რამაც ჩემი ბლოკნიტიდან გამოაღწია ანუ კანგაუთლელი ბადრიჯანი :)

ჩამოვქალაქდი.

მზისგან ნაფერები სხეულით, ცვალებადი განწყობებით და ჩანაწერებით გავსებული ბლოკნოტით.

დამხვდა საწოლი, სადაც ყველაზე კარგად მძინავს, facebook, რომლის გარეშეც როგორ ვძლებდი მთელი ზაფხული, უბრალოდ ვერ მივხვდი და ბლოგი, რომელსაც ობის სუნი აქვს…

3 დღეა დავბოდიალობ, შემოვდივარ გავდივარ, ვხსნი new Tab-ს და ისევ ვხურავ..

მგონი ზაფხულისგანაც კი გადავიღალე..

რაღაც დიდხანს გაგიგრძელდა დუმილი ბლოგზეო..  ვიცოდი რომ მართალი იყო, მაგრამ გავჩუმდი.  უფრო სწორედ,  კი არ გავჩუმდი ვუთხარი, მოდი მესტუმრე და შენ დაწერე ჩემთანთქო. : )

მერე წარმოვიდგინე როგორ აწევდა წარბს, (თან თავის გაბანჯგვლულ და მეორეზე გადაბმულ წარბას🙂 ) და სხვა რა გზა მქონდა, ავდექი და წერა დავიწყე!

წერა რა, აქა-იქ გადმოწერა🙂 ზაფხულის ჩანაწერებიდან..

ამიტომ გამოდის ცოტა აბურდული (ცოტა რა, კარგად..) აჯაფსანდალი..  თუმცა მმ.. გემრიელად შეზავებულ აჯაფსანდალს რა ჯობია! ოღონდ ხო, კანგათლილი უნდა იყოს ბადრიჯანი, თორე “იჟოგას” თუ რაღაცას მაძლევს. ვაიმე, ეს  რაღა შუაშია. მოკლედ, დავიწყეთ:

” ახალი სიბრძნე ჩამოვაყალიბე:   “ვისაც სჭირდება ის იგებს!”
კარგი, აღარასოდეს აღარ ვითამაშოთ სურვილებზეო… : ) ”

………………………………………………..

განშორებითაცს შეიძლება გავიცნო შენი რომელიმე მხარე…
არაფერი მითქვამს.   უბრალოდ ვიფიქრე:  განშორებისას გაიცნობ არა სხვის, არამედ შენს რომელიმე მხარეს!
მარტივია.
შენ რჩები მარტო. შენს თავთან მარტო..    მარტო ხარ, ფიქრობ და ხვდები, რომ   

 შენ დაგაკლდა!

…………………………………………………………………………………

-კარგია, ანუ ჩვენი ურთიერთობა განსხვავდებაო სხვებისგან..

მე ისევ ახალი სიბრძნის ჩამოყალიბება დავიწყე: ნებისმიერი ერთი ადამიანის ურთიერთობა მეორესთან განსხვავდება მისი და მესამის ურთიერთიბისაგან…

გამაჩუმა. ეს მეორე სიბრძნე შენი არ არის, მეც ვიცოდიო…

შეიძლება.

თუმცა ახლა მე ჩამოვაყალიბე, ამიტომაც, ჩემია : )

…………………………………………………………………………………

” -ზოგჯერ ერთი შეხებითაც ჩანს რაღაც…
– ერთი შეხებით, ერთი კოცნით… თვალებში ჩახედვით…    მე რომ შემეხე იგრძენი რამე?..”

…………………………………………………………………………………………

… შეხება ისევე როგორც კოცნა, ცალმხრივი არ არსებობს!  ამიტომ ან ერთი იგრძნობს რამეს, ან მეორე…

27 აგვისტო...

……………………………………………………………………

     p.s   რა იყო ახლა ეს?..    ამბები რომელსაც ვერავინ გაიგებს ალბათ.

