მინდა, ადამიანებს ტყუილის თქმისას ცხვირი ეზრდებოდეთ

.

მინდა ქოთანში ჩარგულ აყვავებულ ჯუჯა ალუბლის ხეებს მჩუქნიდნენ…

მინდა ჩემი სახლის სახურავზე მწვანე ბალახების მინდორი იყოს..

ყოველ საღამოს სახურავზე წამოწოლილი ვუყურებდი მზის ჩასვლას.

მინდა, რასაც სიზმარში ვხედავ და ვწერ გაღვიძებულს ყველაფერი მახსოვდეს.

…უკვე ჩემი მოთხრობების ტომეულები მექნებოდა.

მინდა ხელები არ მეყინებოდეს.

მინდა გაყინული ხელები მალე მითბებოდეს.

მინდა გაყინულ ხელებს ვინმე მითბობდეს…

მინდა ყოველთვის ვიცოდე “დღეს რა ჩავიცვა?” : )

მინდა როცა მინდა მაშინ თოვდეს.

და მინდა თოვლში ხელები არ მეყინებოდეს.

…თუ არადა ამასაც “ვინმე” მითბობდეს

მინდა ხშირად ვწერდე.

და მინდა რასაც ვწერდე ყველას მოსწონდეს.

მინდა დომენიკო, ჩემი მეგობარი იყოს…

მინდა ყველა წიგნი ავტორი და სათაური მახსოვდეს რაც წამიკითხავს.

მინდა, თავის ქალა ამხადონ და “ჩამიდონ” ინგლისურის, ფრანგულის, იტალიურის, რუსულის, სპარსულის, ჩინურის, ესპანურის…. და ა.შ. ენების ცოდნა. (ბავშვობის ფანტაზია ახლაც გამომყვა) : )

მინდა ტაბა ტაბაი – სპარსი თუ ჰინდუ თუ ეგვიტელი თვალებში მიყურებდეს.

და ვფიქრობდე რომ ასეთი თვალები გველს აჩერებს ცხელ ქვიშაზე.

მინდა ტაბაი მიყურებდეს და ფიქრობდეს რომ ყვითელი თვალები მაქვს – ჩამავალ მზისფერი…

მინდა ზუსტად იმდენ ხანს მეძინოს რამდენიც მინდა, და მაინც მზის ამოსვლას ვეგებებოდე.

მინდა რასაც ვგრძნობ ყოველთვის იმის თქმას ვახერხებდე.

მინდა ხშირად იღიმოდნენ…

მინდა ზურგზე თვალები მქონდეს.

მინდა 1 დღე სულ მარტო ვიყო ქალაქში და მაღაზიებს საკეტი არ ქონდეთ. : P

მინდა საკუთარი შოკოლადის ქარხანა მქონდეს.

მინდა ჭვავის ყანაში უფსკრულის პირას ვიდგე…

მინდა მინდორში პირაღმა ხელებგაშლილი ვიწვე და მზე თვალებზე მეფერებოდეს.

მინდა საქართველოს ისტორია კარგად ვიცოდე.

მინდა ლიპარიტ ბაღვაშს ვიცნობდე.

მინდა დროის მანქანით მოვგზაურობდე.

მინდა მზისფერი თევზი მყავდეს ცისფერ აკვარიუმში.

მინდა, ადამიანებს ტყუილის თქმისას ცხვირი ეზრდებოდეთ.

მინდა, როცა ვამბობ, რომ არ ვნანობ, მართლა არ ვნანობდე…

მინდა “ისე ვუცქერდე საკუთარ წარსულს, როგორც გველი უცქერს საკუთარ პერანგს: გახდილსა და დაგდებულს…

…სიცოცხლის ატანა ამ გზით თუ შეიძლება…”

……………………………………………

კიდევ რამდენი…

მინდა ვიცოდე, რა  მინდა ართლა…

.

p.s.  ცდისპირელის და ანინას მსგავსი პოსტები..

