რა მინდოდა KBN-ში ანუ სასწრაფოდ გვირილები!

..ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, თავში რომ ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი (რატომ მაინცდამაინც 997?!.) აზრი გიტრიალებს და რომ გკითხონ რაზე ფიქრობო, უპასუხებ, არაფერზეო.

აი ამ წამს მეგობარმა დამირეკა:  “კაპანაძემ დღეს 7-ზე მე-8 კორპუსშიოო!” ხო ვინც არ იცის ვეტყვი, მე თსუ-ს მხიარულთა და საზრიანთა კლუბის წევრი ვარ (?) და კაპანაძე კი ჩვენი გლავნია  :D

ვუთხარი რომ ვერ მივალ. ბლა ბლა ბლა.. არგუმენტი მილიონია და თქმა კი მხოლოდ იმის მოვახერხე რომ ხვალ დილით გამოცდა მაქვს და მე ჯერ არაფერი მისწავლია!..

არადა..   რა ვიცი..

…ახლა სულ ერთადერთი გვირილა მინდა:  გავატანდი მის ფურცლებს ქარს..

“მინდა…”    “არ მინდა… ”   “წავიდე… ”  “არ წავიდე…”

მაგრამ, რადგან გაზაფხული და მინდვრის გვირილები ჯერ კიდე  შორსაა, მე კი ჰოლანდიურის არაფერი მწამს მგონი ყველაზე ჭკვიანური იქნება ავდგე და ჩამოვწერო არგუმენტები  KBN-ის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ.

(წინასწარ ვგრძნობ არაფერი გამომივა.. ვიქნები მაინც ასე სასიამოვნო მოგონებებსა და გაურკვევლობას შორის გამოკიდებული)

……თამაში ძალიან დიდი ექსტრემია. დგახარ შირმის უკან აცეტებული გულით  და არ იცი სულ 2 წამში როცა სცენაზე გახვალ, გაეცინება თუ არა ხალხს იმაზე, რასაც ამდენი ხანი ქმნიდით, რის გამოც სახლში ღამის 1 საათზე მიდიოდით და რომლის გამოც ზოგჯერ გუნდელები ერთმანეთს ხოცავდით.

და მერე, როცა სცენაზე დგახარ, აღარ გახსოვს რასაც 2 წამის წინ შირმის უკან მდგომი ფიქრობდი, უბრალოდ თამაშობ მთელი გულით და სადღაც შორიდან გესმის  მაყურებლის სიცილი..  (როგორც ემირი იტყოდა “გაგჯა ხალხი სიცილით😀 ) 2 წუთში უკვე ისევ შირმის უკან დგახარ დამშვიდებულ-ნასიამოვნებ-აჟიტირებული და ფიქრობ, რომ ძალიან მალე მოხდა ყველაფერი,  კიდევ.. კიდევ..

მე უკვე შეყრილი მაქვს  KBN-ის სცენის მტვერი!🙂

მაგრამ.. ეს არაა მთელი ჩემი ცხოვრება! არც  ჩემს მომავალას ვაწყობ მასზე. ეს ჩემთვის გასართობია, ჰობი, გატაცება, ან რაც გინდათ ის დაარქვით…

და ნეტა ღირს? რას იტყვით?..

….აი, ისევ ცხრაას ოთხმოცდაჩვიდმეტი არგუმენტი აირია თავში..  (?)

მე ისევ არაფერს ვფიქრობ..

p.s.  ისევ,  სასიამოვნო მოგონებებსა და გაურკვევლობას შორის გაჩხერილი დავრჩი..  )))

p.s.s გუშინ ერთი ჩემი უკვე ძალიან ახლობელი ადამიანი მეუბნებოდა, ერთ ფურცელზე უნდა ჩამოვწერო რა მინდა საერთოდ ამ ცხოვრებაშიო.

1 სურვილი – გამოვრთო ეს მუსიკა, უკვე თავი რომ ამატკივა და ვერ ვხვდები!😀

2 –  მინდა ყოველდღიური ტვინის ბურღვისთვის მადლობა გადაგიხადო, რომ მისმენ  : )  – მხიარულ განწყობაზეა…

(რამდენიმე წუთის შემდეგ)

“-ჩამოწერე?

-არა

-რატომ?

-რომ დავფიქრდი მე-3 რა მინდა, არის ის რომ, არ მინდა რომ ჩამოვწერო!.. : )”

…ალბათ არც მე მინდოდა, ჩამომეწერა და გამერკვია  მინდა თუ არა KBN-ში.