ხო ხედავ, არასოდეს არ უნდა დამაძალო რამის დაწერა :)  იმიტომ რომ დაძალებით არაფერი გამომდის…

ახლაც არაფერი გამოვიდა.

არაფერი, გარდა თავის დაძვრენისა!

კარგად შეზავებული კი არა კანგაუთლელბადრიჯნიანი  აჯაფსანდალი!… :@

წავედი, ბორჯომს მაინც ვიყიდი..


9 Comments on “რამაც ჩემი ბლოკნიტიდან გამოაღწია ანუ კანგაუთლელი ბადრიჯანი :)”

  1. ბორჯომზე მაგრად ვიცინე😀

    არადა, არ იყო მასე და სხვისი არ ვიცი, მარა მე კი მივხვდი რაღაცეებ, ან უბრალოდ მეცნო, რავი… შენტან ეს ეპიზოდებიუ მომწონს ზუსტად, აი, რომ ხედავ დეტალებს. ბევრი ვერ ამჩნევს წამებს,. შენ ამჩნევ და მიხარია.

    • salolas says:

      ვაიმე გვირილ :* როგორ ხშირად გესმის ხოლმე ჩემი და მე როგორ მიხარია ეს ნეტა იცოდე : )
      ხო, ხანდახან მგონია რომ სულ ასე წამებით და დეტალებით ვცხოვრობ… პატარ-პატარა ეპიზოდებით აკინძულია ჩემი ცხოვრება.. : )

  2. რუსა says:

    სალოლა გამეორება გამომდის, მაგრამ იგივეს თქმა მინდა რაც გვირილამ გითხრა…🙂 ბევრი მართლა ვერ ამჩნევს, მაგრამ შენ ამ წამებს იჭერ და გრძნობ… დამიჯერე ასე უფრო კარგი და ლამაზია ცხოვრება… ხანდახან შეიძლება ტკივილი უფრო ახლოს იყოს და უფრო მეტად გრძნობდე, მაგრამ ბედნიერებაც ხომ ძალიან, ძალიან ხშირი იქნება🙂❤
    რას წუწუნებ, მშვენიერი აჯაფსანდალი გამოგივიდა…მითუმეტეს ძალაინ მიყვარს….❤ ამ საღამოს ქეიფი გამომივიდა მე🙂 ჯერ მოლი ბლუმთან შამპანური დავლიე, ახლა კი აჯაფსანდალი🙂 მშვენიერია🙂

    • salolas says:

      🙂🙂 ჰააჰ კარგად გამაცინე :))

      რა კარგია რომ გესმით.. და ხვდებით…❤

  3. retseli says:

    სალ უფრო სწორედ სიბრძნის დედავ😀 აი თურმე რას წერდი ბლოკნოტში მთელი ზაფხული.
    P.S. მთელი რა ერთი თვე.
    😀😀😀😀😀

    ისე კანგაუთლელი ბადრიჯანი არც მე მიყვარს🙂

    • salolas says:

      შე სიბრძნის დედის ძმაოო😀😀 ხო ამას ვწერდი, რომ მიშლიდით ნერვებს..🙂
      ხო ვიცი რო არ გიყვარს და სულ კანგათლილს გავაკეთ(ებინ)ებ ხოლმე სახლში 😀😀

  4. Kejeradze says:

    აჯაფსანდალი არ მიყვარს, მაგრამ ამჯერად “გემრიელი” გამოვიდა🙂

  5. მუცელში სასიამოვნოდ მიღიტინებდა რაღაც ამ პოსტს რომ ვკითხულობდი…. მონატრებამ რომ იცის… მე ასეთი გა-აჯაფსანდებული სალოლა მიყვარს კანგათლილი და კანგაუთლელი…❤ მომენატრე ამ ობმოკიდებულ ბლოგზე…. მოუარე იცოდე!!! უხხ

    • salolas says:

      :* :* უჰ უჰ მეც როგორ მომენატრე არ იციიიი❤ ხო, მოვუვლი, მოვუვლი რამენაირად..: )


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s