მე ვხედავ მზეს კი არა 35-ს!

კი არ ვხედავ პირდაპირ თვალებში შემომანათა მზემ 5 წუთის წინ!!!

ჟურნალისტიკის ისტორიის გამოცდა 18-ში მქონდა და დღეს როგორც იქნა ეღირსა ქულებს დადება! ხელები მიკანკალებდა sms.tsu.ge-ზე შესვლისას.  უკვე დარწმუნებულიც კი ვიყავი რომ განმეორებითზე მომიწევდა გასვლა და

პარააამ!!

35 ქულა!!!

არადა რომ მახსენდება რეები ვწერე :D  90 საკითხიდან სულ 3 საკითხი არ მქონდა წაკითხული (!!!) და იქიდან 2 მომივიდა :S

დავხედე თუ არა საგამოცდო ბილეთებს, მაშინვე ეგ ვთქვი ნეტა ეს მე-13 ბილეთი არ მომივიდოდეს გამოცდაზე-მეთქი, მაგრამ რად გინდა. არადა მეგონა ბედი მქონდა🙂

ბილეთი #13
1. ილია ჭავჭავაძე, როგორც ივერიის პუბლიცისტი და რედაქტორი.
2. ნიკო ნიკოლაძის “ფრანგული პრესის დეკადანსი”
3. ნიკო ნიკოლაძის “ახალი ახალგაზრდობა”


პირველ საკითხში ილიას მოღვაწეობა მხოლოდ  “ივერიის” რედაქტორობის დროს უნდა განმეხილა, მე კიდე დაბადებინდა მოყოლებული რაც ვიცოდი ყველაფერი დავწერე, გიმაზიის დამთავრება, მერე რუსეთში სწავლის პერიოდი,  “ცისკარი” “საქართველოს  მოამბე” “დროებასა” და “კრებულში” მისი მოღვაწეობაც არ დავივიწყე  :D   წიწამურთან რომ მოკლეს ერთი ეგ არ დამიწერია (ზედმეტად ბანალურობად მივიჩნიე😀 ეგ ხომ ყველამ იცის-მეთქი ვიფიქრე) თორე სხვა სადაც კი გაკვრით მაინც იყო ნახსენები ილია, ყველაფერი დავწერე.

აი მე-2 და მე-3 საკითხზე კი ნამდვილად გავიჭედე. გამოცდაზე შესვლამდე 15 წუთით ადრე მიყვებოდა ამ საკითხებს სალომე, მაგრამ რად გინდა😐

ერთი კი გავიფიქრე ავდგები და გავალ, ამას ხომ არ  “შევეჭმევინებიმეთქი” 🙂 მაგრამ რომ წარმოვიდგინე 9 თებერვალს განმეორებით გმაოცდაზე ყინვასა და უბედურებაში როგორ “ჩამიკრავდა გულში” მაღლივის ბიბლიოთეკა, მოხდა საოცრება და გამინათდა გონება! მართალია სულ 1 ფურცელიც ვერ შევავსე ორივე საკითხით, მაგრამ მთავარია რომ მნიშვნელოვანი რაც იყო ის ჰქონდა მოყოლილი სალოს და მეც განვავრცე (გამიჭირდებოდა თუ?🙂 )

ასე იყო თუ ისე, ფაქტია!


5 Comments on “მე ვხედავ მზეს კი არა 35-ს!”

  1. Mari says:

    ყოჩაღ, სალ :* მაგარი ხარ🙂

  2. salolas says:

    🙂 მადლობა :*

  3. vekoo says:

    ვა, მაგარია, გილოცავ :*

  4. Toma says:

    ვახ ვახ, რა კარგიააა🙂 gilocav🙂
    გამოცდის წარმატებით ჩაბარება იმაზე მეტ სიხარულს გვანიჭებს ვიდრე კაცი იფიქრებდა😀

  5. […]  ჩემი გამომცხვარი ნამცხვარი და გამოცდაში მიღებული შეფასება იყო ჩემი […]


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s