“მარტია, მარტია… ენძელებს მაყრიან…”

მიყვარს გაზაფხული!

ან ვის არ უყვარს თეთრად და ვარდისფრად აფეთქებული ხეები…    მხიარული წვიმები და ანცი მზე…   🙂      გულის უცნაურად ფეთქვა და ჰაერში ყვავილებისა  და წვიმით დასველებული მიწის სუნი…


თუმცა ეს ყველაფერი ჯერ ცოტა ადრეა..   🙂    ჯერ მხოლოდ გაზაფხული შემომარტდა…  🙂

“მარტია, მარტია, ენძელებს მაყრიან…

სიცოცხლე ლამაზი როგორ მიხარია.. ”

რამდენიმე დღეა ამეკვიატა  ბავშვობისდროინდელი ლექსის სტრიქონები.. 🙂


მიხარია…   მიხარიააააა…    მიუხედავად იმისა რომ  დღეს 1 მარტია და არც ანცი მზისთვის მომიკრავს სადმე თვალი, არც მხიარული წვიმისთვის… არც ყვავილების და მიწის სურნელი მიგრძვნია სადმე…

ხო მართლა..   🙂

ჩემს ქუჩაზე ჯერ კიდევ 2 დღის წინ შევამჩნიე აყვავებული ჭერმის ხე..   🙂

გული კი უკვე 5 თვეა რაც  უცნაურად მიცემს… :*

Advertisements