გვირილები, ვარძია, კლასი, რაჭა, სარფი, ქუთაისი, ცაგერი 8 Commentsამ წამს მოვედი ჩემი დაქალის ბოლო ზარიდან და იმდენად დაღლილი დასიცხული ვარ რომ წესით ლოგინზე უნდა მივეგდო და დაახლოებით 1 საათი საერთოდ არ გავინძე, მაგრამ არ შემეძლო აქ არ დამეწერა ის განცდები რასაც ახლა ვგძნობ!
ჩემი სკოლა, ჩემი კლასი და ჩემები მომენატრნენ!!! დამაბრუნეთ რა!….
სკოლა ჩვენ წინა წელს დავამთავრეთ და ბოლო ზარი 31 მაისს გვქონდა. მგონი მთელ საქართველოში ყველაზე გვიან, ასე იმიტომ გადაიდო რომ გვიან დავიწყეთ რეპეტიციები და ძლივს მოვაბით თავი ყველაფერს. მაგრამ საბოლოოდ ისეთი მაგარი გამოვიდა რომ ნუ რავიცი 🙂 თან რაც მთავარია არავითარი რეჟისორი არ გვყოლია 🙂 ხოდა კიდე რაც ყვეეეელაზე მაგარია, სცენიდან ჩამოვედით თუ არა ჯერ ეგრევე ჩვენ კლასში ჩვენი მარის დაბ. დღე ავღნიშნეთ და მეეეეერე ჩავხტით ავტობუსში და 1 კვირიან ექსკურსიაზე გავსქურეთ : ))))
ის 1 კვირა მართლა ყველაზე ლამაზი და დაუვიწყარი იყო ჩვენს ცხოვრებაში. იქ ვშლიდით კარვებს სადაც დაგვიღამდებოდა და ასე ბოდიალით თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ 🙂
პირველად აბასთუმნის ტყეში დავბანაკით, ულამაზესი იყო იქაურობა და ფართედპირდაღებულები ვსუნთქავდით სუფთა ჰაერს 🙂
ცუდი ის იყო რომ ძალიან მალე დაგვაღამდა და ფარნის შუქზე და ნახევრად სიბნელეში მოუწიათ ბიჭებს შეშის მოგროვება, კარვების გაშლა და ჩვენ კიდე საჭმლის გამზადება 🙂
ისე ცუდი კი არა ზუსტად მაგას ქონდა მუღამი 😉 ხო მერე ცეცხლიც დაინთო და ბოლოს მწვადებიც წამოაცვეს სახელდახელო შამფურებზე 🙂 გული მიგვდიოდა ისე გვინდოდა და რომ შეიწვა ხელში სუკების ნაცვლად ქათმის მენჯები შეგვხვდა : )))))) მერე როგორც იქნა დავლაგდით და დაღლილები გავეხვიეთ საძილე ტომრებში.. დილით ძალიან ადრე გამეღვიძა, ძალიან ციოდა.. ეხლა დაწვრილებით აღარ მოვყვები როგორ იბანავა მიშომ გაყინულ წყალში რომელშიც ჩვენ თითის ჩაყოფაც არ შეგვეძლო და კიდე ამდენ სისულელეს 🙂
აბასთუმნიდან დავიძარით ვარძიისაკენ, მანამდე კი გზაში მოვიანხულეთ ძალიან ლამაზი მონასტერი რომლის სახელიც სამწუხაროდ ჩემ დებილ თავს ეხლა უკვე აღარ ახსოვს 🙂 ვაიმე ვნახეთ ძალიან ბევრი თავის ქალა იქ მოღვაწეების. ერთ–ერთმა ბერმა რომ შეგვატყო რომ ცანცარა და უაზრო ბავშვთა ხროვა არ ვიყავით, შეგვიყვანა საკურთხევლის გვერდით ოთახში და გვაჩვენა უხრწნელი ნაწილები იქ მოღვაწე ერთ–ერთი ბერის.. ეს იყო შოკი! ნაწილები კი არა მთლიანი სხეული იყო ჩასვენებული. სახეზე არ გადახსნა გადასაფარებელი, ცოტა დაგვინდო 🙂
ამის მერე წამოვედით ახალქალაქში სადაც გველოდებოდა ჩვენი სუპერ სტარი კალათბურთელი კლასელი, რომელიც თამაშის გამო ვერ წამოვიდა ჩვენთან ერთად წინა დღით 🙂 გული გულობსო ამაზე იყო ნამდვილად ნათქვამი 🙂
ვაიმე ეხლა გადავხედე და ვნახე რომ უკვე ძალიან ბევრი დამიწერია და დარწმუნებული ვარ რომ არავინ მოიკლავს ამის კითხვით თავს 🙂
მოკლედ გეტყვით რომ აბასთუმნიდან წავედით ვარძიაში, იქიდან რაჭაში, რაჭიდან ცაგერში, მერე ქუთაისში, ქუთაისიდან ოზურგეთში და ბოლოს სარფით დავაგვირგვინეთ 🙂 არ შეიმჩნიოთ რომ ზოგიერთი სურათი ოდნოდან არის ამოკოპირებული 🙂 ესეც რომ მაქვს მიხარია 🙂
ეს ხერთვისის ციხეა 🙂 ეს კიდე.. ვაიმე რა მჭირს სახელები მავიწყდება, ხერთვისის მერე ვარძიამდე სანამ მივალთ იქაა ეს ეკლესია და არ ფუნქციონირებს, და როგორც გავიგეთ თურმე რაღაც არასწორად ყოფილა აშენებული და მაგიტომ
ვარძიის გვირილები
კომენტარები