Hide-and-seek

დიახ, დიახ, სწორედ მიხვდით, მე ისა ვარ, აი მომავალი სკანდალური ჟურნალისტი, ცოტა მოგვიანებით რომელიმე ძალიან ცნობილი ბრენდული კოპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და კიდე ცოტა უფრო მოგვიანებით ყველაზე რეიტინგული ტელევიზიისა და ჟურნალის დამფუძნებელი!

დიახ, დიახ, მე ისა ვარ, აი ყველაზე ამბიციური!🙂

ამბიციები იცოცხლე, მაგრამ რას ვაკეთებ ერთი ამისთვის?  ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე რომ ვსწავლობ და მაგისტრატურის გავლას პიარის კუთხით ვაპირებ, არა მგონია ეს კმაროდეს მარტო.🙂

ბლოგიც იმიტომ გავაკეთე, ვფიქრობდი მომავალი ჟურნალისტისთვის ყველაზე კარგი საშუალებაა რაც უნდა და როგორც უნდა ისე წეროს და განვითარდეს-მეთქი. მაგრამ რავი, რაღაც ეჭვი მეპარება მზიანი  წვიმის და ალუბლების ბლოგმა ჩემს ჟურნალისტურ კარიერას ჩაუყაროს საფუძველი😀

ყოველთვის როცა ქვეყანაში მიმდინარე რაიმე აქტუალურ საკითხზე მინდა წერა, ყოველთვის მეუხერხულება ასეთი პოსტები,  “ვაიმედედამზემიყვარს” პოსტების გვერდით განვათავსო! : )

ვერ ვურევ საქმეს და პირადს ერთმანეთში!  (ჟურნალისტიკის ეთიკური კოდექსი  აშკარად შესისხლხორცებული მაქვს)

ხოდა სწორედ ამიტომ შევქმენი ახალი ბლოგი! რომელსაც რაღა თქმა უნდა არ გავლინკავ🙂

ვიქნები ჩემთვის და ვფიცავ იქ ნამდვილად აღარ დავწერ არაფერს პირადულს!

ჯერ-ჯერობით ანონიმურობის შენარჩუნება მინდა და მერე ვნახოთ…

წარმოიდგინეთ რომ დამალობანას გეთამაშებით და თუ იპოვით ჩემს ბლოგს🙂

hide-and-seek….😀

წარმატებები მისურვეთ  ახალ ბლოგზე : )


11 Comments on “Hide-and-seek”

  1. anna says:

    დალინკე რა ;დ

  2. IDOITI says:

    ise da ragac arabunebrivia piraduls ufro unda malavdes wesit adamiani vidre profesiuls:D:D:D

  3. salolas says:

    რა არის ახლა აქ არაბუნებრივი? უფრო არაბუნებრივი არ იქნებოდა ჩემი დაქალის გათხოვების გვერდით ლტოლვილთა პრობლემებზე რომ მესაუბრა?

  4. ჰმმმ.. უნდა მოგძებნო… წარმატებები:**

  5. მე მესმის შენი!.. თავიდან იდეაში მქონდა უფრო პროფესიული ბლოგი მქონოდა, ვიდრე პირადი, მერე აირია ერთმანეთში, სახელიც რა შუაშია ჯურნალისტიკასთან საერთოდ და ასე🙂
    მინდა ერთ დღეს ახალი ბლოგის გაკეთება, სადაც გადავიტან ყველაფერ ”პროფესიულს” და შესაბამის თემაზეც იქ დავწერ, აქით კიდევ პირადი იქნება…
    მაგრამ როდის მოვიცლი ამისთვის არ ვიცი…

    • salolas says:

      ხოო აი ზუსტად შენ დღეში ვარ მეც🙂 ბლოგი კი გავაკეთე, მაგრამ აი მის “პროფესიულ” სახელზე რა გითხრა😀 პოსტებს კი ჩემს თავს ვპირდები რომ მარტო მხოლოდპროფესიულს დავდებ!

  6. ხო, ”პროფესიულ” სახელზე კარგად დაფიქრდი, მერე შეცვლა სისულელეა, არადა ისეთი სახელი უნდა იყოს, კარგად რომ დაამახსოვრდება ადამიანს. მე ”გვირილა” უცებ მომაფიქრდა, შეცვლას ვაპირებდი მერე, მაგრამ სანამ ახალი მოვიფიქრე დავყარე პოსტები და ახლა უკვე გვიანია სახელის შეცვლაზე ფიქრი🙂

    პ.ს. ისე, მაგრად მაინტერესებს როგორი იქნება ჟურნალისტი სალომე😉

    • salolas says:

      მე რამდენ ხანს ვიფიქრე შენ ის უნდა გენახა😀 და რაც მინდოდა ყველაფერი დაკავებული იყო უკვე :@ ჩემ ბედს რა ვუთხარი😀 ეხლა ისეთი “ტკბილი” სახელი დავირქქვი რო იცოდე😀 დასამახსოვრებელი კი იქნება ვგონებ😀

  7. ხო, მომკალი ახლა ცნობისმოყვარეობით😦 თან ჟურნალისტურით🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s