იმიტომ, რომ…

არ ვიცი ვის ვებუტები, ან რას.

უბრალოდ დღეს არ წავალ.

იმიტომ, რომ მცივა.

იმიტომ, რომ გარეთ ქარია.

იმიტომ, რომ მზე არ არის.

იმიტომ, რომ ახლახანს ვიბანავე.

იმიტომ, რომ გავცივდები.  :|

იმიტომ, რომ მეზარება…

იმიტომ, რომ მარტო მინდა ყოფნა.

იმიტომ, რომ გულს მტკენენ და არ იციან.

იმიტომ, რომ გულს ვტკენ და ვიცი.

იმიტომ, რომ ხშირად ვერ ვხვდებით რა გვინდა.

ან ვხვდები, მაგრამ ჩემს თავსაც კი არ ვუმხელ ამას…

იმიტომ, რომ მე ვარ..

არ წავალ, იმიტომ, რომ გუშინ წამოვედი…

მითხრეს, დარჩიო და არ დავრჩი.

შემეძლო არ შემემჩნია და შევიმჩნიე.

შემეძლო გავჩუმებულიყავი, მაგრამ ვთქვი..

იმიტომ, რომ არ უნდა მეტირა მაგრამ…..

p.s. ხვალ მოვალ.. გავიღიმებ და  უბრალოდ გეტყვით, რომ მიყვარხართ..

ან არც გეტყვით.

უბრალოდ… :  )


9 Comments on “იმიტომ, რომ…”

  1. სალო, რა უყავი ძველ სალოს?😦 მისი პოზიტივები მომენატრა, ყველაზე ცუდი განწყობის დროსაც რომ მაიმედებდა❤

    • salolas says:

      : ) ისევ აქაა ძველი სალო, უბრალოდ ზოგჯერ, რამდენიმე წუთს მოწყენილი ვხდები და ამ რამდენიმე წუთში ვახერხებ ხოლმე ასეთი პოსტების დაწერას🙂

  2. vekoo says:

    სახლში როგორ არასდროს არაფერი არ გეტყობა😐

    • salolas says:

      : ))) კარგად დამაკვირდი ხოლმე🙂 მაგრამ პრინციპში მართალი ხარ, მართლა არაფერს ვიმჩნევ ხოლმე, თან როცა ვინმეზე ვარ გაბრაზებული სხვაზე არ ვანთხევ ხოლმე🙂

  3. აუუ მეც რომ ესე ვარ რააა… (( მიიიყვარხარ მე შენ.. გაიღიმე.

  4. ხო გაიღიმე და თან თავს შემოსძახე,რომ ყველაფერი კარგად იქნება❤

  5. sophy says:

    სახასიათო იყო… : ) მეც მასეთ განწყობაზე ვიყავი გუშუნ რატომღაც და დღეს არც მე წავსულვარ, ხვალ კი ნამდვილად მივალ. ხვალ მზეც მოვა დიიდი და თბილი მზე და აი ყველაფერი კარგადაც იქნება !!! :):*

  6. kiwi says:

    მომეწონა შენი ბლოგი :*)
    ხანდახან ხდება “იმიტომ”)

  7. NinucaElectro says:

    რას იზამ.. ხდება ხოლმე. : (
    გაიღიმე <3:))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s