კიდევ ერთი მზიანი…

დავიწყებული მზე შემოგეპარე ბლოგზე….

მოკლედ ისე უბრალოდ გამახსენდა, რომ მე ვსარგებლობ პრივილეგიით ვწერო ის რაც მინდა….

მზეო მზეო.. ჩვენ მზეს ვხედავთო.. ჩემზე მეტად ხედავთ თქვენ მაგ მზეს?! ჰმმ….

სულ ხელცარიელიც არ მოვსულვარ ჩემი მზიანი ფოტოების დიდი კოლექცია მოგიტანე… რამდენი ხანია ვაგროვებ რომ იცოდე… მმმ…

This slideshow requires JavaScript.

კიიდევ… მოგიტანე ნაწყვეტი ჭილაძის ლექსიდან….

წვიმა კი მოდის.
ხმამაღლა მოდის
და ძირს ჩამოაქვს ხმელი ფოთლები.
ფოთლებს ჩამოაქვთ ხის ოცნებები,
ხის სურვილები და იმედები.
და ტოტებს შორის.
დიდი ხნის მერე.
ისევ გამოჩნდა თეთრი ქალაქი,
ადამიანთა თავშესაფარი,
თეთრი ქალაქი გამოჩნდა ისევ.
ამასობაში გადიღო კიდეც
და შემოდგომის მზე ამოვიდა
და შემოდგომის მზე გალიებში
კვლავ შემოცვივდა ოქროს ფოთლებად.
შეინარჩუნე,
რადგან უმზეოდ გაგიჭირდება,
გაგიჭირდება,
გაგიჭირდება…
მზე ამოვიდა.
მზემ გამაბრუა.
მზეს შევეფარე.
მზის იმედი მაქვს.
მზით გავთამამდი.
მზედ მინდა ვიქცე.
მზეო,
ნურასოდეს ნუ წახვალ ჩემგან!
მზე ყველას უნდა და ყველას უჭირს
მისი გაყოფა და დარიგება,
რადგან ყველაფერს ადვილად ვუტანთ.
როცა სხეული მზითაა სავსე.

ახლა როგორც შემოვიპარე ისე გავქრები…. თუ ამ სურათებმა ცოტათი მაინც გაგაღიმათ და მზის სითბო მოგიტანათ სულ ტყუილადაც არ მოვსულვარ :))

:**


ჩემი მზე – დე …

მაღვიძარამ პატიოსნად ზუსტად დროზე დარეკა. ამ დროს ჯერ კიდევ სძინავთ ჩემებს –  მიყვარს დილის სიჩუმეში, დასვენებული გონებით მეცადინეობა. “სულ ათიოდე წუთი” – შევთხოვე სინდისს და ისევ საბნის ქვეშ შევძვერი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

…თვალებდახუჭულმა ხელის ცეცებით მოვძებნე მობილური.

11:00 !!!

ჩემი დილით მეცადინეობის გეგმები ჩაიშალა. არც მწყენია. სულ ცოტა შემრცხვა.

ადგომას აღარ ვჩქარობა.  მეცადინეობაზე მეტად დილის ძილი, სიზმრებიდან გამოყოლილი სუნი და თვალებდახუჭულს ფიქრი მიყვარს.

მახსენდება გუშინ როგორ უაზროდ, სიგიჟემდე მომინდა დედას ჩავხუტებოდი.

“დეე, დე,  აქ მოდი რა ერთი წუთით, სწრაფად რა დეეეე!” – მე პლედში გახვეული ჩემს ლოგინზე ვწევარ და წიგნებსა და ქსეროქსებში ვარ ჩაფლული.

დედა სულ რამდენიმე ნაბიჯში დგას ჩემგან და გაკვირვებული სახით მიყურებს. “დეეე..”

და ისე უზომოდ ძალიან მომინდა რომ  სულ 1 წამში გადავიძრე პლედი და წამოვფრინდი. რა თბილი იყო დე..  ყელში შევუძვერი..   ჩამიგულმკერდა..

გაუხარდა.  ხშირად არ ვარ ასეთი თბილი 😐 შემრცხვა…

ისევ უცბად მოვწყდი და საწყის პოზიციას დავუბრუნდი, ჩემს ქსეროქსებთან…

მიყვარს ჩემი მზე!…

 

p.s. ბოლოს როდის ჩაეხუტეთ დედას?…