ჩემი მზე – დე …

მაღვიძარამ პატიოსნად ზუსტად დროზე დარეკა. ამ დროს ჯერ კიდევ სძინავთ ჩემებს –  მიყვარს დილის სიჩუმეში, დასვენებული გონებით მეცადინეობა. “სულ ათიოდე წუთი” – შევთხოვე სინდისს და ისევ საბნის ქვეშ შევძვერი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

…თვალებდახუჭულმა ხელის ცეცებით მოვძებნე მობილური.

11:00 !!!

ჩემი დილით მეცადინეობის გეგმები ჩაიშალა. არც მწყენია. სულ ცოტა შემრცხვა.

ადგომას აღარ ვჩქარობა.  მეცადინეობაზე მეტად დილის ძილი, სიზმრებიდან გამოყოლილი სუნი და თვალებდახუჭულს ფიქრი მიყვარს.

მახსენდება გუშინ როგორ უაზროდ, სიგიჟემდე მომინდა დედას ჩავხუტებოდი.

“დეე, დე,  აქ მოდი რა ერთი წუთით, სწრაფად რა დეეეე!” – მე პლედში გახვეული ჩემს ლოგინზე ვწევარ და წიგნებსა და ქსეროქსებში ვარ ჩაფლული.

დედა სულ რამდენიმე ნაბიჯში დგას ჩემგან და გაკვირვებული სახით მიყურებს. “დეეე..”

და ისე უზომოდ ძალიან მომინდა რომ  სულ 1 წამში გადავიძრე პლედი და წამოვფრინდი. რა თბილი იყო დე..  ყელში შევუძვერი..   ჩამიგულმკერდა..

გაუხარდა.  ხშირად არ ვარ ასეთი თბილი :| შემრცხვა…

ისევ უცბად მოვწყდი და საწყის პოზიციას დავუბრუნდი, ჩემს ქსეროქსებთან…

მიყვარს ჩემი მზე!…

 

p.s. ბოლოს როდის ჩაეხუტეთ დედას?…


16 Comments on “ჩემი მზე – დე …”

  1. თბილიი❤ ვის არ უყვარს დედიკო,მაშინ საკუთარი თავი არ უნდა გიყვარდეს❤

  2. retseli says:

    ხო..
    . ძალიან ძალიან მიყვარს, მაგრამ რო წარმოვიდგენ რამდენჯერ ვუშლი ნერვებს😐 ამის მერე სულ სულ ხშირად ჩავეხუტები🙂

  3. Di@ says:

    დილით ადრე ავდგები და ვიმეცადინებ თქო, რომ ვთქვა, ყველას გაეცინება და არავინ დამიჯერებს… არც მე დავიჯერებ…🙂 მირჩევნია ღამე გავათენო და დილით არ ავდგე. მაინც დამეზარება და დამეძინება…

  4. sunwaited says:

    აუ, მე გიყურებდი და ვერ მივხვდი რა გინდოდა მაშინ

    • SaLoMea_Mze says:

      😀😀

      შენც ჩაეხუტე მერე და მიხვდები რა მინდოდა დედიკოს თბილ ყელში ❤

  5. siyvarulovna says:

    რა თბილი პოსტია❤

  6. sophy says:

    კეთილი იყოს ჩემი ფეხი ! : ) ძალიან მომწონს შენი ბლოგი… რომ ვკითხულობ პოსტებს, ასე მგონია საკუთარ აზრებს და ფიქრებს ვკითხულობ… დიდი მადლობა შენ კიდევ ერთო მზიანო..!მეც უზომოდ მიყვარს მზე და სითბო და მიხარია კიდევ ერთ ჩემნაირს რომ წავაწყდი: ) რაც შეეხება დედას, სულ რაღაც ნახევარი საათის წინ ჩავეხუტე : >

  7. SaLoMea_Mze says:

    მეც მიხარია კიდევ ერთი მზიანი❤ და კიდევ უუუფრო მიხარია რომ ჩაეხუტე🙂 i'm happyyyyyyy : )

    p.s. მესტუმრე ხოლმე, გამიხარდება🙂

    • sophy says:

      თითქმის ყოველ დღე გსტუმრობ… ლამის ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე მთელი ბლოგი, ისეთი ახლო და ნაცნობი იყო ყველაფერი…❤ TSU მაინც თავისებურად გვაახლოვებს ! ^^

      • salolas says:

        თსუ? უიჰ, მოდი უფრო დავკონკრეტდეთ, პიარი? )) გენაცვალე :*
        ხოდა თუ ეგ ხარ, მინდა შენც იცოდე რომ ძაალიან გაფასებ და მიყვარხარ!

        p.s. გუშინ ვლაპარაკობდით ზუსტად მე და ნათია შენზე და ვთქვით რომ ძაააალიან საყვარელი ხარ

  8. მე მცხვენია😦 არც კი მახსოვს ბოლოს როდის ჩავეხუტე დედას😦

  9. […] ..და ჩემი მზე – დე, დედიკონა… […]

  10. Molly Bloom says:

    წუხელ, ძილის წინ🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s