ვაღიარებ, იდეა (არ მომიპარავს) ვითხოვე🙂


22 Comments on “მინდა, ადამიანებს ტყუილის თქმისას ცხვირი ეზრდებოდეთ”

  1. Mari says:

    “მინდა საკუთარი შოკოლადის ქარხანა მქონდეს” – ხომ შემომიშვებ-ხოლმე?

    • salolas says:

      კი, კი აბა რას ვიზავდი : ) კვირაობით “ღია კარის დღეს” მოვაწყობდი😀

  2. ჩაურთავთ შენი ბლოგი, ან საერთოდ როგორ გაბედეს გათიშვა.🙂 კარგი მინდები გაქვს. :))

  3. მეც მინდა ყველაფერი ის, რაც შენ გინდა😛 მარა, ანა-მარიასთან მეგობრობა მირჩევნია რატომღაც, ან საერთოდაც მიჩინიოსთან🙂

    • salolas says:

      ბბრ… მიჩინიო❤ შენც დაწერე შენი "მინდები" ჩემი ყველა სურვილი კი შენც გინდა, მაგრამ მთალად პოსტს ნუ დააკოპირებ😀 შენი უფრო საინტერესო იქნება, გთაგავ🙂

      • 😀😀 არა, უნდა დავაკოპირო!..🙂 ვხუმრობ რა თქმა უნდა…
        კომენტარს გვიან მოვაკითხე და ახლა წავიკითხე… მინდოდა ამ თემაზე ადრეც დაწერა და აუცილებად დავწერ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, ახლა ეიფორიაში ვარ🙂

  4. idoiti says:

    minda rom yvela survili agixdes da mere gkitxo ra ginda?:)

  5. Di@ says:

    ლიპარიტმა რით გამოიწვია შენში დაინტერესება? თუ უარყოფითი პერსონაჟებს თანაუგრძნობ და ცდილობ მათში კარგი დაინახო?..

    მეც მიდნა მზის ამოსვლისას ვდგებოდე და ამასთან იმდენი მეძინოს, რამდენიც მსურს…

    მაგარი პოსტია.

    • salolas says:

      დიანტერესება კი არა აი მინდა თვალებში ჩავხედო, მაგასაც და რატისაც!😀 ისე თვითონ ამ სახელსა და გვარზე მაფანატებს ლიპარიტ ბაღვაში… მმ.. მბურძგლავს😀

      მადლობ პოსტის ასეთი შეფასებისთვის🙂

  6. mefe giorgi mecamete says:

    მინდა, ადამიანებს ტყუილის თქმისას ცხვირი ეზრდებოდეთ —- somxebs ratom aqvt dzalian didi cxvirebi?😀😀😀

    • salolas says:

      ჩემი სურვილების ასრულე დაწყებულა უკვე და მე არ ვიცოდი😀

      ღირსები არიან ეგენი ;D მომინდომეს შოთას სომხობა… 😀

  7. მართლაც რა კარგი “მინდები” გაქვს სალო😀
    აგიხდებოდეს გისურვებ,რავიცი🙂❤

  8. Kejeradze says:

    მგონი მეც მინდა ეგ ყველაფერი🙂 … ლიპარიტ ბაღვაშის გარდა :))

  9. Molly Bloom says:

    ლიპარიტი მეც გამიკვირდა… მე რომ ვიცნობდე, თვალებში ჩახედვას არ ვაკმარებდი.

    შოკოლადის ქარხანა მინდა🙂 და ვილი ვონკა ჩემი მეგობარი იყოს, ესეც მინდა🙂

    • salolas says:

      სულ მაინტერესებდა რას ნიშნავს “ძელზე გასმა” რითაც ლიპარიტი დასაჯეს და ბარემ ვკითხავდი😀
      შოკოლადის ქარხანა… სო სო სვიიით🙂

  10. “მინდა ყველა წიგნი ავტორი და სათაური მახსოვდეს რაც წამიკითხავს.”-მეც მინდა ეს! მავიწყდება ხოლმე :შ

    • salolas says:

      ვაჰ, გამიკვირდა :დ :* მეგონა ისევ შენებური “ვაიმე სალომე დაეშვი მიწაზე” დამხვდებოდა🙂 :*


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s