ვანოს დღე და დაუვიწყარი ღამე!

ახლა ვწერ ამ პოსტს, იმიტომ რომ ვიცი, რაც უფრო ბევრი დრო გავა, მერე უფრო დამეზარება, მე კი არ მინდა რომ ეს დღე როდესმე დამავიწყდეს! არც დამავიწყდება! უბრალოდ მინდა აქაც დავწერო.

სანამ ჯერ კიდევ მტკივა ფეხის კუნთები, ჯერ კიდევ   მაქვს უძილობისგან თვალები დასიებული და სადაც დავჯდები იქ მეყვინთება.

მოკლედ, ვანოს დაბადების დღის ამბებზე ვყვები!

მოკლედ, მე ბანალური გოგო ვარ და ბანალურადვე ვიტყვი: “არც კი ვიცი საიდან დავიწყო!”

არ მინდა უემოციოდ მოვყვე, არადა ვხვდები რომ აქ ისე კარგად ვერაფერს დავწერ და ვერ გაგაგებინებთ რა კარგი იყო!

წარმოიდგინეთ  თსუს კავეენშიკები!

ყველზე მხიარულები, ყველაზე საზრიანები და ყველაზე მეგობრულები!

მთელი ოჯახი!

საღამოს 7 საათიდან დილამდე ერთად.   ყველაზე არაჩვეულებრივი ღამე!

ძირს დავარდნამდე ცეკვა, ბევრი სასმელი, ჭერზე ასხმული შამპანიური და ყველაზე გემრიელი შოკოლადის ტორტი.  გოგოების ცეკვა ვანოს, ჩვენი ჰიმნი, ზემოთ ამოვარდნილი აკივლებული მეზობელი, კედლებზე სამახსოვრო წარწერები, პირველად გასინჯული არაყი და კიდე ის რაღაც ცეცხლებიანი სასმელი ყელი რომ ჩამწვა და დამაბრუალა🙂

კარაოკეში შეჯიბრებები, რაღაც გიჟური თამაშები,  ერთ ფურცელზე ცეკვა, “ყური ტერფზე” და  კიტრის შუბლებს შორის გაჩერება წყვილებში🙂

მერე უფრო გვიან, დაღლილებმა და გაბრუებულებმა რომ ავითვისეთ ყველა ოთახის ყველა კუთხე–კუნჭული და მივეყარეთ.  აივანზეც კი ნემსის ჩასაგდები ადგილი არ იყო, როგორც იტყვიან ხოლმე🙂

და რომ არ მეძინებოდა და არც სხვას ვაძინებდი, რა იყოთ ხვალაც აქ კი არ ვიქნებით გავათენოთ–მეთქი…

მერე  ყველაზე შავი ისტორიები , მეც რომ გამაბრიყვეს, ჯერ მომასმენინეს და მერე მეც დამაწყებინეს გამოგონება : ))

და მერე ნიკუშას და ჩემი გულახდილი საუბრები.. უფრო ჩემი  : )  (ნიკუშ ჩემში ხარ! :* )

მეორე ოთახში კი ერთ ლეიბზე მიყრილი ბავშვები და “მოსატანი მეეტანათ” და

“ის ღამეე, თივის ზვინზე გავათენეეე” : ))))

მერე მართლა დაგვათენდა თავზე…

არადა, როგორ ვნატრობდი დიდხანს გაგრძელებულიყო ის ღამე!

იმიტომ რომ მიყვარხართ!

ჩემები ხართ!

და როგორც ვანომ თქვა, მგონი მართლა “ვაშენებთ ამჯადოსნურ ადგილას ოჯახს!”  

ჩვენი ჰიმნი! იქნებ თქვენც აგეკვიატოთ🙂

ALWAYS   TOGETHER!


10 Comments on “ვანოს დღე და დაუვიწყარი ღამე!”

  1. natia121 says:

    ვაი, რა კაია❤

    • salolas says:

      დამიჯერე, აქ დაწერილზე ორმაგად კარგი იყო : )))

      • Chiamaria says:

        მოყოლით იმდენად არაფერი, ადგილზე უნდა გენახა?🙂 არა, ძალიან მაგარი იქნებოდა… ისე გაქვს აღწერილი რომ.. დიდი ხანია ესეთ დაბადების დღეზე აღარ ვყოფილვარ.🙂

  2. ჰაჰაააჰ :დ ის გოგონა ჭრელ მაიკაში სალო იყო :დ

    სალ, ბედნიერს რომ გხედავ, მიხარია : ))

    • salolas says:

      ხოო მე ვიყავი 🙂
      მეც მიხარია ასე ბედნიერი რომ ვარ და ამიტომაც ვფიქრობდი, ჯანდაბას მამიკოს გაბრაზება ღირდა ამადთქო : )

  3. ვაიმეე.. რა კარგი იყო… ეჰჰ.. არ მიმხიარულია ასე გემრიელად რამდენი ხანია… ხმის ჩახლეჩამდე…. სალოლ… მარტო ჩემთვის სალოლა… :)) სულ ასე ერთად იყავით თქვენ :))

    • salolas says:

      ჩემი–ანიიიი :* :* :* ხოდა თუ ჭკვიანად იქნები ჩემ დაბადების დღეზე გამხიარულებ ასე ხმის ჩხლეწვამდეეეეეეეეე :* :*:*

      იმედია მართლა სულ ასე ერთად ვიქნებით! : )

  4. Mallorie says:

    რა ძალიან მაგარია.
    ისე მიყვარს ასეთი სიტუაციები. ^^

  5. Mari says:

    აუუ, წარმომიდგენია როგორ იმხიარულებდით😀

  6. djguro says:

    ვააიი მეეე! სიმღერის ტექსტი დაიდოს, არაფერი ისმის.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s