გაზაფხულივით არეული პოსტი…

შემოგაზაფხულდა..  კარგი, არ მითხრათ, რომ კალენდარს შევხედო ან მობილურში ჩავიხედო. ვიცი, ვიცი რომ 5 მაისია და გაზაფხულის ნახევარზე მეტი გასულია,  მაგრამ მე მაინც ეს რამდენიმე დღეა რაც  “შემოგაზაფხულების” შეგრძნება მაქვს..  

არეული ამინდები. ხან მზეა, ხან წვიმა.  ღამეები  თბილი და ჩუმი.  დილით წვიმის ხმა მაღვიძებს და ცოტა ხანში უკვე მზე  მიკაკუნებს ფანჯრის მინებზე.

აი ეს მიყვარს ❤ 

მინდა წავიდე, გავიქცე ე ე ე . . .  

მარტო მე ვიქნები, მზე და წვიმა.. 

მიწას გავაკრავ დამძიმებულ სხეულს და თვალებდახუჭული შევაცქერდები მზეს. 

მარტო ვიქნები.

და ვიფიქრებ, ვინმე რომ მხედავდეს, აუცილებლად შეშურდებოდა–მეთქი ჩემი.

……………………………………………………………………………….

… ჩემგან 2 სკამის გამოტოვებით მასწავლებელი ქალები სხედან და საუბრობენ. ყვითელი ავტობუსი ირწევა აქეთ– იქით. ერთ–ერთს ხელში ყვავილების დიდი თაიგული უჭირავს, ღონისძიებაზე ყოფილან. მასწავლებლები არიან. გაჩერებას ვუახლოვდებით, უფასო მგზავრობის ბარათებმომარჯვებული ქალები გასასვლელისკენ იწევენ.

–”ჩვენ, მასწავლებლები, სულ უფასოდ დავდივართ, ხოდა აი ეს თქვენ მეუღლეს ან შეყვარებულს მიართვით” – თაიგულს მძღოლის გვერდით დებს და ჩადის.

………………………………………………………………..

გუშინ გვანცას გავებუტე.  თითქოს უმიზეზოდ, მაგრამ მაინც… მინდოდა შეემჩნია რომ მეწყინა!   და ვერ ვიტან როცა ვიღაცაში მცვლიან. ხო, ვიცი, ვიცი, არავისშიც არ გავუცვლივარ და მართლა ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ვერ ვიტან მის ხანდახან უყურადღებობას, გულმავიწყობას…  ახლა მწერს, ნეკა თითი გაამზადე შევრიგდეთო: ) შევრიგდებით, აბა რას ვიზავთ, არც გვიჩხუბია. უბრალოდ მეწყინა და გულში არ დავიტოვე! ეგ იყო და ეგ…

………………………………………………………………

….  “შიშველ სიმართლეს” ვთამაშობდით, მკითხეს, Facebook-ზე რომ შედიხარ, ჩათში, ვისი დანახვა გიხაირია ხოლმე ყველაზე მეტადო…

მერე დავფიქრდი. ხო, მიხარია და სულ მინდა რომ ვხედავდე!   (ალბათ 🙂 )

ოღონდ, არ მიყვარს, მართლა.. უბრალოდ მიხარია ❤

p.s. რომ არ კითხულობდნენ ჩემს ბლოგს ჩემი ნათესავები, ჯგუფელები, ჩემი მეგობრის დედა…  და ჩემი KBH-ელები, ალბათ უფრო მეტს დავწერდი 🙂 ნუ მზღუდაავთ! : )))

…………………………………………………………

… კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯერ უნდა დავფიქრდე და მერე ვილაპარაკო. ან საერთოდაც არაფერი ვთქვი… სულ მცირე იმიტომ მაინც, რომ გია ბუღაძის შეკითხვაზე, ინგლისელ მხატვარზე არ ვთქვა რომ ფრანგია… : )

………………………………………………………….

… “მორჩა, დღეიდან დიეტაზე ვარ!” – უკვე მერამდენეჯერ გავიფიქრე და მივხვდი, რომ ყოველთვის, როცა უკვე გემრიელად ნაჭამი ვარ, მაშინ მაფიქრდება ეს… : )

………………………………………………………..

…სახლში მოსვლას ისევ ვაგვიანებ,  მაგრამ ისე ვიქცევი, თითქოს ეს ასეც უნდა იყოს.

………………………………………………………………

აღმოჩნდა, რომ ზოგიერთები სულ სხვანაირად აღმიქვამენ, არ მიფიქრია ამაზე არასდროს…

………………………………………………………………………….

ალბათ, ხვალაც დავაგვიანებ ლექციაზე…

მაღვიძარას დარეკვამდე მეღვიძება.  ლოგინიდან წამოვიწევი და ფანჯარას ვაღებ.  თეთრი ფარდა ოდნავ ფრიალებს. მე საბანში ვეხვევი, თვალებს ვხუჭავ და ფიქრს ვიწყებ. ვოცნებობ… არ მეთმობა. სიზმრებიდან გამოყოლილ სურნელს ღრმად ვისუნთქვა და..

ისევ ვაგვიანებ.
………………………………………………………………………………..……….

გაზაფხულივით არეული პოსტი….


12 Comments on “გაზაფხულივით არეული პოსტი…”

  1. vekoo ამბობს:

    მიყვარხარ :*

  2. აქსიომა ამბობს:

    ადექი, მერე ახალი ანონიმური ბლოგი გააკეთე და მეტი იქ დაწერე. ეს დაუტოვე ცნობისმოყვარე ახლობლებს. 🙂
    გიორგობას გილოცავ!

    • salolas ამბობს:

      მადლობ, მეც გილოცავ!
      არა, ჯერ–ჯერობით ასე ძალიან არ მაწუხებს ახლობლები რომ კითხულობენ, საერთოდაც არ მაწუხებს, ასე რომ იყოს არც ჩემი Facebook-ის ემბლემა მედება აქ.. : )

  3. salome ამბობს:

    sayvareli xar dzalian:* da aravin gzgudavs dawere is rac ginda,mere ra ro vigacebi naxaven:P 😛 miyvarxar gocho:* ❤ ❤ ❤

    • salolas ამბობს:

      ჩემი სალუ ❤ მეც მიყვარხარ იცი ეს შენ! ხო ვწერ, ვწერ, რას დავეძებ : )
      ჯერ ისეთი არაფერი მქონდა დასაწერი, ჩმოვყალიბდები და მერე დავწერ :დ

  4. არეული მაგრამ თბილი პოსტი

  5. ჯი-ნია-ნი ამბობს:

    არეული მაგრამ თბილი პოსტი..

  6. რუსა ამბობს:

    მართლაც არეული,გაზაფხულივით,მაგრამ მასავით თბილი :))) გულში სულ გაზაფხული გქონოდეს…:*

  7. Here Comes The Sun ამბობს:

    სალოოლ… აიი დაიჯერე ან არ დაიჯერო როგორც გინდა – დავდივარ ეს დღეები და ვიძახი ხალხო გაზაფხული მოვიდათქო )) მეც ასე გაოცებულები მიყურებენ რაღა გაზაფხულიო მაგრამ მე ხომ ვიძახი გამოზაფხულდათო… ❤ დასკვნა შენთვის მიმინდვია


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s