სიკვდილის რეპეტიცია…

ოთარ ჭილაძე:     “…. ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც დიდებისგან გა ნსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგჩვენოთ, სიამოვნებთ კიდეც. უფრო სწორედ, საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა კი არ სიამოვნებთ, მათი სიკვდილით შეძრწუნებული და გულმოკლული ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ბავშვებს ენით უთქმელ სიამოვნებას, ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას, ყველგან და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ.  და იმდენად ძლიერია მათი სურვილი და მოთხოვნილება, ძალაუნებურად, თითქმის შეუგნებლადაც იწყებენ სიკვდილზე ფიქრს, რადგან სიკვდილი ყველაფერზე უკეთესად გამოკვეთს და გამოაჩენს ხოლმე გრძნობას, რომელსაც ისინი ეძებენ და რომელიც სიკვდილის გამოჩენამდე სხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებშია გათქვეფილი…”

მეც რამდენჯერ მიფიქრია სიკვდილზე…   დედა.. მამა… მეგობრები… ყველა ტიროდა ჩემთვის ჩემ ფიქრებში.  სიჩუმე….   გულიდან მოდიოდა, მუცელს მწვავდა რაღაც გაურკვეველი.. მერე მოდიოდა, მოიწევდა თანდათან მაღლა  და სადღაც ყელში მეჩხირებოდა… მერე ისევ გაიელვებდა ცრემლიანი სახეები და… მიხაროდა!  და მერე  ჩემი თავი მეცოდებოდა ყველაზე მეტად…  თეთრი ყვავილებით მორთულ სასახლეში თვალდახუჭული…  თეთრი ყვავილები..  ყელში გაჩხერილი ბურთი შეიძვრებოდა და ცრემლებად გადმოედინებოდა.

და ვტიროდი.  დავტიროდი ჩემს თავს… ჩემს სხეულს. ჩემს  ნაადრევ სიკვდილს.  ყველას მაგივრად ვტიროდი…

და მერე გადიდოდა დრო… ისევ იღვიძებდა დილა…  ისევ ვგრძნობდი გრძნობების ნაკლებობას და ისევ…   ისევ ჩემს ფიქრებში გათამაშებული  სიკვდილის რეპეტიცია…  იცვლებოდა ყველაფერი, არ იცვლებოდნენ ადამიანები.. ისევ  ისე ხშირად და უფრო ხშირადაც ავიწყდებოდათ ერთმანეთი და “სხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებში გათქვეფილი” გრძნობა…

უკვე აღარ მერქვა ბავშვი..  უკვე აღარც უნდა მეტირა თითქოს..

უნდა მცნობებოდა, მაგრამ  რა ვქნა, არ მინდოდა დამეჯერებინა და    ასეთი შემეცნო სამყარო…  და ისევ ვკვდებოდი..  და თითქოს ამით შურს ვიძიებდი  სიყვარულისგან დაცლილ გაციებულ ადამიანეზე. მთელ სამყაროზე…

ახლა ხომ მაინც აღარ ვარ ბავშვი…  ან შეიძლება ჯერ კიდე ვარ თუმცა რა აზრი აქვს… მე ისევ ვტირი.  და ისევ ისე ძველებურად ვმართავ ხოლმე ჩემი სიკვდილის რეპეტიციას….


რა ღირს ეს წიგნი?…

უკვე ძალიან დავიღალე.   ყველგან უარყოფითი ემოციები..

დამღლელი FB.   ასევე დამღლელი პოსტები ბლოგებზე. ყველგან “გახმაურებული  წიგნი” და ილიას უნივერსიტეტის აქციები. გიგი თევზაძე და  მართმადიდებელ მშობელთა კავშირი.

რა გახდა ერთი მდაბიო  წიგნი?   არანაირი მხატვრული ღირებულებებით…     მაგრამ  სათაურიდანვე შეურაცხმყოფელი.                                          ვისთვის  როგორ…

აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება.

პიარი და სრულად გაყიდული ტირაჟი.

რა ღირს ერთი მდაბიო წიგნი?    –  ერთი თხილის გულის ცხრად გამყოფთა შუღლი…

p.s.  დღეს მზე გამოვიდა…   იქნებ გვიშველოს!….


