მზიანი დღე ფანჯრებს იქით…
Posted: თებერვალი 6, 2013 Filed under: არეული პოსტები, განწყობა წყობა ბა... :), ჩე_მზე | Tags: ბიჭი, გვირილები, მაჭკატები, მზე, მიყვარხარ, პეპი, რუსთაველი, ფანჯრები, წერილები დატოვე კომენტარი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
…გუშინდელი ღამის მიუხედავად ადრე იღვიძებ. 2 დღეა, სამსახურში აგვიანებ. ’’იქნებ დღეს მაინც გამოვასწორო’’. გიკვირს როგორ შეძლო შენში გაღვიძებულმა პასუხისმგებლობის გრძნობამ შენი ასე ადრიანად გაღვიძება და სახლის კარს იხურავ.
…დროზე მიხვედი.
გარეთ მზეა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
..ასე მგონია სკაში ვარ. ოღონდ ნაკლები ზუზუნით. კომპიუტერები. ადამიანები. კომპიუტერები. ადამიანები. ადამიანები. ადამიანები….
ასე მგონია, თითოეულზე მოთხრობა დაიწერებოდა.
ფანჯრებზე გისოსებია. შიგნიდან ჟალუზები. და მზის სხივები მაინც აღწევს.
მზეა…
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გვერდით ოთახიდან ბიჭის რაღაცნაირად სასიამოვნო ტემბრი ისმის. …ჯერ კარგად არ იცნობ. უბრალოდ, მოსვლისას გამარჯობას ეუბნები ”საზოგადოდ”, წასვლისას კი ”ნახვამდის”-ს – რატომღაც, იშვიათად..
… მერე გეჩვენება, რომ გაზაფხულის სუნი იგრძენი.
კომპიუტერის ეკრანს უყურებ და ფიქრობ: ’’მზიანი დღისთვის სამსახურის გისოსებიანი ფანჯრებიდან ყურება ყველაზე დიდი ბოროტებაა!’’
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
”-გიყვარდა ბავშვობაში მაჭკატები?
– ჰო, მაგრამ ეხლაც არ ვიცი რისგან კეთდება. მახსოვს რომ პეპი იატაკზე აბრტყელებდა..
-ხოდა, ესე იგი იატაკზე კეთდება 🙂
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
…თუ ვინმე ნახევრადხუმრობით გეტყვით, რომ აგერ უკვე 2 წელია ყოველდღე კლავ, იცოდე, რომ არ უნდა კითხო რატომ… მერე შეიძლება შენ თვითონ გეტკინოს…
და გარეთ მაინც მზე იქნება. უბრალოდ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მზიანი დღე არ შეიძლება უბრალოდ დამთავრდეს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
’’მიყვარხარ, მიყვარხაააააარ.. და ის, რომ დავიკარგე, იმას არ ნიშნავს რომ დამავიწყდი.’’
მერე აღარ იცი, რა უნდა თქვა…
ჩუმდები.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მივდივართ, მივდივართ… აღარ ვამბობ სად გავისეირნოთ. მეკითხებიან სად წავიდეთ, მე მინი პროტესტის სცენას ვაწყობ და უბრალოდ მივუყვები რუსთაველს. არაფერზე ვბრაზობ, არც მწყინს. უბრალოდ ეგრე ვარ.
ორი მზე მომყვება გვერდით, ჩემი და ჩემი.
ვხვდები, რომ დღეს ვაშხამებ…
მაინც ვაგრძელებ ჩემსას და მივდივართ, მივდივართ.. უბრალოდ.
მზე აღარ არის, სამაგიეროდ მაქვს მზესუმზირა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვერავინ იტყვის ზუსტად როგორი შეგრძნებაა, როცა ქუჩაში შემთხვევით ორჯერ გხვდება ბიჭი, რომელსაც ბავშვობაში ერთი წლის მანძილზე გვირილების სურნელებიან წერილებს წერდი… უბრალოდ საკუთარ დღიურში. ორჯერ გხვდება და ვერცერთხელ შეგამჩნევს.
