ის, რაც ყოველდღე უნდა მეწერა : )))
Posted: მაისი 22, 2011 Filed under: სტუდენტური ცხოვრება, ჩე_მზე, KBH | Tags: ეთნოგრაფიული მუზეუმი, ვაკოს პარკი, იმედის დილა, სანდრო, სახლი, სტუდენტური დღეები, წყნეთი, KBH 9 Commentsჩემს ბლოგს დააკლდა ჩემი ხელი.. თუმცა არამარტო ბლოგს დავაკლდი, სემინარებსაც 🙂
ჩემთან კი ისეთი ამინდებიაა….
მზის და წვიმის სუნიანი…
ბევრი ღიმილით და თავდავიწყებამდე სიცილითაც.
ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე ვაკს პარკიდან ფეხით აბოდიალებული და წვიმაში გაწუწული.
ყვითელ ავტობუსში ამღერებული და მგზავრების გაოცებულ სახიანი.
წყნეთის ნაძვებიანი…
ვეკოს დაბადების დღის ტორტიანი.
ჩემი თამუნას მუცელში მჯდომი მზეთუნახავიანი.
KBH–ის “პრაგონიანი” : )
იმედის დილაში სიცხიანი საინფორმაციოს წაყვანიანი.
სტუდენტურ დღეებიანი
და “სალომე ჩხეიძეს მოსწონს ეს” – იანი : ))))))
მეთი აღარ მახსოვს 😦
სახლს ყველაზე მეტად დავაკლდი მგონი – მთელ დღეს გარეთ ვატარებ 😐 ეს ყველაზე მეტად არ მომწონს. სახლი საასტუმროსავით გავიხადე, დილით ვსაუზმობ, ვიცვამ და მივდივარ, ღამე მოვდივარ, ვვახშმობ და ვიძინებ : )
აღარ ვიცი რა ხდება სანდროსთან სკოლაში და კარატეზე.
არც ის ვიცი წესიერად, როდის მოდიან ჩვენთან სახლში ვეკოს “სადედამთილ–სამამამთილ–საბებიო” 🙂
დედიკოს როდის აქვს საბავშვო ბაღში გამოსაშვები ბავშვების ზეიმი?
მამიკო როდის ჩამოდის ყაზბეგიდან? …
და კიდევ ვინ იცის რამდენი რამე გამოვტოვე.
მაგრამ ალბათ ღირდა…
გაზაფხულის წვიმით გაწუწული, თმებში ყვავილებით და ხელში იასამნით რომ ჩამოვედი ეთნოგრაფიულიდან და ჩემებს რომ შევხედე, მაშინ გამიელვა თავში, ბედნიერი ვარ!..
……………………………………………………
ყოველ ღამე, თუნდაც 12 საათი იყოს და მაშინ მოვიდე, სანდრო ძველებურად მელოდება მე და მეკითხება: “სალო, ეს ასე დავწერო?”
ვითომ ნერვები მეშლება, რომ მე მელოდება, არ დაუწერია უჩემოდ და ვუბრაზდები..
თან მიხარია.
მელოდება ❤
ვეკოს დაიკო ხარ?
განსხვავებულად და თბილად წერ,ეტყობა ნაწერს რომ გულიდან მოდის.. ❤
მმ..
სწორად მიხვდი : )))
მადლობა, ამ სიტყვებისთვის.
მიხარია როცა კარგი მკითხველი მხვდება.. რომელსაც ესმის რა ვთქვი : )
რა კარგია, სახლში მისვლა რომ გიხარია 🙂
ისე, ხანდახან, მეც მიხარია…
ხო, მიხარია… : )
მთელი დღე არ მახსენდება, ეგ კი არა, შებინდებამდე რომ მომიწიოს სახლში წასვლა, დისკომფორტი მექმნება, მაგრამ უკვე კარგად დაღლილი რომ ჩავჯდები ხოლმე რუსთავი-თბილისის მარშუტკაში და თავს საზურგეზე მივაყრდნობ, მაშინ ვხვდები რომ სახლში მინდა!!!
აუ, როგორ მიყვარს შებინდებულზე, საზოგადოებრივ ტრანსპოტში ფანჯარასთან მიყუჟულს ხანგრძლივი მგზავრობა.
მართლა რუსთავთან ასოცირდება ჩემთვის. ბავშვობაში ხშირად გავდიოდი მაგ გზას 🙂
სალომე, შენზე ცენზურა არ მოქმედებს ხო? :დ
აუ, სანდრო მიყვარს ❤
არც ჩემს ბლოგზე და არც ჩემზე ცენზურა არ მოქმედეებს 😛
სანდრო… ❤
სახლის მონატრების გრძნობა ძალიან ნაცნობია ჩემთვის, თითქმის ერთი წელი ვიყავი მასე. ახლა კიდე საერთოდ სხვაგან ვარ და… 😦
გამიხარდა მე შენი მზის და წვიმის სუნიანი დღეები, ბევრ ღიმილიანი და თავდავიწყებამდე სიცილიანი. რას მივხვდი იცი? (პრინციპში, ამას დიდი ხნის წინ მიხვდნენ, მე ახლა დავეთანხმე უბრალოდ) როცა კარგად გრძნობ თავს, წერა თითქოს არ გინდა. კიარადა, გინდა, მაგრამ ისე აღარ გეწერინება. თუმცა, მერე ეჩვევი ამას და ჩვეულებრივი რომ ხდება, უკვე წერ. ხოდა, შენი დროებითი გაქრობაც მაგას დავაბრალე მე და გამიხარდა 😉
აი, აი ზუუუსტად ეგრეა : )))
იმდენად ბედნიერი ვიყავი, იმდენი კარგი რამ ხდებოდა ჩემს ირგვლივ, რომ არ მინდებოდა აქ მეწერა.. თითქოს დროის დაკარგვაც არ მინდოდა ბლოგზე საწერად.
ჯანდაბამდე გზა ჰქონია ჩემს ბლოგს, ოღონს ასეთი დღეები დიდხანს გაგრძელდეს :):)