ამიტომაც ვარ გაჩხერილი მოგონებებსა და გაურკვევლობას შუა…


21 Comments on “რა მინდოდა KBN-ში ანუ სასწრაფოდ გვირილები!”

  1. ჰმ… რაღაცნაირი პოსტოა, შენსას არ ჰგავს, მაგრამ მაინც მზიანია და ამით ჰგავს😀 გვირილას რაღას ერჩი, მარტო გაპუტვა კი არაა მაგის ფუნქცია😦😀😀

  2. salolas says:

    ჩემსას არ გაქვს? რავიი მე მგონია რო გავს.. ხშირად ვარ ასე არეული და გაურკვევლობაში გაბურდული😐
    ნუ პრინციპში ეს არაა მე ვხედავ მზის პოსტების ციკლიდან😀 გვირილები ამ შემთხვევაში კი ეგრე გამოჩნდა რომ მარტო გასაპუტად მინდა😀 მაგრამ ასე არაა..
    ჩემი საყვარელი ყვავილებია რო იცოდე მარტო შენი კი არა😉

  3. უიჰ,სალო მგონი არ ღირს ამდენად პრობლემად აქციო ) როცა სამეცადინო გაქვს უნდა იმეცადინო და როცა დრო გაქვს უნდა გერთო კიდეც.. სამწუხაროა როცა ყველაფერს ერთად ვერ ახერხებ,მაგრამ მე ყოველთვის სწავლას ვარჩევ საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ😦 მაგრამ მეგობრები არასდროს მავიწყდება❤

  4. salolas says:

    გაიხარე ან მართალი ხარ, მაგრამ საქმე იმაშია რომ მე მარტო სწავლის ვერმოსწრების გამო არ ვამბობ KBN-ზე უარს😐 არის სხვა პატარ-პატარა მიზეზებიც🙂 რომელიც აქ “რატომღაც” ვერ დავწერე😀

    • უუპს😀 მაშინ კიდევ უფრო სერიოზულად ყოფილა საქმე ვიდრე მე გავიგე..❤ არაუშავს,ყველაფერს შეძლებ და სწორად გადაწყვეტ :*

  5. sophy says:

    იცი სალო წავიკითხე შენი post_ი და ძალიან ნაცნობი მეჩვენა…ალბათ ყველა ვყოფილვართ მსგავს მდგომარეობაში და რატომღაც მივედი დასკვნამდე( არ ვიცი რამდენად სწორამდე : D ), რომ ადამინის 5 გრძნობა ვერ ჩასწვდება იმას, რასაც ამ დროს განვიცდით…:) უბრალოდ მე, როგორც გამოუსწორებელი ოპტიმისტი გეტყვი Cheer up !🙂 ყველაფერი ცუდი ყოველთვის ძალიან კარგით ბოლოვდება…;)

    • salolas says:

      სოფიი :* აზრზეც არ ხარ როგორ მიხარია ხოლმე შენი კომენტარები ჩემთან :* ალბათ მართალი ხარ, ჯობია ყველანაირი წინასწარი გათვლების გარეშე… ❤

      • sophy says:

        მეც მიხარია, რომ შენ გიხარია ! : > : * ჰო და კიდევ ერთი მზიანი ფრაზა გამახსენდა და აუცილებლად უნდა გითხრა… ” მზე ყველა ადამიანშია, ოღონდ აცალეთ რომ აანთოს ”…! ეს მათ მივუძღვნათ, ვისაც თავისი მზე ჯერ ვერ უპოვია და კვლავ წვიმას ეტრფის : ) :*

  6. IDOITI says:

    AQ GAKLDA CHEMI XELI DA AQAC MOVEDI. AM SHABATS SHEKREBAZE MODI TORE ME VICI SHENI 997 AZRI

    • salolas says:

      უუპს😀 მომაკითხა მიქელ გაბრიელმა😛
      p.s. შენ თუ ხმა ამოგაღებინე აქ რაღას დავეძებ😛 ვიცოდი ამ პოსტს დაუკომენტარებლად არ დატოვებდი😀 შაბათს? ვიფიქრებ🙂

  7. sunwaited says:

    დაბნეული ბატი ხარ😛 ხო, ისე დღეს მაღლივში ის ვნახე, “ახლა უკვე ძალიან ახლობელი” (მგონი ეგ იგულისხმე) ნიკასთან ერთად ))
    რა სჭირთ ნეტა მაგ ხალხს? კომპლექსებიანი არიან? :დ

    • salolas says:

      ვეკო ის სწორად მიხვდი რომ ემ დაბნეული ბატი ვარ მაგრამ “უკვე ძალიან ახლობელში” აირიე😀
      მერე აგიხსნი :*

  8. muqta says:

    sheni gamosvlebi sadaa video

  9. Toma says:

    “წავიდე… ” – ”არ წავიდე…”

    aiRe rkinis ertlariani, erTiani casvla moere mxare ar casvla😀
    xoda samjer aagde. umravlesoba >= 2 rac dajdeba ise gaakete😀

    • salolas says:

      ჰააჰ სახალისო😀😀 შენი ხათრით ვცდი, მაგრამ წინასწარ ვიცი რომ არ დავუჯერებ მაინც :))

  10. salolas says:

    sophy :* გენიალური ფრაზაა! მადლობ :*

    p.s. მე მგონი მაინც ვერ მივხვდი ზუსტად რომელი სოფო ხარ😐 არადა ძააალიან მაინტერესებს : )

    • sophy says:

      პირადად არც ვიცნობთ მგონი სალო ერთმანეთს…: ) უბრალოდ შენს ინფოში რომ ვნახე TSU მაგიტომ ახლობლად ჩაგთვალე, მეც TSU_ში ვსწავლობ და მაგიტომ…: > :* უი მოიცადე … ; )

  11. […] სახეებს ვხედავდი. ეს იყო ყველაფერი. ადრეც ვწერდი. დგახარ კულისებში და არ იცი 2 წუთის […]


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s