’’როდესმე ჩემს დღიურს წიგნად გამოვცემ და იისფერი ლენტით შეკრულს სახლის კარებთან დავუტოვებ,’’ – ამბობ და იღიმები. გარეთ მაინც მზეა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
…შენზე მაინც არაფერს ვიტყვი, საერთოდ არაფერს.
შენ თვითონ უნდა ისწავლო რამის თქმა.
მე გამოზომილად ვეძებ შენთვის სათქმელ სიტყვებს, შენ – ნაპოვნი გაქვს, მაგრამ შენთვის იტოვებ.
იყავი ჩემთვის, სანამ მე გადავიფიქრებ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დავიღალე, რომ ხშირად ელოდებიან იმას, თუ მე რას ვიტყვი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
’’-ბუზღუნებ ეხლა შენ!
-ხო, ვიცი!’’
ვბრუნდებით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კიბეებზე ასვლისას ხელში ნარიყალის ყვითლად აყვავებული ტოტები თრთიან.
’’ჩემს შვილებს აუცილებლად გამოვუცხობ ხოლმე მაჭკატებს…’’
სახლში ხარ, თბილა….
JACK DENIALS + ვოდკა, ანუ სიმთვრალის ბოდვანი :D
Posted: სექტემბერი 24, 2011 Filed under: არეული პოსტები, განწყობა წყობა ბა... :), დაუვიწყარი დღე! | Tags: არაყი, ეკა, კოსტა, რაფაელო, სიმთვრალე, JACK DENIALS, KBH 19 Commentsმთვრალი ვარ! და ვწერ პოსტს, რადგან ხვალ წავიკითხო და ვნახო როგორია სიმთვრალე.
ვცი, შეცდომები ბევრი მექნება ნაწერშI და ამის გამო არ გამაკრიტიკოთ. ანუ როგორ ვარ? თვალები მგონი მიელამდება და სულ მიდნა ვიცინოოო 😀 😀
ხო კიდე იცი რა მინდაა?! მაგრად ჩავეხუტოოოოოო!
ვის? რავიცი… ეგ რო ვიცოდე ჩემთვისაც კარგია 😀
არა, პირნციპში კი ვიცი.. ნუ ზუსტად არა მაგრამ ეხლა სიმთვრალეში ჩასახუტებლად ეგ მშვენიერი კანდიდატურა : )))
მმმ….. ❤ არა მარტო სიმთვრალეში.. ^_^ უბრალოდ ახლა უფრო თამამი ვარ, ხომ გესმით 🙂
როგორ დავთვერიი? 😀 😀 1 ბოთლი JACK DANIELS + 1 ბოთლი არაყი გაყავით 3 კაცზეე და = სიმთვრალეს : ))) ესეც სიმთვრალის ფორმაულა ^_^
ყველაფერი იმით დაიწყო რომ მე კოსტა და ეკა ეკლესიის მერე ტორტზე დავპატიჟე და ჩემთან წამოვაბრძანე 😀 კარგია რომ ახლოს ვცხოვრობ : )
დედაჩემის კითხვაზე თუ რას დალევდნენ, რა თქმა უნდა გაინაზნენ 🙂
მერე?.. მერე ტორტი იყო გემრილი მახსოვს.. და ვისკის პირველი ჭიქის ჩამოსხმისას რა თქმა უნდა ორივე ამბობდა: “აუ ბევრი არ დამისხა რააა”
ცხვირზე ხელის მოჭერა და ყლუპ. ლყუპ. ლყუპ….. სამი ყლუპ ერთად და სამი დაჭყანული სახე : )
მერეე? მერე როდის დავისხით მეორე ჭიქა აღარ მახსოვს.
