“მე ვხედავ მზეს” დამთავრდა…

.

“მე ვხედავ მზეს” დამთავრდა!

1 თვის განმავლობაში ამ თამაშში მონაწილე ბლოგერები ვცდილობდით ყოველდღიურად ჩვენს გარშემო “მზეები” დაგვენახა და აქ გადმოგვეტანა.

მივხვდი რომ ძნელია…

ვიჯექი საღამოობით და ვფიქრობდი, რა მოხდა დღეს?  ვერაფერს ვიხსენებდი ისეთს, რომ აქ დასაწერი ყოფილიყო.

მაინც ვწერდი.

უფრო ხშირად არაფერი ღრმა და სულიერი, უბრალოდ  ჩემი გამომცხვარი ნამცხვარი და გამოცდაში მიღებული შეფასება იყო ჩემი მზე..

და მე ამ დროს მრცხვენოდა..

მივხვდი რმ ძნელია “მზის” დანახვა ცივ კედლებში, მაგრამ იმაშიც დავრწმუნდი რომ სულ უმზეო დღესაც შეიძლება დიდი და მცხუნვარე მზის აღმოჩენა შენს გვერდით!..

მივხვდი რომ ჩემი ყველაზე დიდი მზე ადამიანია!.

ურთიერთობები მანიჭებენ ყველაზე მეტ სიამოვნებას და როცა “ერთი ვარ” გულში უხმოდ ვტირი…

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჩემი მეგობრები მართლა ჩემი ყველაფერია..

გავიხსენე რა კარგია ბნელ ოთახში თვალებდახუჭული ჩემივე მოგონილი  სიმღერის მღერა.

..და ჩემი მზე – დე, დედიკონა…

კიდევ ბევრ რამეს მივხვდი და ბევრ რამეზე დავფიქრდი..

……………………………………..

“მე ვხედავ მზეს” დამთავრდა…

მე ისევ გავაგრძელებ მზეების დათვლას!..

p.s. . რატომღაც თითქოს ნაღვლიანი პოსტი გამომივიდა : )


3 Comments on ““მე ვხედავ მზეს” დამთავრდა…”

  1. LiLaC ამბობს:

    ნაღვლიანი, მაგრამ მზიანი :*

  2. კანარიო ამბობს:

    მე აღარც მახსოვდა, როდის ვამთავრებდით და გუშინწინ კიდევ ერთი პოსტი გამოვაცხე ^_^


კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s