გილოცავ დეე…

მზეს ველოდები, როგორც არასდროს,

ცის სხივებს ვეტრფი..

გულის სიღრმიდან ამოდის მღერა,

თბილ ქუჩებს ერწყმის…

ტყემლის ხეებზე ცეკვავენ ფრთები,

პატარძლის ფერი..

მიწის სურნელით ივსება სული

სიფხიზლეს ველი!..

იღვიძებს დილა,

იღიმის დედა შინდისფერ კაბით.

მე ვმღერი, რადგან აღარ არის ამ ქვეყნად დარდი…

გაზაფხულის დღე იღიმის ახლა,

ყვავილებს ისვრის…

მე ვკრეფ ყვავილებს და სიცილით სახლისკენ ვილტვი…

მიმაქვს სხივები, ნარცისები,

ყოჩივარდები..

ფუტკრის ზუზუნი,

ვარდისფერი ატმის ყვავილი..

მივრბი, მივღელავ,

მივგიჟმაჟობ მე, როგორც მარტი..

დედას სიზმრისფერ ყოჩივარდებს

ჩავუწნავ თმაში…

გილოცავ დეე….

p.s. 2007 წელს დაწერილი ლექსია.. არ ვიცი მგონი მაშინ მუზები “მეძალებოდა” 😀

დღეს უბრალოდ ქოთანში ჩარგული პაწაწინა ყვავილები ვაჩუქე..

როგორ უაზროდ მიყვარს…


მზე მინდა!..


ვეღარ გავუძლებ ალბათ ამ ტკივილს

დაუსრულებეს, ოდნავ ნაღვლიანს.

შემოღამებას ალბათ შევხვდები

და განთიადზე ცრემლებს ავკრიფავ…

 

ვეღარ გავუძლებ ალბათ სიცივეს,

უმზეო დღეს და ყინულზმანებას…

სითბოს, სიყვარულს და მზეს მოვითხოვ

და ჩემი თხოვნით იაც ამოვა…

 

ამოვა ია და ისე თითქოს,

აღარაფერი არ იყოს ცივი…

ვივლი ქუჩებში უმისამართოდ,

მე მზესთან ერთად ღიმილით ვივლი!..

 

 

2007 w.

 


სილაჟვარდის შესამოსელი


მე გავგედდები…

გადავიქცევი ციფერ ოცნებად

და როგორც ყველას,

მომინდება

მზესთან…

გაფრენა…

ცის სილაჟვარდეს შემოვიხვევ

შესამოსელად..

მე მზესთან მივალ სურვილებად,

ოცნებად… ლოცვად…

და გათენდება!..

აივსება ყველა ნაპრალი.

მზე სხივებს დაღვრის,

სველ ქვიშაშიც მზე გაიღიმებს.

უთეთრეს სხივებს შემომაწნავს თმებზე პეპლებად

და მიმიზიდავს, მიმიტმასნავს,

როგორც მთა იელს…

მე სილაჟვარდეს შევერევი,

ვიქცევი მგოსნად

და როგორც გედი, მე ვიმღერებ უთეთრეს სხივებს.

ჩაიფერფლება ბოროტება,

ტანჯვა,

ვაება..

მზესთან აღარ სჩანს არც სიავე,

არც მწუხარება…



ზევიდან მიწა,

უშავესი ეს დედამიწა..

შ ე ბ უ რ ვ ი ლ ი ა

ს ი ლ ა ჟ ვ ა რ დ ი ს

შ ე ს ა მ ო ს ე ლ ი თ …

2007 წ


და თუნდაც გამიშვან ხელი!…

როდემდე მომიწევს დათვლა
წუთების…
წამების…
წლების…
ვისი მენატრება ახლა
ტუჩები…
თვალები..
თმები…
და თუკი დავფრინავ მაღლა,
და თუკი არ მჩაგრავს ბედი…
ვიღაცა იცინის ახლა
და იქნება დამიწვას ფრთები… 

 

ცხოვრება გრძელდება კვლავაც
დღეები
თვეები
წლები…
ვიღიმი, ვიცინი ახლაც
და თუნდაც გამიშვან ხელი!…
მე ისევ დავიწყებ დათვლას
ფერების..
მზეების…
ზღვების…
და მომენატრება ნახვა
ახლა სხვა ნაცნობი თმების…
………………………………………………….

როდემდე მომიწევს დათვლა
მზეების, სხივების ზღვების?!..
ალბათ, მანამდე, სანამ
შევძლებ დავითვალო წლები….

 

 

 

18/05/2009 W.w

p.s. გახსოვთ ალბათ ჩემი ბლოკნოტები რომ დავკარგე და გამწარებული ვეძებდი ყველგან. ხოდა გუშინ როგორც იქნა დაადგა საშველი და მომიტანა ჩემმა დაქალმა 🙂 თვალი გადავავლე და ეს ლექსი აღმოვაჩინე, აღარც მახსოვდა… გაეხმიანა ჩემს განწყობას, და აქ დავწერე… 😉