მე მიყვარს KBH !

ეს პოსტი გუშინ რომ დამეწერა ალბათ ემოციებით გაბერილი, აჟიტირებულ-გაბრწყინებული და ხმაჩახლეჩილი იქნებოდა.

მაგრამ პოსტს დღეს ვწერ (აი ასეთ დროს ვხვდები ხოლმე, რომ ვერ ვიტან ჩემს სიზამრაცეს და ძილისგუდობას) და თითქმის უკვე ჩამქრალია ჩემი ემოციის ფეიერვერკები.

მაგრამ მე რაღაცნაირად ვალდებულების გრძნობა გამომიმუშავდა ჩემი ერთგული მკითხველების მიმართ, რომ მათ იცოდნენ ჩემს გარშემო არსებული სიახლეები და უფრო კიდევ იმიტომ რომ ჩემს სიხარულს გულში ვერ ვიტევ და მინდა თქვენც გადმოგდოთ, ვიფიქრე რომ ნამდვილად მართალია ეს ანდაზა “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო” და ამიტომ ვწერ.

მხიარულთა და საზრიანთა კლუბის საქართველოს ჩემპიონატი დაიწყოოო! გუშინ იყო გახსნითი კონცერტი და 3 ივნისს ფინალით დაბოლოვდება!
ალბათ უნდა იცოდეთ, თუ არადა შეგახსენებთ, რომ მე თსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა ნაკრების წევრი ვარ.. და გუშინ ისევ იყო ბევრი ემოცია, უაზროდ ბევრი სიცილი, ხმის ჩახლეჩვამდე სიმღერა, ცეკვა და კონცერტის წინ “გახურება.”
და როცა ნიკა მახვილაძემ გამოაცხადა: “ახლა კი საქართველოს ჩემპიონი გუნდი თსუ-ჯუნიორიიი!” თავიდან ფეხის თითებამდე ჭიანჭველებმა დაიწყეს სირბილი.
პირველი სიცილი დარბაზში და კულისებში ჩვენი ემოციები..
თითქმის სცენაზე არც ერთ გასვლაზე არ მახსოვდა რა უნდა მეთქვა ან გამომეცხადებინა (არადა ვამბობდი არ ვნერვიულობ-მეთქი) და დავდგებოდი თუ არა ხალხის წინ მაშინვე თავისით ვიწყებდი ლაპარაკს.
არ ვფიქრობდი თითქმის არაფერზე. მარტო მესმოდა ხალხის სიცილი და მოპირდაპირე მხარეს კულისებიდან ჩემი ბავშვების გაბრწყინებულ სახეებს ვხედავდი. ეს იყო ყველაფერი.
ადრეც ვწერდი. დგახარ კულისებში და არ იცი 2 წუთის მერე სცენაზე გაეცინება თუ არა ხალხს იმაზე რასაც ამდენი ხანი ქმნიდითთქო..
” 2 წუთში უკვე ისევ შირმის უკან დგახარ დამშვიდებულ-ნასიამოვნებ-აჟიტირებული და ფიქრობ, რომ ძალიან მალე მოხდა ყველაფერი, კიდევ.. კიდევ..”

ასე იყო ამ დღესაც… ფეიერვერკივით სწრაფად დამთავრდა ჩვენი გამოსვლა და მე ფარდის უკან გიჟივით დავრბოდი და ვყვიროდი “კიდე მინდაააა”🙂


7 Comments on “მე მიყვარს KBH !”

  1. წარმატებები!!!🙂

  2. salolas says:

    გაიხარე, დიდი მადლობა 🙂

  3. Mari says:

    აუ, რა მაგარია, სალ😀 სულ მინდა ხოლმე, რომ დავესწრო, მაგრამ…
    აბა თქვენ იცით, წარმატებები :* :*

  4. Molly Bloom says:

    მოიგეთ?

    ქართულ კვნ-ს იმ დროიდან ვუყურებ, ჭადრაკის სასახლეში ერთმანეთს სკოლები რომ ეჯიბრებოდნენ და ერთერთი წამყვანი შალვა რამიშვილი რომ იყო… მეც მიყვარს. რუსული იმიტომ, რომ კარგია და ქართული იმიტომ, რომ ქართულია.

    და ასეთი ემოციები მოაქვს.

    წარმატებები🙂

    • salolas says:

      დიიიდი მადლობა🙂 არა ეს 25-ში გახსნითი კონცერტი იყო ჟიურის და ქულების გარეშე და იმედია მოვიგებთ მერე🙂

  5. vekoo says:

    საალ, მიხარია ასე რომ გაბედნიერებს რაღაც : ))


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s