“ჩემი საწყალი სიყვარული”
Posted: თებერვალი 4, 2011 Filed under: ჩემეული ჩანახატები... :), problem... | Tags: დაშორება, ირონია, სიყვარული, შიში 17 Commentsმარი დაფრინავს.
თვალები უციმციმებს და ხშირ-ხშირად მეუბნება: “საალ მიყვააააარს!”
მესიჯებს მაკითხებს: “მიყვარხარ.. ჩემი ცხოვრება ხარ.. ერთადერთი.. ჩემი..”
არაფერს ვამბობ, უაზროდ ვიღიმი და ვცდილობ ირონია არ გამეპაროს ტუჩის კუთხეებიდან..
ვფიქრობ რომ სისულელეა.. ბავშვობა.
გამაჟრჟოლა – უკვე ეჭვი შემეპერა მის არსებობაში! : |
თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო მეუბნება: “სალ მეშინია..”
ვეუბნები, რომ ნუ ფიქრობს სისულელეებს, რომ ყველაფერი ძალიან ლამაზად იქნება და ძალიან დიდხანს იქნებიან ერთად, რომ ჩემი მაგალითი არ გამოადგება…
ჩუმად მეკითხება – “თქვენც ხომ გიყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ..”
უბრალოდ ვუღიმი. რა უნდა ვთქვა..
………………………………………………
2 დღის შემდეგ: “სააალ როგორ ხარ? აუ ძალიან ცუდად ვარ! მე და ბექა დავშორდით. არაფერი მკითხო ოღონდ. ხო ვამბობდი… ცუდად ვარ..”
…..მაშინ იყო მეორედ რომ გამაჟრჟოლა.
მეშინია..
ახლა მეც გამაჟრჟოლა ;დ
გულში შიში რომ შემეპარება, 2 დღეში მართლა ხდება ხოლმე რაღაც ;
ხო მეც სულ მასე ვარ.. ახლა იმის მეშინია მართლა ხო არ დავკარგე მეთქი სიყვარულის არსებობის რწმენა..
აი კიდე გამაჟრჟოლა 😀
სალო როცა გაგაჟროლებს ვეკოს და აჩოს შეხედე და ისევ დაიჯერებ სიყვარულის არსებობას 🙂
მე საკუთარი ჯერ არ გამომიცდია და უკვე მაჟრჟოლებს,ირგვლივ ისეთი ამბები ხდება წყვილებს შორის :შ
კარგი რა ან, ახლა შენც უნდა დამაწყებინო შენთან ყველაფერი კარგად იქნება, ჩემს (სხვების) მაგალითებს ყურადღებას ნუ მიაქცევ და ყველაფერი ძალიან ლამაზად იქნება და ძალიან დიდხანს იქნებით ერთად-მეთქი?!.. 😐
არა, მე მართლა მჯერა ამის, უბრალოდ უნდა დაელოდო და არ შეცდე არჩევანში ❤
ოოო, რა “სხვის ცხოვრებას არ შეხედო და ყველაფერი კარგად იქნება” გოგო, ხო არ გააფრინე 😀
ნათიას დაუჯერე და შემოგვხედე 😛
ჩვენი ბედნიერება ჩვენვე უნდა შევქმნათ, ასე რომ წუწუნს მოეშვი და გაანძრიე ტაკო თუ გინდა რამეს მიაღწიო 😀 მე და აჩო გაცნობისთანავე კი არ დავტაკებივართ ერთმანეთს ტუჩებში , – მთელი 2 თვე ერთმანეტს აქტიურად ვუმუშავებდით ტვინებს და მხოლოდ მერე მივხვდით, რომ ერთმანეთი გვჭირდებოდა და შევხვდით და აი მერე კი მართლა დავეტაკე ტუჩებში 😀
ამით იმის თქმა მინდა, რომ ბევრი ვიცი, 1-2 კვირა ვიღაც დაევასება და ვსო, უკვე შეყვარებულები არიან. ესაა ლტოლვა, რომელსაც უკვე სხვანაირ მიზიდულობის ძალას თუ არ დაუგებ ლოგინად დაიღლება ქვაზე წოლით და გაქრება. აცალეთ თქვენ თავებს ვინმეს ნამდვილად მოწონება და მერე გახდით “შეყვარებულები”.
სანამ საზასაო ობიექტებზე “შეყვარებულის” დარქმევას არ გადაეჩვევა გოგოების უმრავლესობა, სულ ასე იქნება.
+1 ზასაობის ობიექტი შეყვარებული ნამდვილად არაა ❤
ის უბრალოდ ზასაობის ობიექტია :დ
რაღაც მეც ცუდად მაჟრჟოლებს და მაჟრიალებს დღეს : ))))))
რაღაცნაირად კარგი პოსტი იყო ^^ ამ ბოლო დროს ამ სიტყვაც ხშირად ვხმარობ ( რაღაცნაირად 🙂 ))
მომწონხარ და ბლოგროლში ჩამაგამტეეებ ^^
რა არის ახლა ეს?უაზროდ და როგორც სალოლა იტყოდა არაქართულად ,,დავტირივარ” თან ყველგან… როცა ურთიერთობა ცივდება ჩემი პატარა საყვარელი ,,ცხვირით” ეგრევე ვგრძნობ.როცა საქმე ცუდაადაა ცხვირი მეყინება და ოოპ დამთავრდა ყველაფერი
სალოია შენ უკვე კარგად აგითვისებია ჩემი ტერმინოლოგია :)))))
ხო, ცხვირი და გული ყველაზე მგრძნობიარე ორგანოები არიან ^_^
ყველაფერი კარგად იქნება მაინც ❤
უფრო გულია მგრძობიარე
მაგრამ ჩემ შემთხვევაში ყველაფერი უკუღმაა.
თუ არ იქნება კარგად და აი დარდიიიიი….
კი ავითვისე ხომ გითხარი ძალიან მომწონს შენი ბლოგი<3
აუ მართლა ძაან მიხარია, ეგ სტიმულს მიჩენს ხოლმე, რომ კიდევ ვწერო 🙂
მერე მიდი შემოგვაშველე ახალი და ,,მსუყე” პოსტები.მიდი სალოლააა….
ვეცდები :)) სპეციალურად შენთვის იქნება : )
მოუთმენლად ველი”]]
სალოლა სად არის დაპირებული ახალი პოსტი?:))))