მერე მესამე და მეოთხე ჭიქაზე უკვე რა სადღეგრძელოს ვამბობდით მაგას არ ვიტყვი 😀
მერე გვანცას დავურეკეთ. ჩვენი ბაჭიააააა ❤ ჩაქვში იყო.. ვაიმეე მაგათ რა ვუთხარი, დიპლომატიურ კონპერენციაზეა თუ ბომჟ-ფართიზე ნეტაა 😀 კლუბში იყო და გამოვიყვანეთ გარეთ, მეთქვი ტვინი უნდა ვუბურღოთ რომ მოგვენატრა და მალე ჩამოვიდეეს, ეგ კიდეე ” აუ მიყვარხააააართ! თქვენთან მინდააააა! მენატრებიიიით… ჩემი ბაჭიები ხაააააააართ!… ბლა ბლა ბლა…|” მოკლედ, ეგეც ჩვენზე არანაკლებად მთვრალი იყო 😀
ხო მერეე?.. მერე ზუსტად აღარ მახსოვს. ხოო.. იმას ვამბობდით, ენაზე არა, პირდაპირ ყელში გადავუშვათთქო 😀
უკვე გაგვიტკბა..უკვე აღარც კი ვიჭყანებოდით დალევის მერე და ბოლოს ჩემ ჭიქაში რომ სულ რამდენიმე წვეთი ჩამოვარდა, მივხვდით, რომ დავცალეეეეთ 😀
მერე ვვარჯიშობდით როგორ გაგვევლო სწორ ხაზზე და როგორ უნდა ეთქვათ დედაჩემისთვის “ნახვამდის” ისე რომ სიმთვრალე არ შეტყობოდათ 😀
უუჰ.. ჰაერი. ამოვისუნთქეთ…
და კოსტას გაეხსნა: “მოდი კიდე ერთი ბოთლი არაყი ვიყიდოოოთ” : )) ეკა ისევ გაინაზა 😀 ჩემი რაფაელოო ❤
მერე ერთლი ბოთლი არაყი და შოკოლადის ფილა..
და მერე: ვიღაცას რომ სადღაც ვენატრებით… აი ეხლა რომ გაიარა და ჩვენზე იფიქრა ვაიმე ესენი ვერ არიანო… აი ფანჯრებიდან რომ შუქი გამოდის და გველოდებიან… აი, ეს ძაღლები…. ერთგულები რომ არიან პატრონის, ანუ ერთგულების.. აი, იმ მონატრების… და ბოლოს ისევ “ჩვენ გაგვიმარჯოს!”
ეკა: “ვაიმე მართლა წყალივითააა” 😀 😀
ფუფ.. ისევ ჩემზე გათავდა ის არყის ბოთლიც :X მგონი გათავება დამებედა 😀
მერე სახლებისკენ.. არეული ნაბიჯით. უფრო სწორედ. არაფერი არ უნდა შემემჩნეს.
ოჰ, ნათლიაჩემი შემხვდა. გადაკოცნისას პირს მჭიდროდ ვხურავ რომ სუნი არ ეცეს: “როგორ ხართ?”-რაღაცნაირად წვრილი ხმა ამომდის ყელიდან და მე ვფიქრობ რომ მგონი ტყუილად ვეჩხუბებოდი ჩაჩანიძეს, როცა KBH-ის თამაშის წინ კონიაკს სვავდა, ხმა ჩაგეხლიჩება ნუ სვავთქო. ის მიმტკიცებდა პირიქითო.. სად გამახსენდა. ჰმმ.. მგონი მართლა მთვარლი ვარ :|ააა?
უკვე სახლში ვარ. მამაც აქააა. ვიღიმი და სრულიად სერიოზულ გამომეტყველაბას ვიღებ (ღიმილი და სრულიად სერიოზულობა?! )
ასე თუ ისე ვირიდებ კითხვებს.. გამოვდივარ ჩემს ოთახში. ვრთავ Facebook-ს და wordpress-ს.. ვხსნი New post-ს და ვწერ : “მთვრალი ვარ!” ^_^
WHAT?
p.s. შენი ჩახუტება ისევ მინდა.. Facebook-ზე არ ხარ თორე გეტყოდი ამას.. : )
ზაფხულივით არეული პოსტი : )
Posted: ივლისი 29, 2011 Filed under: არეული პოსტები, ჩე_მზე | Tags: ანი, ვეკო, ზაფხული, სოფელი., სტომატოლოგიური კაბინეტი, ფლირტი, ქორწილი 11 Commentsსულ ადვილია, ადგე და დაიწყო წერა, მითუმეტეს რომ სათქმელი ამდენი გაქვს.