რას მირჩევთ, გადავაქოთო? :)

ჩემი ბლოკნოტი დავკარგე! მგონი..  ხო მგონი დავკარგე.   დიდი ხანია რაც არც თვალში და არც ხელში არ მომხვედრია.  😦  იქ მეწერა ჩემი ლექსები, ჩანახატები, მოთხრობები.. ხოდა თუ მართლა დავკარგე მაშინ   ოოო….   ჯერ ზუსტად არ ვიცი დავკარგე თუ არა, იმიტომ რომ კარგად არ მომიძებნია. მარტო ჩემს უჯრაში და ჩანთებში ჩავიხედე..  მაგრამ თან არც მინდა რომ კარგად მოვძებნო. იმიტომ რომ  თუ მთელ სახლს თავდაყირა დავაყენებ,  უჯრებს ამოვქექავ, თაროებიდან წიგნებს და რვეულებს გადმოვყრი,  ლოგინების ქვემოთ შევიხედავ ( 🙂 )  და მაინც ვერ ვიპოვი… მერე საშინლად დამწყდება გული…  😦  ხოდა ჯერ  ვიხანგძლივებ ამ პერიოდს, როცა ჯერ კიდევ არ ვიცი დავკარგე თუ არა…

ძალიან ცუდია როცა რაღაცას კარგავ….  როგორი გრძნობაა იცით?  მითუმეტეს თუ ეს “რაღაცა” ძალიან გიყვარს…

ხოდა რას მირჩევთ? გადავაქოთო ყველაფერი და მერე მოგიყვეთ მართლა როგორ დავკარგე ჩემი საყვარელი,  “შემოქმედებით სავსე”  ( 🙂 ) ბლოკნიტი?   არ ვიცი, არ ვიცი….


პლიუს-მინუსობანა ანუ გაამოთ : )

“სუპი, სოუზი, გადი, მოუსვი..”

😀 😀  მახსენდება ეს  ბავშვობისდროინდელი      გათვლა, როდესაც ბლოგზე არსებულ სიტუციას ვუყურებ..   ბრძოლა პლიუსებისთვის...      მთავარია პოსტი დაწერო, მერე გააპლიუსო და შენზე წინ მყოფებს  მინუსები უხვად  ჩამოუმწკრივო..          და მერე ყველფერი გადასარევადაა…

თუ ამ საკითხს ფსიქოლოგიური კუთხით მივუდგებით მივხვდებით რომ ის  ბლოგერები    რომლებიც   ასე  უხვად  არიგებენ  მინუსებს საკუთარი პოსტის  სათავეში ყოფნისთვის,   ამბიციური ადამიანები  არიან და სურთ ყველაფერში პირველები  და  ლიდერები  იყვნენ.. ამბიციურობა და პირველობისკენ სწრაფვა შეუძლებეია ვინმეს უარყოფით თვისებად  ჩაუთვალო  მაგრამ   ამ ყველაფერმა დიდი დებატი გამოიწვია დისკუსიებში თემაზე “პლიუს-  მინუსობანა”.   იყო ბრალდებები და ეჭვები..   თურმე აქ “ტესტების” ჩატარებაც მოდაში  ყოფილა 🙂    ერთ-ერთმა ბლოგერმა თავის ბლოგს დეაქტივაცია გაუკეტა 😦    ეს ბლოგი ძალიან  მომწონდა…   მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარია ის რომ უკვე გაჟღერდა ის ფაქტი რომ —

“ხალხი ამ ბოლო დროს პოსტებს მხოლოდ ბლოგროლში წინ წასაწევად წერს… მალე ინტერესი  დაეკარგება ბლოგებს !!”

ეს კი უკვე ძალიან დამაფიქრებელია…  სულ მალე მართლა შეიძლება რომ  როგორც notes.ge გაქრა ბლოგროლიდან ისევე გაქრეს სხვაც.. და მერე ალბათ აქ მარტო ის “ვაილიდერები” დარჩებიან რომლებთაც სიამოვნებას არა საიტერესო პოსტის წაკითხვა  ანიჭებთ, არამედ  საკუთარი პოსტის სათავეში ხილვა და პლიუსების დიდი რაოდენობა…

მიუხედავად იმისა რომ აქ დიდი აქტიუობით არ გამოვირჩევი, მაინც ვიტოვებ ამის თქმის      უფლებას..

დანარჩენი კი თქვენთვის მიმინდია ჩემო  მკითხველებო..

და თქვენც  “ლიდერებო”, თქვენც მოგანიჭებთ ალბათ სიამოვნებას 🙂

შეუდექით ამ პოსტისთვის მინუსების წერას!..
დაე გაამოთ!       : )