რა მესიყვარულება

შემოგაზაფხულდა…

შემომზეურდა და ამაფორიაქებს მალე ვიცი.

მემილიონჯერ მომანდომებს გავვარდე გარეთ და ვიბოდიალო მზიან ქუჩებში. მომანდობეს “არა-მარტო” ბოდიალს..

მაგრამ, როცა დავფიქრდები, ვხვდები, ასეც მშვენივრად ვარ!

მეტად თავისუფალი, უფრო მეტად დამოუკიდებელი!

ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს და მომწონს.

არ ვარ 24 საათი მობილურს ჩაფრენილი იმის მოლოდინში, თუ როდის მომწერს მესიჯს!

არც ლექციებს შორის შუალედებს ვანაწილებს შეხვედრებისთვის.

არ ვფიქრობ იმაზე,  რა ვუყიდო დაბადების დღეზე. (და სხვათა შორის, არა მარტო მას…)

და არც აუცილებლობა მოითხოვს, ვიყო “მის” მეგობრებთან, რომლებთან ერთადაც ყოფნა არ მსიამოვნებს!

შემიძლია გავეპრანჭო ყველა ბიჭს და არ ვიფიქრო იმაზე რომ რაღაცას ვაშავებ!

შემიძლია უფრო ორგანიზებულად მოვეკიდო სწავალს და უფრო ხშირად ვნახო მეგობრები (თუნდაც იმ ავადსახსენებელი ლექციებს შორის შუალედების დროს.)

არ ვინახავ მობილურში “მიყვარხარ.. ❤  ჩემიიიი…  :*  ვგიჟდები.. ❤  სიცოცხლე ხარ.. ***  ერთადერთი.. :* ” და ა.შ.  მსგავსი სიტყვებით გამოტენილ მესიჯებს და ჩემი განუყრელი მობილურიც აღარ მეუბნება memory full-ო.

ხო, ამაზე გამახსენდა, ჩემი კომპიუტერიც არანაკლებ მადლობელია, სურათების წაშლასთან ერთად რამდენიმე KB-ის გამოსუფთავების გამო 🙂

სახლში მოსვლას საღამოობით ისევ ვიგვიანებ, მაგრამ ახლა ვიცი, რომ მიზეზის კითხვისას არ მოვიტყუები და თამამად ვიტყვი  “რეპეტიციაზე ვიყავი”-მეთქი და ამიტომ ძველებურად არც სინდისი მქენჯნის ჩემი ტყუილების გამო.

კიდე რამდენი მიზეზის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ვიცი გამოხტებიან მავანნი და მავანნი და ერთი გემრიელად მიმლანძღავენ არარომანტიკულობისა და უგრძნობელობის ბრალდებით  ( ნეტა მიცნობდნენ.. : ) )

ხოდა, აბა ახლა თქვენ მითხარით, რა მესიყვარულება : )

და საერთოდაც,  რა საჭიროა სხვა..  როგორც ერთ ლექსში ვამბობ,

“მე მზესთან ერთად ღიმილით ვივლი!..”


10 Comments on “რა მესიყვარულება”

  1. netochka3 ამბობს:

    ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,
    გამიღვიძებდეს წამით იმედებს
    ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე,
    ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს!
    მასულელებდეს, მიბნევდეს თავგზას,
    მისი თვალების ჩუმი ბრძანება,
    გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს
    ჩემი ლომური ამპარტავნება..
    არ დავირცხვენდი, გითხრათ სიმართლე
    არა და არა, არ დავირცხვენდი,
    ოღონდ მიყვარდეს, მართლა მიყვარდეს
    გახელებამდის… თავდავიწყებით..
    ოღონდაც ღმერთო, გარდასულ ყრმობის
    ისევ მარგუნე უცხო თრიაქი,
    ის, ღვთაებრივი, მაცდური თრობა,
    შიში, ცახცახი და ფორიაქი..
    ——-შოთა ნიშნიანიძის ლექსით გეუბნევი ჩემს სათქმელს…

    • salolas ამბობს:

      გავიგე : ) მაგრამ მთავარი სწორედ რომ ესაა “ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს..”
      სიყვარული ძალდატანებით არც მიდის და არც მოდის! ..
      და სანამ გონებით აზროვნება შემიძლია, ვხვდები რომ ასე ყოფნაც არც ისე ცუდია.. 🙂
      თორე მერეე…… ❤

  2. Kejeradze ამბობს:

    ნაცნობი “სიტუაციებით” სავსე პოსტია : ) ) ოღონდ ოდესმე უნდა დამთავრდეს “რა მესიყვარულება” პერიოდი : ) )

  3. ლამზო დეიდა ამბობს:

    “მარტში მამღვრევდა ფერიცვალება და ხეტიალის ჟინი მივლიდა.
    მზე საყელოში ხელს ჩამავლებდა და გამიყვანდა გაკვეთილიდან….”

    • salolas ამბობს:

      ვაიმეე დამაჟრიალა.. აი, აი ზუსტად ასე ვარ გაზაფხულობით ყოველთვის მართლა ❤
      მადლობა ლამზირა დეიდა :*

  4. vekoo ამბობს:

    “ჩემი კომპიუტერიც არანაკლებ მადლობელია, სურათების წაშლასთან ერთად რამდენიმე KB-ის გამოსუფთავების გამო :)”

    რა “გამოსუფთავდა” სალო და რა “kb” :O :დ

    დაგავიწყდა შენი სურათები ჩემ პაპკაში რომ წავიღე? და კოდური სახელწოდება shit დავარქვი? :დ

    მაინც, ყოველი შემთხვევისთვის :დ წარსულის წაშლა ხომ არც ისე მარტივია :დ

  5. გვირილა ამბობს:

    სალო ❤
    რა კაია რომ დაბრუნდი.
    ეს ფოტო რომ დავინახე, გამეცინა, ზემოთ რომაა ის. დაახლოებით მსგავსი შინაარსის პოსტი მაქ მეც კაი ხნის წინ დაწერილი და ეს ფოტო მიდევს იქ. იმდენად შეესაბამება ჩემს მაშინდელ განწყობას, ჩემი მგონია. ხოდა, მესმის რა დღეშიც ხარ, ფოტომაც მიმახვედრა, სხვა თუ არაფერი 🙂
    მიხარია რომ დაბრუნდი, შემოგვანათე ახლა შენი მზე :-*

  6. LiLaC ამბობს:

    ეს პოსტი ხშირად უნდა ვიკითხო : ))))


დატოვე კომენტარი