იმდენი რამე ირევა თავში, რომ უკვე ჩვეულებად ქცეული არეული პოსტი მისწრება იქნებოდა… : )
………………………………………………………………………………………………….
2 დღეში ჩემი დის ქორწილია. ვერ ვაცნობიერებდი ვერაფერს. ახლა ვხვდები… არ მჯერა. უფრო სწორად მჯერა, მაგრამ ვერ ვიაზრებ. მგონი სენტიმენტები მეძალება 🙂 31 ივლისი იქნება ყველაზე ბედნიერი დღე ჩემი დის ცხოვრებაში!
ფუ რეებს ვბოდავ.. ბანალურობავ მეზიზღები..
ამ ერთ აბზაცში არ უნდა ვტევდე ვეკოს… გავჩუმდი :Xxx
და იქნებ გამოვასწორო..
………………………………………………………………………………..
ზაფხულია, ცხელა, ცხელა… ვეღარ ვჩერდები სახლში, არადა გუშინ ჩამოვედი, ეგეც ქორწილის გამო..
სულ 2 კვირა ვიყავი წასული, მაგრამ იმდენი რამ მოხდა.. მეგობრები.. არც ისე მეგობრები.. ახალი ნაცნობები და დავიწყებულები… ჩანჩქერზე წუწაობა. მერე პირველად გასინჯული ჩაკიდული 🙂 საკუთარ ნაკვეთში ვაშლატამების მოსაპარად ღამე ბავშვების წაყვანა და ყელში ამოსული ნამიოკობანა 🙂 ფლირტი, ბევრი ფლირტი. ფლირტზე უფრო მეტიც…
ბევრი მზე და მაააგარი ზაგარი 🙂
ბუტიაობა, წუწუნი, ნერვების შლაც და დაბნეულობა… და ბოლოს კი ასე ყელში ამოსული და ნაცნობი სიტყვები: “აუ მგონი ყველა ბიჭი იდიოტია!”
მოკლედ, ჩემთან ზაფხულია, თავისი ყველაფრით…… ❤
……………………………………………………………………………………………..
მრცხვენია ჩემი ბლოგის.
მრცხვენია ჩემი თავის.
მრცხვენია თქვენი.
ამიტომ აქაც გავჩუმდები და ისევ ვეცდები, გამოვასწორო…
………………………………………………………………………………………………….
რა ხდება?.. ჩემში? ნუ მეკითხებით… : )
ხომ შეიძლება ჩემს ბედს სადმე სრულიად უაზრო ადგილად შევხვდე, თუნდაც სტომატოლოგიურ კაბინეტში? : ))
არადა, მართლა რა სიმპატიური იყო ..
ღრმა თვალები ჰქონდა, რაღაცნაირი მშვიდი.. თან რა საყვარლად იყურებოდა გვერდით სავარძლიდან 🙂 მეც შეძლებისდაგვარად ვინაზებოდი და პირდაღებული უაზრო ბგერებს გამოვცემდი თეონა ექიმის კითხვაზე: “ასე გტკივაა?”
მოკლედ, არაფერი რომატიული 🙂
……………………………………………………………………………………………….
ანისთან მივდივარ მეტეხში! მე ანი და ქეთი. უმაგრესი იქნება წინასწარ ვხვდები.. ჩემი ანი, ჩემი ტყუპისცალი….
არავინ 20 წლის ზემოთ : ) ნუ ამას ერთი მინუსი აქვს რომ სახლის დალაგებაც და საჭმელების გაკეთებაც ჩვენ მოგვიწევს მაგრამ მოვახერხებთ როგორმე : )
………………………………………………………………………………………………………
ირევა აზრები.. მცხელა.. დანარჩენს მერე გავიხსენებ : )
კომენტარები